მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

Share

MUKHRAN VAKHTANGADZE BATUMI SPORTS PALACE The existence of sports schools in Adjara has nine decades of history.

სპორტული სკოლების არსებობას აჭარაში ცხრა ათეული წლის ისტორია აქვს. პირველი ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური სპორტული სკოლა ბათუმში 1935 წელს დაფუძნდა. სანამ თანამედროვე სტანდარტებს მიაღწევდა, იგი ხუთ ძირითად სპორტის სახეობას აერთიანებდა. დროთა განმავლობაში კი ჩვენს ქალაქში კიდევ რვა ახალი სასპორტო სკოლა გაიხსნა.
2006 წლიდან, რეორგანიზაციის შემდეგ, ზემოაღნიშნული სკოლების ბაზაზე ჩამოყალიბდა ბათუმის

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 14/05/2026

9-10 მაისს თბილისმა ტურნირს "RGTZ CUP 2026" უმასპინძლა, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და პროგრამაში, არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვეს:

2015 წელს დაბადებულთა შორის :
🔷️​ ვალერია ბერიძე
III- ​მრავალჭიდი
III- ​ ბურთით ვარჯიში

2016 წელს დაბადებულთა შორის :
🔷️​ანასტასია კახიძე
II- ​მრავალჭიდი
III- ​ ბურთით ვარჯიში
🔷️ ოლივია გელაზარიშვილი
II- ​მრავალჭიდი
​III - ბურთით ვარჯიში

​2017 წელს დაბადებულთა შორის:
🔷️ნინო ბულავინა
II- ​მრავალჭიდი
​III- რგოლით ვარჯიში
III-​უსაგნო ვარჯიში

2018 წელს დაბადებულთა შორის
🔷️ვიქტორია სიხარულიძე
III- ​მრავალჭიდი
III- ​უსაგნო ვარჯიში

მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტმენებსა და მწვრთნელს, აიდა ასატურიანს და მომავალ წარმატებას ვუსურვებთ!

10/05/2026

🥈დავით ძნელაძე (- 60კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

10/05/2026

🥉ლაშა შანთაძე (- 60კგ) კონტაქტურ კარატეში, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

10/05/2026

მინდია მგელაძე (- 60კგ) კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონია.

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 09/05/2026

კონტაქტურ კარატეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ საშეჯიბრო დღეს, 18 წლამდელთა ახალგაზრდებს შორის, აჭარის ნაკრების სახელით წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სასახლის სპორტსმენებმა.

🥇 გიორგი ძნელაძე (-60 კგ) - კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა.

🥉 ედგარ აბგარიანი (-65 კგ) და მალხაზ ქაჯაია (-70 კგ) - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

09/05/2026
Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 05/05/2026

მძლეოსნობაში გამართულ ახალციხის ღია პირველობაზე, წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სასახლის სპორტსმენებმა.

100 მეტრზე რბენში გამარჯვება იზეიმა ნიკა ვაშაყმაძემ 🏆🥇
ხოლო ვერცხლის პრიზიორი გახდა ალექსი ხარაზი 🏆🥈

300 მეტრ რბენში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა დიანა ბერიძე 🏆🥉

1000 მეტრ რბენში კი - საბა გოგიტიძე 🏆🥉

მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კახა ხომერიკს, კახა ვაჩეიშვილსა და ილია ვაშალომიძეს.

Photos from მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე's post 04/05/2026

თბილისი, ტაეკვონდოში, საქართველოს ღია ჩემპიონატს მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენების მონაგარი 3 ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია:

🥇ვიოლა ცეცხლაძე
🥇ზურა ხუნდაძე
🥇ანა ცეცხლაძე
🥈ეთერი ხაჟომია
🥈ზაზა კაკაჩია
🥈სანდრო ცეცხლაძე
🥈ბესარიონ კაკაჩია
🥉საბა ზოიძე

მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს, თემურ ღლონტს და მომავალ წინსვლას ვუსურვებთ მათ.

04/05/2026

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ბათუმის სპორტის სასახლის თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი, ოთარ ცანავა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
მისი სახელი მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

02/05/2026

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო დიდოსტატს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, სპორტის რაინდს სალომე მელიას, კვიპროსში გამართულ ფიდე-ს საბჭოს სხდომაზე, მიენიჭა ასოცირებული ორგანიზატორის ოფიციალური ტიტული.

ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Str. Leonidze 15
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00