ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული

Share

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრი

04/02/2026

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

🔹მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია - 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის

🔹სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია - 25-დან 30 წლამდე ასაკის ქალებისათვის

🔹სხვადასხვა პათოლოგიის ონკო-მარკერებით კვლევა

🔹ფილტვის კიბოს სკრინინგი - 50-დან 65 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისათვის

29/01/2026

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებს არ იღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

განცხადების მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი.

ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება.

განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები.

განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

• გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული - აფსაროსის მე-3 შეს. №22
• აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული - აეროპორტის გზატკეცილის №55
• სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული - დიდაჭარის ქ. №21
• კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული - კახაბრის ქ. №28გ
• აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული - დავით აღმაშენებლის ქ. №19ა
• ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძის ქ. №7
• ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ი. ჯავახიშვილის ქ. №70
• თამარის ადმინისტრაციული ერთეული - კონსტიტუციის ქ. №1
• ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული - გოგოლის ქ. №14
• ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული - ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა
• ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის ქ. №46
• რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის ქ. №8
• ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - ლუკა ასათიანის ქ. №37ა
• მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული - თამარ მეფის გამზირი №16

უსახლკარო პირთა და ოჯახთა სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, წესი და დამტკიცებული განაცხადების ფორმები იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/A1ivt

28/01/2026
22/01/2026

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვრიდან მარტის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზე:

▪️ აკაკი წერეთლის ქუჩა, იმედაშვილის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში - მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

▪️ იოსებ იმედაშვილის ქუჩა, წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით - მოძრაობა სრულად აიკრძალება

▪️ ბაქოს ქუჩა, შავშეთის ქუჩიდან საბაგირომდე მონაკვეთში - სავალი გზის მარცხენა ზოლში დროებით ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა იქნება.

აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება სულაბერიძისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთებისა და იმედაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და განათების სისტემის განახლებას. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთებზე არსებითად გაიზრდება სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობა.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

20/12/2025

🎄💫ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაიმართება.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება.

სადღესასწაულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ „საახალწლო სოფელში“ წარმოდგენილი იქნება ⁠სამეწარმეო და ⁠გასტრონომიული სივრცეები, გაიმართება მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი აქტივობა, კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

ახალ წელს ქალაქი საახალწლო გალაკონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.

🎄💫ღონისძიებების პროგრამა:

🎉20 დეკემბერი
17:00 - საბავშვო პროგრამა
19:30 - საბავშვო სტუდია „ზღვის შვილები“
20:00 - ნაძვის ხის ანთება
20:30 - ბენდი „ემოცია“

✨21 დეკემბერი
17:00 - საბავშვო პროგრამა
20:00 - ბენდი „ROAD RADIO“
20:30 - ნინო კახაძე, სანდრო კვაჭაძე, მარიამ ბოლქვაძე, ანა ლორთქიფანიძე
21:00 - DJ - ანრი ნაკაშიძე

🎊22 დეკემბერი
17:00 - საბავშვო პროგრამა
20:00 - ბენდი „ლა ფიესტა“
20:30 - ბენდი „PEAK FICTION“
21:00 - ბენდი „MOONLIGHT“

💫23 დეკემბერი
20:00 - ბენდი „ლა ფიესტა G SOUND“
20:30 - ბენდი „OCEAN DRIVE“
21:00 - DJ - თარაშ ტაკიძე

🎉 25 დეკემბერი
17:00 - საბავშვო პროგრამა
19:00 - „რანინა“ ბენდით
20:30 - ზვიად ბოლქვაძე ბენდით
22:00 - DJ - ჩიკი

✨26 დეკემბერი
19:00 - ბენდი „CATFISH“
20:00 - ბენდი „4 UP“
21:00 - ბენდი „დავით ევგენიძე და სოლო შემსრულებლები“
22:00 - DJ - რევაზ ზოიძე

🎊 27 დეკემბერი
19:00 - „THE HAPPINESS“
20:00 - „THE MEMBERS“
21:00 - ბენდი „ლათინო ორკესტრალი“
22:00 - DJ - ბექა კალანდაძე

💫 28 დეკემბერი
19:00 - ბენდი „JAZZ DO IT“
20:00 - ბენდი „HIT WAVE“
21:00 - ჯგუფი „რეგიონი“
22:00 - DJ - ნიკოლოზ ლომინეიშვილი

🎉 29 დეკემბერი
17:00 - საბავშვო პროგრამა
19:00 - ნანუკა ქარუხნიშვილი, სალომე ხარაბაძე, თათული კილაძე, ქუჩის ბიჭები, თემურ ყვითელაშვილი, თემურ თათარაშვილი, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, გია ნიკოლაძე, ბაიარ შაჰინი, შლომო, ლუკა ზაქარიაძე, ნატო თურმანიძე, ანი კეკუა, რუსა მორჩილაძე, გურანდა დოლიძე, ანრი გუჩმანიძე, გიორგი ნაკაშიძე, მზიკო ფარტენაძე, სოფია მეტა, ავთო აბესლამიძე, სანდრო კურცხალიძე, მარიტა ცეცხლაძე, სალომე მირიანაშვილი, ნონა კორიფაძე, ირაკლი კორიფაძე, აჩიკო ჯაიანი
22:00 - დათუნა სირბილაძე და აჩიკო ნიჟარაძე ბენდით

✨31 დეკემბერი
17:00 - საბავშვო პროგრამა
21:00 - საახალწლო მსვლელობა
23:00 - ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მანანა თოდაძე, კოტე ყიფიანი, თამარ გვერდწითელი, გიორგი სუხიტაშვილი, სულხან ჯაიანი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე, ბაჩო ნაკაშიძე. წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე
00:30 - DJ - ბენე

🎊 3 იანვარი
19:00 - ბენდი „WHY NOT“
19:30 - ბენდი „ასტეროიდი“
20:00 - ირაკლი ფაღავას ბენდი
21:00 - ბენდი „ნიუვანი“
22:00 - DJ - ნიკო გორგოშაძე

💫 4 იანვარი
19:00 - აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი, ალილო, ტრიო „გოგლაურა“, ნეკა სებისკვერაძე, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“, ბენდი „ქართული“
22:00 - DJ - ნიკო გორდელაძე

🎉 5 იანვარი
19:00 - ბენდი „კონიაკი“
20:00 - ბენდი „მაჭახელა“
21:00 - „LIVE-LIFE“
21:30 - ბენდი „მელომანიაკი“
22:00 - DJ – GOLDMAN

✨7 იანვარი
19:00 - ფორტე, „თეატრალურის კვარტეტი“, ჯგუფი „რერო“, თამუნა მიქელაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვაჟა ტუღუში, კვარტეტი „რანინა“, ნუგზარ ერგემლიძე, ლუკა ჭანიშვილი, თათული კილაძე
22:00 - კახაბერი და ხანუმები.

19/12/2025

🎄💫20 დეკემბერს, 20:00 საათზე, ერთად ავანთოთ ბათუმის მთავარი ნაძვის ხე.

🎉17:00 საათიდან ევროპის მოედანზე პატარებისთვის სადღესასწაულო განწყობას ანიმატორები შექმნიან. 19:30 საათიდან კი, საზეიმო კონცერტი გაიმართება.

🎄💫საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 20 დეკემბერს დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

Photos from ბათუმის მერია/Batumi City Hall's post 27/11/2025
24/11/2025

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში იწყება.

საჯარო განხილვები ეტაპობრივად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებები.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.

• ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://shorturl.at/ieO64

• საჯარო განხილვების გრაფიკი - https://shorturl.at/DLoWn

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №70
Batumi