ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა

ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა, Public School, ჯავახიშვილის 3, Batumi.

25/09/2025

მდინარეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე- 15 საჯარო სკოლის 10-4 კლასმა მოაწყო პრეზენტაციები გეოგრაფიისა და ინგლისურის საგნების ინტეგრირებით.პრეზენტაციები მიმდინარეობდა ინგლისურ და ქართულ ენებზე.
ჯგუფებმა ისაუბრეს მსოფლიოს მდინარეთა მნიშვნელობაზე ბუნებისა და ადამიანებისთვის, მათი დაცვის აუცილებლობაზე და შედეგებზე..
Გეოგრაფია: ნინო ვაშალომიძე
Ინგლისური: თეა ზოიძე

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 29/04/2025

2025 წლის აპრილში ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები:
*შემოქმედებითი აქტივობა ,,ანბანთქება" (მე-5 კლ.)
*შემეცნებითი პრეზენტაცია ,,ქართული ხელნაწერები" (მე-8 და მე-7 კლ.)
*პროექტი ,,როგორ მოვიდა ქართული ენა ჩვენამდე" (მე-9 კლ
*ვიქტორინა (მე-6 კლ)
*საინფორმაციო ხასიათის ვიდეოჩვენებები (მე-10 კლ. მე-6კლ.)
*პრეზენტაცია 3 შატბერდული ხელნაწერის შესახებ (მე-8 კლ.)
*დედაენის კუთხე
*პრეზენტაცია 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ (მე-10 კლ.)Nino Modebadze

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 04/04/2025

სწავლა კეთებით,საინტერესო და სახალისო;
კლასი: მე-9 გ და მე-9დ კლასი;
თემო: ორგანული ნივთიერებების სტრუქტურული ფორმულების აგება

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 25/03/2025

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა

საქართველოს ისტორიაში მე-11ა და მე-11ბ კლასებში(მასწავლებელი ნატალია აფაქიძე) ჩატარდა ჯგუფური შემაჯამებელი მუშაობა თემაზე: საქართველოს დაშლა და მისი მიზეზები
მოსწავლეებმა იმსჯელეს მე-15 საუკუნის ბოლოს საქართველოს დაშლის მიზეზებსა და შედეგებზე,გაიხსენეს მნიშვნელოვანი მოვლენები და პიროვნებები,იმსჯელეს არგუმენტირებულად,რომელი პოლიტიკა იყო უფრო მართებული დამპყრობლებისაგან ქვეყნის გადასარჩენად,თავდაუზოგავი ბრძოლა თუ მოქნილი დიპლომატია. გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ შედეგები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 21/03/2025

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა❤️
მეგობრები ქრომოსობებს არ ითვლიან❤️
ერთად ერთმანეთისთვის❤️
ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს❤️
მესამე გ კლასი
პედ:ირინა მამულაიშვილი

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 08/02/2025

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა.8 თებერვალი-დავითობაა. 900 წელი გავიდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან. მე-11 კლასების მოსწავლეებმა ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს ვიქტორინა ,,რა,სად,როდის?" . გაიხსენეს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა,რაც ამ ღირსეულ მეფეს უკავშირდებოდა. სესილი ბურჭულაძემ ნახატი მიუძღვნა დავით აღმაშენებლის ხსოვნას. სხვა კლასებში ნახეს ვიდეო რესურსები ამ ეპოქაზე,დიდგორის ბრძოლაზე,დავითის რეფორმებზე(მასწ.ნატალია აფაქიძე)

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 03/02/2025

იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო-ამ სლოგანით ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის (ქართული ენისა და ლიტერატურის) კათედრის ინიციატივით აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კარგ ტრადიციად დამკვიდრდა საქართველოში.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით თითქმის ყველა კლასში სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს:
*ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოები;
*ერთმანეთს გაუზიარეს წიგნის კითხვით მიღებული შთაბეჭდილებები;
*შეავსეს წაკითხულთან დაკავშირებული კითხვარი;
აქტივობები მიზნად ისახავდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
Nino Modebadze

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 03/02/2025

კითხვის დღესთად დაკავშირებით ბიბლიოთეკის პროექტის ''სასკოლო სამკუთხედის როლი ბიბლიოთეკის განვითრებაში"-ს ფარგლებში მოეწყო შეხვედრა პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან.📚📖
ჩავატარეთ კითხვის საათი.ვიმსჯელეთ ერთობლივად.გავცვალეთ ინფორმაციები და ემოციები.🥰
Nino Modebadze

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 03/02/2025

📖
ბიბლიოთეკის პროექტის ''სასკოლო სამკუთხედის როლი ბიბლიოთეკის განვითრებაში"-ს ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა პროექტის ხელმძღვანელებსა (ბიბლიოთეკარი,მასწავლებელი,მშობელი) და მოსწავლეებს შორის.მოსწავლეებს შევთავაზეთ რამდენიმე წიგნი,თითოეულ წიგნზე მიეწოდათ სათანადო ინფორმაცია. 😇
მათ მივეცით არჩევნის გაკეთების საშუალება და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა რომელ წიგნს წაიკითხავდნენ,გარკვეულ დროში.📚
Nino Modebadze

28/01/2025

მე-10ა კლასი
პროექტი-თემა:
ეროვნული იდენტობა
პედაგოგი:ირინა მამულაიშვილი

25/12/2024

მე -10 დ კლასის პროექტი მუსიკაში
თემა:ეროვნული იდენტობა ზ.ფალიაშვილის შემოქმედებაში❤️
პედ: ირინა მამულაიშვილი

Photos from ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა's post 24/12/2024

მე-9 აკლასის მოსწავლეებმა თავის შეჯამების მიზნით წარმოადგინეს პრეზენტაციები.
თემა : მოძრაობა. თანაბარაჩქარებული მოძრაობა.მოძრაობა წრეწირზე
ყოჩაღები💖
პედ:ქ.ბოლქვაძე

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


ჯავახიშვილის 3
Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00