ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

Share

ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატის საჯარო სკოლა

06/03/2026
Photos from ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა's post 19/02/2026

2026 წლის 18 თებერვალს ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო"-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში.
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სახელმწიფო სერვისების შესახებ.
🔹 განხორციელებული აქტივობები:
მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ შემდეგ პროცედურებს:
🚗 სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია
(ავტომობილის საექსპერტო შემოწმება/დათვალიერება, სარეგისტრაციო სივრცე)
🪪 მართვის მოწმობის გაცემის პროცედურა
თეორიული გამოცდის სივრცე (მოსწავლეებმა თავადაც სცადეს ტესტის გავლა)
პრაქტიკული გამოცდის I და II ეტაპის საგამოცდო ტერიტორიები
🏢 სტრუქტურული ერთეულის დათვალიერება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს სხვა სერვისების შესახებ.

📚 დასკვნა
აღნიშნული ვიზიტი იყო მეტად საინტერესო და სასარგებლო მოსწავლეებისთვის. მათ მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, გაეზარდათ სამოქალაქო ცნობიერება და უკეთ გაეცნენ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პრინციპებს.
მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციასა და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას.

Photos from ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი's post 12/02/2026
Photos from ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა's post 05/02/2026

4 თებერვალი - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!”

კითხვის დღესთან დაკავშირებით 4-ე კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ და საბავშვო ლიტერატურის შედევრები განიხილეს.
დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარიამ კაკაბაძე

Photos from ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა's post 05/02/2026

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა სასწავლო_შემოქმედებითი ღონისძიება (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მ.ზაქარაძე). მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გუნდები: მე_7ზ, მე_9დ, მე_9ე, მე_9ვ კლასები.
აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნების მოკლე ანოტაცია და რატომ ურჩევდნენ სხვას რომ წაეკითხათ.
ჟიურიმ ( მ.ღადუა და დ.ზოიძე) შეაფასა გუნდების აქტიურობა და გადასცა სიგელები აქტიური მონაწილეობისთვის.
ყველა აქტივობა იყო ცოცხალი, აზრიანი, შემოქმედებითი და ემოციური.

Photos from ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა's post 05/02/2026

სკოლის მოსწავლეები სტუმრად აჭარის უმაღლეს საბჭოში.

2026 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი თამარ სურმანიძისა და კლასის დამრიგებელი ნათელა ბერიძის ხელმძღვანელობით, პროექტის „ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში სტუმრობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
შეხვედრის დაწყებისას, ცოტნე ანანიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშვნა, რომ „ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“ — ეს ფრაზა კაცობრიობამ რთული ისტორიის პროცესში ჩამოაყალიბა, თუმცა ზუსტი საზღვარი ჯერ კიდევ განსახილველია.
მოსწავლეებმა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოისმინეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო და საერთაშორისო მექანიზმებზე, დღევანდელ გამოწვევებზე, მათ შორის ბულინგის წინააღმდეგ აქტივობებზე, ასევე საკანონმდებლო ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობა, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, გაეცნენ შენობის ისტორიას და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

Photos from ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა's post 16/12/2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაიმართა 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე.

თარიღი: 15 დეკემბერი
ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის
კონკურსში წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა:
დაჩი ბოჭორიშვილი – XI ზ კლასი
გოგა ფარტენაძე – XI ვ კლასი
ანა გოგელია – X -ი კლასი

პროექტს ხელმძღვანელობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის უფროსი ფიზიკის მასწავლებელი ზაურ გამიშიძე.
მოსწავლეებმა მოიპოვეს გრანპრი, I, II და III ადგილები.
ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით და 100-ლარიანი ვაუჩერით წიგნების მაღაზია „ლიბრა“-სგან.
ვულოცავთ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს!

Photos from ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა's post 20/11/2025

საქართველოს I2Q – ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამარჯვებული პროექტი
„მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირება კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის სასწავლო გეგმაში“
მიზნად ისახავს თანამედროვე AI ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების მხარდაჭერას აკადემიურ სივრცეში.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარება, რომლის მიზანია:
· ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ინტერესის განვითარება;
· მოტივირებული მოსწავლეების შეკრება და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფა;
· უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
· მომავალ აბიტურიენტებში STEM მიმართულებების პოპულარიზაცია;
· ინოვაციური და კვლევაზე ორიენტირებული სწავლის კულტურის შექმნა.
აღნიშნული ტრენინგების მიზანია სკოლის მოსწავლეები დაგეგმილი საქმიანობის წვდომით უზრუნველყოს, ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას და მათგანი მომავალში გახდეს ინოვაციური კვლევების, ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის განათლების მომხმარებელი და შემქმნელი.
ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის პროგრამის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის დეკანი

29/08/2025

გთავაზობთ, ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში, 2025 წლის 27 აგვისტოს მათემატიკაში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში, გამართული მისაღები გამოცდის შედეგებს.
მისაღები გამოცდით სკოლაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები, რომელთაც მიიღეს 10 ქულა და მეტი, ანუ 50%-ი და მეტი.
შედეგების სანახავად გადადით ბმულზე: http://pmc.edu.ge/tp6/1streginfo.php
გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად მშობელს წარმოსადგენი აქვს დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
საგამოცდო დავალება შედგებოდა 10 ამოცანისაგან. 3-ერთ ქულიანი, 4- ორქულიანი და 3 - სამქულიანი
დავალების დასაწერად მონაწილეებს მიეცათ 2 საათი და 30 წუთი;
გამოცდის შედეგების სააპელაციო განცხადებები მიიღება 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected]
იხილეთ აპელაციის განაცხადის ფორმა:http://pmc.edu.ge/skola/css-admin/css-admin/upload/apelacia2025august.pdf

26/08/2025

📣 მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება 2025 წლის 27 აგვისტოს.
✔︎მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასები - 27 აგვისტოს (რეგისტრაცია გამოცდაზე დაიწყება 10:00 სთ-ზე).

⚑ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება სკოლის შენობაში, მისამართი: ქ. ბათუმი, სვიშევსკის ქ. N1 (გარადოკის დასახლება).
მისამართი იხილეთ რუკაზე: https://goo.gl/maps/Cs9feTuZnWAuTYRE6
↪︎ გამოცდაზე მოსწავლეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.
დავალების სტრუქტურა:
↪︎ საგამოცდო დავალება შედგება 10 ამოცანისაგან, გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
↪︎ დამხმარე მასალის, საათის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანის შემთხვევაში (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში) გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
↪︎ მშობლებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ შემდეგი წესები:
1. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს საწერი კალამი და წყალი პლასტმასის ბოთლით;
2. მშობელი არ დაიშვება საგამოცდო ტერიტორიაზე;
სსიპ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.
გისურვებთ წარმატებებს!

სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა 14/08/2025

📝 ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში.

✔ მისაღები ადგილების რაოდენობა: მე-7 კლასი - 5 მოსწავლე, მე-8 კლასი -5 მოსწავლე, მე-9 კლასი - 5 მოსწავლე, მე-10 კლასი - 5 მოსწავლე, მე-11 კლასი - 5 მოსწავლე.
✔ მისაღებ გამოცდაზე მონაწილეობის უფლება აქვთ:
მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთა ბაზაში და 2024-2025 სასწავლო წელს შესაბამის კლასში მათემატიკაში წლიური ნიშანი აქვს 8 ქულა ან მეტი. სკოლაში მოსწავლეთა მიღება განხორციელდება მათემატიკის გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.

✔ მისაღები გამოცდებისათვის ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 14 აგვისტოდან და გაგრძელდება 25 აგვისტოს ჩათვლით.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული-
http://pmc.edu.ge/tp6/1streginfo.php

მისაღები გამოცდები მათემატიკაში ჩატარდება 2025 წლის 27 აგვისტოს.

სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, lepl batumi 6 physics-matematical public school, public school, საჯარო სკოლა, განათლება, სწავლა, ონ...

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


ფიროსმანის ქ. №5
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00