ძლიერი საქართველო . აჭარა

ძლიერი საქართველო . აჭარა

Share

ძლიერი საქართველო - ლელო

01/06/2026

1 ივნისი უნდა იყოს დასვენების დღე!

საქართველოში ზარზეიმით აღინიშნება ეს დღე. მაგრამ ვის ვიცავთ, თუ ამ დღესაც ჩვეულებრივ სამუშაო და სასწავლო რეჟიმში ვატარებთ?
ბავშვთა დაცვის დღე მხოლოდ კალენდარში მონიშნული თარიღი არ უნდა იყოს. თუ სახელმწიფო და საზოგადოება მართლაც აღიარებს ბავშვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ეს დღე სიმბოლურ ღონისძიებად არ უნდა შემოიფარგლოს.

უქმე დღე მშობლებსა და შვილებს მისცემდა შესაძლებლობას, დრო ერთად გაეტარებინათ, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში, ხოლო საზოგადოების ყურადღება რეალურად კონცენტრირებულიყო ბავშვთა უფლებებსა და კეთილდღეობაზე.

თუ გვინდა, რომ ეს დღე მხოლოდ ფორმალური მილოცვა არ იყოს, ღირს დავფიქრდეთ: იქნებ 1 ივნისი უქმე დღედ გამოცხადდეს და ბავშვებზე ზრუნვა სიტყვებიდან პრაქტიკულ ნაბიჯად იქცეს?
#საქართველოსმთავრობა
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze

01/06/2026
29/05/2026

🟡ბათუმის საკრებულო ამტკიცებს საკითხებს, რომელიც დღის წერიგში ჩნდება ერთი დღით ადრე, დეტალურ შესწავლაზე არ ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ, საკრებულოს წევრები წაკითხვასაც ვერ ასწრებენ.
🗣ვაჟა დარჩია - ბათუმის საკრებულოს წევრი

29/05/2026

🟡"ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნების სამსახური არ არის დაინტერესებული ისეთი პროგრამების განხორციელებით, რომელიც მუნიციპალიტეტს ეკონომიკას და სოფლის მეურნეობას განავითარებს.
🗣️ზურაბ სეფერთელაძე - ქობულეთის საკრებულოს წევრი

29/05/2026

🟡"წარმოუდგენელი ამბავია, ჩვენი ე.წ ხელისუფლება კოპენჰაგენის ქეისით ინტერესდებოდეს, რომელიც ბედნიერების ინდექსით მსოფლიოში მოწინავეა და გორში მომხდარი ძალადობით არ აღელვებდეს".
🗣ვაჟა დარჩია - ბათუმის საკრებულოს წევრი

29/05/2026

🟡"7 თვეა გიორგი ცინცაძე ბათუმის მერია და საკრებულოს სხდომას არ დასწრებია... საჯაროობის პრობლემა თუ ჰქონდა ბატონ მერს, ნაცმოძრაობის დროს მუშაობდა კონტრდაზვერვაში და იქ გაეგრძელებინა საქმიანობა".

🗣ვაჟა დარჩია- ბათუმის საკრებულოს წევრი

27/05/2026

🇬🇪26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გენო თებიძე, ბათუმში დროებით მცხოვრები უკრაინელი დევნილებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

შეხვედრაზე მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიულ გამოცდილებაზე, თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლასა და იმ ფასეულობებზე, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

27/05/2026

🟡 საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გილოცავთ ყურბან-ბაირამის წმინდა დღესასწაულს

Photos from ძლიერი საქართველო . აჭარა's post 26/05/2026

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აჭარის ორგანიზაციისა და ბათუმში მოქმედი უკრაინული სახლი ინიციატივით, ბათუმში მცხოვრები უკრაინელი დევნილებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს დამოუკიდებლობის გზა“.

შეხვედრაზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა გენო თებიძე ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ ჭრილში ისაუბრა საქართველოს მრავალწლიანი ბრძოლის, თავისუფლების იდეისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ.

🗣გენო თებიძე:"საქართველოსა და უკრაინას საერთო ღირებულებები აერთიანებს - თავისუფლების სიყვარული, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ევროპული მომავლის არჩევანი. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხებს შორის სოლიდარობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად". 🇬🇪🇺🇦

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


46 Parnavaz Mepe Street
Batumi