29/05/2026
🏗️ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო და უსახური სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟს აგრძელებს.
📍 აღნიშნული სამუშაოები, კანონის აღსრულებას, საზოგადოებრივი სივრცეების უსაფრთხოებასა და ქალაქის იერსახის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
🔹 მეპატრონეები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი — შესაბამისად, დემონტაჟი კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
23/05/2026
26 მაისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
🇬🇪11:00-20:00 - შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ბავშვებისათვის, ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
🇬🇪12:00-19:00 - „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრების სტენდი;
🇬🇪17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც შეასრულებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლა;
🇬🇪17:15 - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები, დირიჟორი დავით მუქერია;
🇬🇪18:30 - ფოლკლორული ანსამბლები;
🇬🇪20:00 - ბენდი „ურსა“.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
#26მაისი #ესდღეჩვენია
21/05/2026
გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლი უსახური და უნებართვო ობიექტებისგან გათავისუფლდა.
კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 40-მდე კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გაფრთხილების შემდეგ ნაგებობების უმრავლესობა მეპატრონეებმა თავად დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.
კომერციული ობიექტები ზღვისპირა ზოლში სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებაც შესაბამისი ვადით ჰქონდათ.
სანაპირო ინფრასტრუქტურა ტურისტული სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდება.
14/05/2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს ახორციელებს.
სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში სამშენებლო უსაფრთხოების ზედამხედველობის სპეციალისტი წერს შესაბამის მითითებას.
მითითების პირობების შეუსრულებლობისას ობიექტი ჯარიმდება, დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ კი საქმისწარმოება წყდება.
მიმდინარე წელს სამშენებლო უსაფრთხოების წესების დადგენის მიზნით უკვე შემოწმდა 122 ობიექტი.
სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის ფაქტებზე მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს.
08/05/2026
სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი დაიწყო.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმს, სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვას ამოწმებს.
ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს. სანიტარული ზედამხედველობა კანონის შესაბამისად შერჩევითობის პრინციპით ხორციელდება.