02/04/2021
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში შევიდა საკითხი, ბათუმში ქიმიური ტერმინალის შესახებ. დასკვნაში აღნიშნულია ის საფრთხეები და პრობლემები, რომელსაც ქიმიური ტერმინალი უქმნის ქალაქის ეკოლოგიასა და უსაფრთხოებას.
https://ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf
12/03/2021
დღეს, ჩვენი ორგანიზაციის აქტივისტს ვატო ნებუნიშვილს თავს დაესხა დიმიტრი აბდუშელიშვილი და მისი პირადი დაცვა. ვატოს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ველოდებით გამოძიების დასრულებას.
P.S. ბათუმლებო დროა ხმა ამოვიღოთ და დავიცვათ ჩვენი ქალაქი!!!!
26/10/2020
სამდღიანი შიმშილობის შემდეგ, ჩვენმა პროტესტმა გამოიღო შედეგი. მივიღეთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისათვის გაგზავნილ წერილზე პასუხი, სადაც ყველა ჩვენი მოთხოვნა სრულად არის დაკმაყოფილებული. შესაბამისად ჩვენ, მწვანე მომავალი საქართველოსთვის წევრები, ვწყვეტთ შიმშილობას. ველოდებით ბატონ კახაბერ კუჭავას მიერ ოფიციალურ წერილში მოწერილი პირობების შესრულებას. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სამი დღე ჩვენთან იყო როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ეს ძალიან გვამხნევებდა და მოტივაციას გვიზრდიდა.
ბრძოლა გრძელდება უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა ბათუმისთვის.
პატივისცემით: მოძრაობა "მწვანე მომავალი საქართველოსთვის" დამფუძნებელი
ზაალ ლუხუტაშვილი
26.09.2020
26/10/2020
დღეს შიმშილობის მესამე დღე სრულდება, ყოველ დღე გვემატება თითო მოშიმშილე.
ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სანამ უკიდურეს ფორმას შიმშილს არ მივმართეთ მანამ არავინ შეიმჩნია ბათუმის მომწამლავი და დამანგრეველი ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ფაქტი აქ დედაქალაქ თბილისში...
მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, სრულიად ცივილიზებული სამყარო შეძრა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ტრაგედიამ.
გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომელიც თითქოს ჩვენს გამოსაფხიზლებლად გაისმა.
ტვირთი, რომელმაც ბეირუთი მიწასთან გაასწორა გატანილი იყო 2013 წელს ბათუმიდან!
იღბალი, როგორც სჩანს არ ტოვებს ბოლომდე ჩვენს ქალაქს და ქვეყანას, რაც შემოქმედის დამსახურებაა.
დიდება უფალს, დიდება მის განსაკუთრებულ მზრუნველობას ჩვენდამი.
დავაფასოთ, გამოვფხიზლდეთ ადამიანებო სანამ დროა...
🙏❤
ეს ადამიანები იბრძვიან, მხოლოდ ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა...
26/10/2020
შიმშილობის მესამე დღე!
საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანე მომავალი საქართველოსთვის"
წერილით მიმართავს, პარლამენტის ვიცე სპიკერს კახაბერ კუჭავას
25/10/2020
შიმშილობის მეორე დღეს აღნიშნული წერილი გაეგზავნა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის წევრს ბატონ კახა კუჭავას.
24/10/2020
თბილისი 24 ოქტომბერი 2020 წელი.
შიმშილობის პირველი (1) დღე.
მოთხოვნა:
1) დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება, ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებთან.
2) ინვესტორმა კომპანიამ "ვონდერნეტ ექსპრესმა" დაიწყოს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მომზადება.
3) აღნაგობის ხელშეკრულებიდან, ამოიღონ ჩამონათვალი ტვირთების ნუსხიდან ფეთქებადი ნივთიერებები.
4) ოფიციალურად უარი თქვას კომპანიამ(ვონდერნეტ ექსპრესი) მომწამლავი და ფეთქებად საშიში ტვირთების დასაწყობებაზე ბათუმის ნავსადგურში.