აჭარის მთავრობა / Government of Ajara

აჭარის მთავრობა / Government of Ajara

Share

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური გვერდი

Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 03/06/2026

ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ინვესტორი კომპანიების - ,,არქისა“ და „ნექსთის“ დამფუძნებლები, ასევე Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში.

მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში თანამედროვე ტურისტულ, საცხოვრებელ და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს და როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ პროექტს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ აჭარა სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის ცენტრი და მზად ვართ თითოეულ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპლექსი მოიცავს სასტუმრო, საკონფერენციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.

სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანია Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის, Swissôtel-ის სახელით განხორციელდება. Swissôtel Accor-ის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

საზეიმო ცერემონიის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინვესტორებმა პროექტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

03/06/2026

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონია

Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 03/06/2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამ მასშტაბურ სპორტულ დღესასწაულს - საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. დღეს უკვე არაერთი გუნდი და სპორტული ორგანიზაცია ირჩევს საქართველოსა და აჭარას სპორტული შეკრებებისა და მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ჩასატარებლად.
დარწმუნებული ვარ, ფესტივალი ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება, მისცემს მათ შესაძლებლობას შეიძინონ ახალი მეგობრები, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტად ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. ასევე გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.

ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ახალგაზრდებისთვის, რათა კონკურენტულ გარემოში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ სპორტული გამოცდილება.

Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე, შეუერთდა. იგი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის ბულვარში გამართულ ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი სამი ინკლუზიური განათლების ცენტრის 40-მდე მოსწავლისა და მათი თანატოლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები.

სოფიო ბაკურიძე ასევე აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ - არქიტექტურულ კომპლექსში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა მოეწყო.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებშიც. სოფიო ბაკურიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, სადაც პატარებისთვის სპეციალური გასართობი და სადღესასწაულო პროგრამა მოეწყო.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, ხატვისა და ფოტოზონები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები, ანიმატორები და მულტფილმების პერსონაჟები ზრუნავდნენ. სადღესასწაულო პროგრამა მოიცავდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და მრავალფეროვან კულტურულ - შემეცნებით ღონისძიებებს.

01/06/2026
Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 31/05/2026

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო.

პროფესიული დღე პოლიციელებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 31/05/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და განვითარების პრიორიტეტები განიხილეს; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აჭარის მთავრობისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ბათუმის სანაპირო ზოლი და მიმოიხილეს ზღვისპირა ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.

მხარეებმა განიხილეს საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და ურბანული განვითარების მიმართულებები. საუბარი შეეხო ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციას, არდაგანის ტბის ტერიტორიის განახლებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბათუმში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტებს. დეტალურად იქნა განიხილული მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც ბათუმში, ისე მაღალმთიან აჭარაში.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონში. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ ბათუმის ბულვარისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. დავათვალიერეთ არდაგანის ტბის ტერიტორია, სადაც დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვგეგმავთ „მაგნოლიის“ პროექტის მოწესრიგებასაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს; აქტიურად გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების, სკოლების, რაგბის მოედნებისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება აჭარის ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


9, Gamsakhurdia Str
Batumi
6100