17/03/2026
🎗️ დღეს საქართველო უდიდეს ტკივილს განიცდის..
დასრულა ეპოქა, რომელმაც ჩვენი ერის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.
აღესრულა ჩვენი სულიერი მამა, უწმინდესი ილია მეორე. მისი სიტყვა, ლოცვა და სიბრძნე მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში.
მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო უწმინდესო.
გისამძიმრებთ, საქართველო…
31/12/2025
💫 გილოცავთ, ახალ 2026 წელს!
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ერთიანობას და წარმატებას თქვენს ოჯახებთან ერთად.
✨ დაე, ახალი წელი იყოს ახალი შესაძლებლობების, კეთილი საქმეებისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლის წელი.
✨ განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი წელი ჩემს ძვირფას შუახეველებს!
გისურვებთ კეთილდღეობას, სიმტკიცეს და ღირსეულ მომავალს.
⭐️ გილოცავთ ახალ წელს და ბედნიერ, წარმატებულ 2026 წელს გისურვებთ ყველას!
18/10/2025
სმარტ-ფილმების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის „აჭარული კინო-ამბების“ დაჯილდოების ცერემონიალს დავესწარი, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.
მოხარული ვარ, რომ შუახევმა უმასპინძლა საერთაშორისო დონის ფესტივალს და ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის ეჩვენებინათ.
ვულოცავ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ფესტივალის წარმატებით განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, ხოლო მისი მხარდამჭერია შუახევის კულტურის ცენტრი.
08/10/2025
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს და რიგგარეშე საკრებულოს სხდომები გავმართეთ.
რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განვიხილეთ.
ხოლო, რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები უმრავლესობის მიერ დადებითად იქნა გადაწყვეტილი.
29/09/2025
შუახევის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა.
პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ, მაია ხაჯიშვილსა და მერ ომარ ტაკიძესთან ერთად მადლობის სიგელები გადავეცი და მიღწეული წარმატება მივულოცე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წამომადგენლები.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ხელოვნებისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი ,,117“ და ხიჭაურის საჯარო სკოლასთან არსებული ბენდი ,, School of rock“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში გაიმართება 10 ოქტომბრის ჩათვლით. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
26/09/2025
🔹სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ შეხვედრას დავესწარი. აღნიშნული სფეროს განვითარება და ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და პირდაპირ უკავშირდება, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობას.
🔹„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა. თუ 2012 წელს ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იყო, 2025 წელს უკვე 37 მილიონ ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტი კი პირდაპირ კავშირშია ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან.
🔹აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სასოფლო სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, 7000-მდე ფერმერს თანადაფინანსებით საჭირო ტექნიკა გადაეცემა.
26/09/2025
🔹დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გავმართეთ.
🔹სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განვიხილეთ, რომლებიც უმრავლესობის მიერ დადებითად იქნა გადაწყვეტილი.