08/05/2026
სსიპ- ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ღირსეული პედაგოგი, მათემატიკის მასწავლებელი
მაია ცხოიძე
თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს.
პანაშვიდი 8 მაისს ბაგრატიონის ქ. N 111.
გასვენება 9 მაისს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ფარნავაზ მეფის ქ. N3.
06/05/2026
სსიპ-ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლაში ზურაბ გორგილაძის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ლიტერატურული კლუბის "აანთე სიტყვის" მიერ ჩატარდა "ზურაბ გორგილაძის შემოქმედების საღამო".
👩🏫ხელმძღვანელი: ნანა ცინცაძე.
მე-11 ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში და სამოქალაქო განათლებაში, ასევე კვირეულის დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს პოეტის საფლავი და იქვე წაიკითხეს ლექსები.
👩🏫ხელმძღვანელები: შორენა ქონიაძე, მარინე ნაფეტვარიძე, ირმა დუმბაძე.
28/04/2026
სსიპ- ქალაქ ბათუმის N 7 საჯარო სკოლის დირექტორმა ამირან თურმანიძემ და ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა ირინე ცინცაძემ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო სამიტზე ,,GLOBAL EDUCATION SUMMIT 2026" რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლის მიზანი იყო თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების, ინოვაციური მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
23/04/2026
22 აპრილი- დედამიწის დღე🌍🌍🌍 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.🌍🌍🌍
სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები. საბუნებისმეტყველო კათედრა.
👩🏫მასწავლებლები:ზეინაბ ბარამიძე და ინგა შალამბერიძე.
23/04/2026
1ა კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციის საშუალებით მიიღეს ახალი ინფორმაცია ჩვენი პლანეტის მნიშვნელობისა და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ. აქტიურად იყვნენ ჩართულნი, უსმენდნენ ერთმანეთს და გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს.
ხელმძღვანელი: ნათია მელაძე
22/04/2026
მე-10 დ და ვ კლასებში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე: " ო ენავ ჩემო"
ხელმძღვანელი: ნინო კუნჭულია
14/04/2026
📖დედაენის დღესთან დაკავშირებით 1ა კლასში ჩატარდა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა.
ასევე მოისმინეს ინფორმაცია დედაენის დღის მნიშვნელობის შესახებ, გაიგეს მისი ისტორია და მნიშვნელობა ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებაში.💫
👩🏫ხელმძღვანელი: ნათია მელაძე