სტუმრად გადაცემაში “ გიორგი თარგამაძის ფორმულა”
🟡 “ლელო” შეიქმნა გაერთიანებების და არა დაყოფის გზით.
🟡 “ლელო” არის დამოუკიდებელი პარტია, თუმცა მოვახერხეთ და ოპოზიციასთან შევინარჩუნეთ ჯანსაღი ურთიერთობა.
🟡 ხელისუფლებამ ხალხს ჩამოუყალიბა სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა ბინძურია. “ლელო” აუცილებლად შეცვლის ამ მიდგომას.
🟡 სიტყვის ფასს უნდა გავუფრთხილდეთ და რასაც ვიტყვით, შევასრულოთ.
🟡 პოლიტიკური დებატები უნდა ეხებოდეს საქმეს და არა ერთმანეთის კრიტიკას.
შენების მოძრაობა • აჭარა • Development Movement • adjara
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შენების მოძრაობა • აჭარა • Development Movement • adjara, Political organisation, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ქ. #12, Batumi.
სტუმრად გადაცემაში "დღის ამბები"
🟡 ელჩების განცხადება და პოლიტიკური მინიშნებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.
🟡 საფრთხეები და მძიმე პოლიტიკური შედეგები რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას შეიძლება მოჰყვეს.
🟡 აქ და ახლაა შესასრულებელი 8 მარტის შეთანხმება
8 მარტის შეთანხმების შესრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია
ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ქართველი მოქალაქე ისევე ფიქრობს, როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები - რომ ამ შეთანხმების შესრულება უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროცესების ნორმალურად განვითარებისთვის, ხოლო შეთანხმების შეუსრულებლობით ქვეყანა ძალიან სერიოზულ ჩიხში შევა. ამიტომაც იყო და არის საერთაშორისო ჩართულობა უპრეცედენტო როგორც 8 მარტის, ისე ამ შეთანხმების მომზადების პროცესში. ნაკლების ნახვა
სტუმრად გადაცემაში "დღის სტუმარი"
🟡 ხელისუფლების ნაცნობი რიტორიკა წინასაარჩევნოდ.
რუსეთი და დესტაბილიზაციის თემები, ნაცადი პრაქტიკა.
🟡 დღეს ხელისუფლების მთავარი მტერია
არა სიღარიბე, არა ოკუპაცია, არა პანდემია, არამედ ოპოზიცია.
🟡 ხელისუფლება ადგას რუსულ გზას. ამის ბევრი მაგალითია, მათ შორის, ანაკლიის პროექტი.
🟡 გიორგი გაბუნიას საქმე არის სახელმწიფოებრივი თემა. შეიძლება ასეთ დროს სხვა თემაზე ისაუბროს ხეილისუფლებამ?!
სტუმრად გადაცემაში “ბარიერი”
სტუმრად გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა"
🟡 ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საკითხთან და სხვა მსგავს მნიშვნელოვან თემასთან მიმართებაში სახელმწიფო უნდა დადგეს საჭირო სიმაღლეზე და უზრუნველყოს საზოგადეობის უსაფრთხოება და ინფორმირება.
🟡 არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დღეს ყველა ინფორმაცია არის სპეკულაცია.
"ლელო" კი ნებისმიერ დროს მზადაა არჩევნების მოსაგებად.
🟡 პრინციპულად მნიშვნელოვანია 15 ივნისისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ჯერი ხელისუფლებაზეა.
🟡 20 ივნისს "ლელო" იდგება სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან ერთად.
საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, საქართველო გაუთანაბრდეს იმ სტანდარტებს, რომელიც მიღებულია დემოკრატიულ სამყაროში. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საინტერესო და სასარგებლო პარტნიორი ევროპისთვის და ამერიკისთვის.
სტუმრად გადაცემაში "ღამის მთავარი"
🟡 საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი არის ევროპულ სტანდარტთან მიახლოებული, მაგრამ ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური, ენობრივი და სხვა უმცირესობების დისკრიმინაცია ხელისუფლებამ ვერ
აღმოფხვრა.
🟡 ადამიანი უმაღლესი ღირებულებაა. დემოკრატია კი მაშინაა მისაღები, როცა თითოეული ადამიანის უფლებაა დაცული, როცა უმრავლესობა ითვალისწინებს და იცავს უმცირესობის უფლებებს.
🟡 "ლელო" არის თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებს აყენებს, როგორც სახელმწიფოებრივ საკითხს.
"ლელოს" ხედვაში და პროგრამაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მოქალაქეების უფლებები და ინტერესები.
ამ ყველაფერზე საარჩევნო პროგრამაში დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ რადგან მეკითხებიან, ვპასუხობ:
„საეკლესიო ტყეების“ საკითხს „ლელოში“ მინიმუმ სამ პრიზმაში განვიხილავთ:
1. ტყე. სახელმწიფოს ხელში ტყე ჩვენს თვალწინ ნადგურდება. ვთვლით, რომ ტყის საუკეთესო მეპატრონეა ტყის კონკრეტულ მასივთან უშუალოდ დაკავშირებული მოსახლეობა, რომელსაც აქვს ტყის უპირატესი მოსარგებლის ბუნებრივი უფლება და რომელმაც თვითმმართველობისა და სახელმწიფო რეგულაციების საფუძველზე უნდა უპატრონოს კიდეც მას. ჩვენ, პირველ რიგში, მხარს ვუჭერთ ტყის შესაბამისი მასივების გადაცემას მუნიციპალურ და სასოფლო საკუთრებაში. მიგვაჩნია, რომ ეკლესია-მონასტრებს, ამავე პრინციპების საფუძველზე, შეიძლება გადაეცეს მათ ისტორიულ შემოგარენში არსებული ტყის ნაკვეთები.
2. არჩევნები და ეკლესია. არჩევნებამდე 6 თვით ადრე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, „საეკლესიო ტყეების“ საკითხის წამოწევით სახელმწიფოს სათავეში მყოფი მორიგი ხელისუფლება მორიგ ჯერზე ცდილობს წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაითრიოს საეკლესიო წრეები. ამისათვის ნაცად ხერხს მიმართეს და სწორედ წინასაარჩევნო თვეებში გააჩაღეს დისკუსია გადასაცემი ტყის ფართობებზე, პირობებეზე, ვადებზე და სხვა. ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ემსახურება ვიწროპარტიულ და კერძო ინტერესებს და არა ტყის, ეკლესიის და ქვეყნის ინტერესებს.
3. საეკლესიო ქონება. ეკლესია, როგორც სამოქალაქო ურთიერთობების სუბიექტი, ექვემდებარება ქვეყნის საერო კანონმდებლობას ქონებრივ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებში, მათ შორის, სახელმწიფოსგან მიღებული ქონების და დაფინანსების მიზნობრიობის მიმართულებით. თითქოს ეკლესიის საუკეთესო ინტერესებში უნდა იყოს ამ საკითხებში სამაგალითო გამჭვირვალობა, მაგრამ დღეს ეს არ ხდება არც ეკლესიის კეთილი ნებით და არც სახელმწიფოს სუვერენული უფლებამოსილების განხორციელებით.
რაც შეეხება უმცირესობებს:
1. დაცვა. განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად.
2. ქორწინება. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე.
სტუმრად გადაცემაში "360 გრადუსი"
🟡 "ლელო" არის მიზიდულობის ცენტრი, გულანთებული ადამიანების ორგანიზებული ძალა, რომელიც გაუძღვება ქვეყანას.
🟡 "ლელოს" ფორმულაა, რომ მისი წარმატება იყოს ქვეყნის წარმატება.
🟡 "ლელოს" კარი ღიაა პროფესიონალი პატრიოტებისთვის, ვინც მზადაა ქვეყნის უკეთესად სამართავად.
🟡 "ლელო" შეასრულებს მაკონსოლიდირებელ როლს იმიტომ, რომ მეტია, ვიდრე პარტია.
სტუმრად გადაცემაში “კვირის ინტერვიუ“
🟡 ჩვენ გვჭირდება საქმეზე და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკოსები. ასეთ გუნდს კრებს “ლელო“
🟡 საარჩევნო ოლქები, “ლელოს“ კანდიდატები" და თანამშრომლობა ოპოზიციასთან.
🟡 ცვლილებები 30 წლის წინ გამოცხადებული საქართველოსთვის.
სტუმრად გადაცემაში "დღის ამბები"
🟡 "ლელოს" როლი, გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და საარჩევნო გზა.
🟡 "ლელოს" ამოცანაა საზოგადოების გაერთიანება, კეთილდღეობა და სიახლეების შემოტანა პოლიტიკაში.
🟡 8 მარტის შეთანხმების შესრულებით ამომრჩეველმა პარლამენტში უნდა დაინახოს მისთვის სასურველი ძალა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
ნიკოლოზ ბარათაშვილი, ქ. #12
Batumi
6010
