𝒯𝒶𝓉𝑜 • თათო

𝒯𝒶𝓉𝑜 • თათო

Share

ცხოვრება იმად ღირს, რომ იბრძოლოთ ☻

12/07/2024

ბითლსებით ინსპირირებულებს შემოგვეპერფორმანსაა😂

მონიტორინგზე გასულებს უცებ ასეთი სახალისო პერფორმანსი გამოგვივიდა💜
ასე ხდება, როცა საინტერესო ადამიანებთან ერთად შეუდგები საქმეს,
და ახლა უკვე შემიძლია ვთქვა,
ასე ხდება, როცა ასეთი მეგობრები გყავს გვერდით💜🥰

ძალიან მნიშვნელოვან დღეს სილაღე და ისტორიული კადრი დაემატა💜🥰

მადლობა🙏

მიყვარხართ🫰🏼

24/05/2024

“ჩემო კარგო ქვეყანავ აღარ მოგიწყენია”!
ჩვენი✊🏼ბრძოლის და შრომის დასავლურ შედეგს გილოცავთ🥳

Photos from 𝒯𝒶𝓉𝑜 • თათო's post 21/03/2024

ჩემი საოცარი მეგობარი გიო, რომელიც ადამიანების წინაშე დაუნის სინდრომის ირგვლივ არსებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს: მარტივად ადაპტირდება სიახლეებზე, საოცრად კომუნიკაბელური, მხიარული და ყურადღებინია🥰🌸
გიოს პიროვნების ფორმირებაში უდიდესი წვლილი ოჯახის აქტიურ ჩართულობას მიუძღვის.
გიო არის კარგი მეგობარი, მეზობელი, მოსაუბრე; უხარია სხვისი სიხარული და სწყინს სხვისი სატკივარი.
ძალიან მინდა ჯანსაღ გარემოში იცხოვროს, რათა მისი შესაძლებლობის რეალიზება მოახერხოს🥰


27/02/2024

როცა სოციალურ პასუხისმგებლობაზე მომიწევს საუბარი, სიამაყით მოვყვები ამბავს,
მეზობლებზე,
რომლებმაც ეტლითმოსარგებლე თათოსთვის, ჯერ თათოს მამიკოს დაეხმარნენ ეზოს ტროტუარის გაადაპტირებაში და მუდმივად ერთმანეთს აფრთხილებენ მანქანების ისე დაპარკინგებაზე, რომ ხელი არ შეეშალოს თათოს🌸💜
შემდეგ, კი სადარბაზოს კარზე ასეთი პანდუსიკი მიადუღაბეს.


ბევრ გამოწვევაზე ვამბობთ:
-ეს კომპლექსურია, ასე მარტივად არ მოგვარდება! რა თქმა უნდა, ასეთები მრავლად არსებობს... მაგალითისთვის - ამავე კორპუსის კიბე, რომელიც ძალიან დიდი ბარიერია ჩემთვის.
მაგრამ არსებობს დაბრკოლებები, რომელთა მოგვარებაც ასე - მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების ადამიანების დახმარებით გადაიჭრება🫱🏻‍🫲🏽🫶🏼

მინდა მრავლად გვყავდეს ადამიანები როგორებიც ჩემი მეზობლები არიან 🥰🌸

გჯერათ, რომ კონკრეტულად ვინ გააკეთა, არ ვიცი ?
#კარგიმეზობლები
#მაღალისოციალურიპასუხისმგებლობა

19/12/2023

#შინევროპისკენ!
გილოცავთ 🎉🇬🇪🇪🇺

27/11/2023

Come back to life... 🩷🌸

თანდათან ვცდილობ დავუბრუნდე ცხოვრებას...
ცხოვრებას, რომელშიც მოქმედი პირი ვარ, პასუხისმგებლობა მაქვს, გადაწყვეტილებებს ვიღებ, ვზრუნავ, ვქმნი ანუ ვგრძნობ, რომ ნამდვილად ცოცხალი ვარ.
ჩემი დღე მხოლოდ
წამლებით,
შეხვევებით,
ნემსიდან ნემსამდე აღარ შემოიფარგლება. ჩემმა გოგონებმა, რომლებზეც შემდეგ უფრო ვრცლად მოგიყვებით, შეძლეს აუტანლად მომაბეზრებელი დღის რუტინის დარღვევა, რომელიც 2 წელი გაგრძელდა, ფაქტობრივად სრულ უძრაობასა და უქმნადობაში!
ბავშვები ნამდვილად არიან ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი მოტივაციის, საკუთარი საჭიროებისა და შესაძლებლობების დანახვისა.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი გოგონების დედიკოებს, რომლებმაც ჯერ კიდევ, გაბრუებულ(რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ეს სიტყვა, ამაზე უფრო კულტურული და შინაარსობრივად ახლოს მდგომი სიტყვა რომელია ?!) თათოს მანდეს უსუსური ბაიები 🥺 ორი წლის შემდეგ, პირველად ამ ნდობამ გამომაფხიზლა - აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტოს, ერთი ხელითა და ერთი ფეხით შემეძლო ორი ეტლის დარწევა, ატირებული ჩვილების დამშვიდდება და უდიდესი პასუხისმგებლობის აღება. შემდეგ იყო რძის და ფაფის მომზადება - ყველაზე სასიამოვნო პროცესი,
რომელიც
თავდაჯერებულს,
ლაღს და
ბედნიერს მხდიდა.
ამ პაწაწუნა ქალებზე ზრუნვამ ისე გამათამამა, სახლის საქმეებზე გავბედე გადასვლა - ... თანდათან ვიხსენებდი რა შეეძლო თათოს წლების წინ და ხშირად ჩემს თავზე მეცინებოდა - მე-4 კლასელმა თათომ აჯიკა გააკეთა და ის არაფრად ჩაუგდია და ახლა სახლს რომ ხვეტს ის უხარია მეთქი, მაგრამ ეს პროცესი ჰგავდა დიდი ხნის სიბნელეში🌑 ყოფნის შემდეგ მზის სხივების ☁️🌥️⛅️🌤️ხილვას- ერთიანად, რომ ვერ ახერხებ თვალის🫣 გასწორებას სიკაშკაშისთვის, თანდათან ახელ თვალს და ეგუები სასიცოხლოდ მნიშვნელოვან სინათლეს☀️...
დაახლოებით 2 წელი, ცოტა მეტიც, ამ მოცემულობას ვჯერდებოდი, მაგრამ გარემომ და უპირველესად ჩემმა ოჯახმა, მეგობრებმა მიბიძგეს, რომ მხოლოდ სახლში ვერ ვიქნებოდი 🥰
ბევრი ფიქრის, შიშის, ორჭოფობის და ჩემი მეგობრის Tomaს ,,ძალმომრეობით" გარეთ გასვლა დავიწყე საქმიანი იმიჯით :))
და ახლა ვარ ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაში, სადაც განსხვავებული ხასიათისა და ხედვების, მაგრამ საერთო ღირებულებების მქონე ადამიანები ვართ, რომელთა მთავარი მიზანი შშმ პირებისთვის ღირსსული, ადაპტირებული და ინკლუზიური, გარემოს შექმნაში ხელშეწყობაა.
ამ ეტაპზე ამ ფუსფუსა ხალხთან პატარა ჭანჭიკად ყოფნაზე უკეთესს საკუთარ თავს ვერაფერს გავუკეთებ🫶🏼.
ახლაც და შემდეგშიც იგივე ღირებულებებით, შემართებით და ენერგიით მინდა გავაგრძელო ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებსა და კეთილდღეობაზე მუშაობა .❣️☀️

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


Batumi