საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia

Share

Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia - Legal Entity of Public Law - Maritime Transport Agency

Maritime Transport Agency (MTA) under the auspices of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia represents the National Maritime Authority, responsible for the effective implementation of organizational and legal instruments in the maritime field derived from national and international requirements covering the following areas:

· Regulation of Georgian maritime sector by ens

08/06/2026

️ 🇬🇪 საქართველო უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო პლატფორმაზე

🚢 ახალი შესაძლებლობები სანავსადგურე ინფრასტრუქტურაში
🤝 შეხვედრები უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო კომპანიებთან
👨‍✈️ ქართველი მეზღვაურების კონკურენტული უპირატესობების წარმოჩენა
🌍 საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება გლობალურ საზღვაო სივრცეში

Photos from საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia's post 05/06/2026

⚓🌍 საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ, საერთაშორისო გამოფენა-კონფერენცია Posidonia 2026-ის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის წამყვანი გემთმფლობელი, გემების მართვისა და ეკიპაჟების დაკომპლექტების სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან.

🤝 შეხვედრების მთავარი თემა ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება და ქვეყნის საზღვაო ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა იყო.

⚓ ივანე აბაშიძე შეხვდა Conbulk Shipmanagement-ის წარმომადგენლებს, სადაც მხარეებმა განიხილეს ქართველი მეზღვაურების კომპანიის ფლოტში დასაქმების პერსპექტივები, ეკიპაჟების დაკომპლექტების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს, როგორც კვალიფიციური საზღვაო კადრების მნიშვნელოვანი წყაროს, პოტენციალი. შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო ბაზარზე მათი მაღალი რეპუტაცია.

🚢 სააგენტოს დირექტორმა ასევე შეხვედრა გამართა Bernhard Schulte Shipmanagement (BSM) -ის დირექტორთან სოფრონის თეოდოსიუსთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ეკიპაჟების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ქართველი მეზღვაურების დასაქმების არეალის გაფართოებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.

🌐 Posidonia 2026-ის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე Queensway Navigation-ისა და OceanGold Tankers-ის წარმომადგენლებთან. მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ეკიპაჟების მიმართ მზარდ მოთხოვნებზე, ქართველი მეზღვაურების დასაქმების პერსპექტივებსა და საზღვაო განათლებისა და პროფესიული მომზადების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

🛳შეხვედრების მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართველი მეზღვაურების მაღალ კვალიფიკაციაზე, პროფესიული მომზადების ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე. აღინიშნა, რომ ქართველი მეზღვაურები დღეს მსოფლიო საზღვაო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, სანდო და მოთხოვნადი პროფესიონალები არიან, რაც საერთაშორისო კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს განაპირობებს.

🇬🇪⚓🌍

Photos from საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia's post 05/06/2026

🔹საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ, Posidonia 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „Future Skills for Greener Ports: Scaling Up Certification and Workforce Capacity in the Blue Economy“ მიიღო მონაწილეობა.

🔹თავის გამოსვლაში ივანე აბაშიძემ აღნიშნა, რომ პორტების მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის წარმატება მხოლოდ ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურასა და რეგულაციებზე არ არის დამოკიდებული. მისი თქმით, თანამედროვე საზღვაო სექტორის მთავარი გამოწვევა ადამიანური კაპიტალის განვითარებაა, რადგან ნებისმიერი ინოვაცია საჭიროებს კვალიფიციურ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ ახალი ტექნოლოგიების მართვას, ტექნიკურ მხარდაჭერას, ზედამხედველობასა და მუდმივ გაუმჯობესებას.

🔹ივანე აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, თანამედროვე პორტებში დასაქმებულ პერსონალს უწევს ადაპტირება ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კიბერუსაფრთხოება, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და ალტერნატიული ენერგიის სისტემები. სწორედ ამიტომ, პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა იქცეს მუდმივ პროცესად, რომელიც ხელმისაწვდომი და პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული იქნება.

🔹გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა საერთაშორისო დონეზე უნარებისა და კვალიფიკაციების აღიარების მნიშვნელობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური საზღვაო ინდუსტრიისა და საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სერტიფიცირების სისტემა უნდა ემსახურებოდეს რეალური კომპეტენციების განვითარებას და არამხოლოდ დამატებითი ადმინისტრაციული მოთხოვნების შექმნას.

🔹პანელის ფარგლებში ივანე აბაშიძემ საქართველოს გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის, როგორც შავი ზღვის რეგიონისა და შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, პორტების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანური რესურსების გაძლიერებას. მისი განცხადებით, მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს წარმატებას, თუ მას არ ეყოლება შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე პროფესიონალები. სწორედ ამიტომ, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება წარმოადგენს მწვანე და მდგრადი საზღვაო სექტორის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას.

🔹ამავე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ნათია მიმინოშვილმა, რომელმაც ისაუბრა მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და საზღვაო-სანავსადგურე სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გამოწვევებზე. დისკუსიის ფარგლებში ყურადღება იქნა გამახვილებული BLUE PORTS პროექტის შედეგებსა და მის როლზე ნულოვანი ემისიების მქონე პორტებისთვის საჭირო უნარების განვითარებისათვის.

Photos from საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia's post 04/06/2026

⚓️საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენციის „Posidonia 2026“-ის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე რევაზ პატარაძე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა საბერძნეთის უმსხვილესი ლოჯისტიკური ჰაბის-პირეოსის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

🇬🇪🇬🇷შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის საზღვაო-სანავსადგურე მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რეგიონში მიმდინარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროცესები, აგრეთვე შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს შორის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

🌊განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარე პროექტებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს, მის მნიშვნელობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების, ტვირთნაკადების ზრდისა და რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიციონირების პროცესში.

🧭მხარეებმა ასევე იმსჯელეს საპორტო ოპერაციების ეფექტიანი მართვის, ინფრასტრუქტურის განვითარების, თანამედროვე ლოგისტიკური სისტემებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის საკითხებზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის საზღვაო სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.

Photos from საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia's post 03/06/2026

🇬🇪🤝🇵🇦Posidonia 2026-ის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ხოსე რაულ მულინოს შეხვდა.

⚓️მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო საზღვაო თანამშრომლობის განვითარების, საზღვაო სექტორში გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

🚢როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებას, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებასა და მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

🌍 ივანე აბაშიძის თქმით, სააგენტო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ქვეყნის საზღვაო სექტორისა და ქართველი მეზღვაურების ინტერესების მხარდაჭერის მიზნით.
——

🇬🇪🤝🇵🇦 As part of Posidonia 2026, the Director of the Maritime Transport Agency of Georgia, Ivane Abashidze, met with the President of the Republic of Panama, José Raúl Mulino.

⚓ During the meeting, the parties discussed strengthening international maritime cooperation, sharing experience and best practices in the maritime sector, and enhancing professional ties.

🌍 Such high-level meetings contribute to the stronger international positioning of Georgia’s maritime sector, the expansion of strategic partnerships, and the creation of new opportunities for cooperation with leading representatives of the global maritime industry.

🚢 The Maritime Transport Agency of Georgia remains committed to active cooperation with international partners in support of the development of the country’s maritime sector and the interests of Georgian seafarers.

Photos from საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia's post 03/06/2026

⚓საერთაშორისო საზღვაო გამოფენა - კონფერენციის – Posidonia 2026-ის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ Columbia Shipmanagement-ის ფლოტის ეკიპაჟების უფროს საკრუინგო მენეჯერთან (Senior Crewing Fleet Manager) სპიროს კაზაზისთან შეხვედრა გამართა.

🛳შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების პერსპექტივები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და Columbia Shipmanagement-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე ქართველი მეზღვაურების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების საკითხები განიხილეს.

🧭შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვალიფიციური ქართველი მეზღვაურების საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას, საზღვაო განათლებისა და მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ეკიპაჟების დაკომპლექტების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

🔹დიალოგის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, ქართველი მეზღვაურების კარიერული შესაძლებლობების გაფართოებისა და ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარების საკითხებს.

🔹შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ნათია მიმინოშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსი დავით ჯინჭარაძე და საქართველოს დესპანი საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით ჯალაღონია.

Photos from საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia's post 03/06/2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ათენში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენცია—POSIDONIA 2026-ში მონაწილეობს.

POSIDONIA მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ საზღვაო სექტორის ლიდერებს, გემთმფლობელებს, საზღვაო ადმინისტრაციებს, ნავსადგურებს, საზღვაო ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საერთაშორისო პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების მიმართულებებს, ქართული დროშის შესაძლებლობებს, ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ქვეყნის მზარდ როლს საერთაშორისო და რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში.

ასევე იგეგმება სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრები მსხვილი გემთმფლობელი კომპანიების და მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების, საზღვაო განათლების და პროფესიული განვითარების საკითხების განხილვის და საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის, საერთაშორისო პოზიციების შემდგომი განმტკიცებისა და განვითარების მიზნით.

01/06/2026
Photos from საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia's post 29/05/2026

🔹საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე ქართველ მეზღვაურებს შეხვდა, რომლებმაც სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარეს და კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის კვალიფიკაცია მოიპოვეს.
🔹შეხვედრის ფარგლებში ივანე აბაშიძემ მეზღვაურებს პროფესიული წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ცოდნა, გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
შეხვედრა აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა განიხილეს შორეული ნაოსნობის პრაქტიკული საკითხები, საზღვაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ტექნიკურ ოპერაციებთან დაკავშირებული გამოწვევები.
🔹საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარებისა და მათი გლობალურ საზღვაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
💬„მეზღვაურები ქართული საზღვაო ინდუსტრიის საყრდენ ძალას წარმოადგენენ. სწორედ მათი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გამოცდილება განაპირობებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, სანდო და ღირსეულ პოზიციონირებას საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებაში“, — აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
👨‍✈️საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ კაპიტნის წოდება მიენიჭა:
⚓️ვაჟა მალაყმაძეს
⚓️მინდია ვარშანიძეს
⚓️გიგა სარჯველაძეს
👨‍🔧 ხოლო უფროსი მექანიკოსის წოდება მიენიჭა
⚙️ჯუმბერ ბერიძეს
⚙️უჩა დარჩიძეს
🔹საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აგრძელებს ქართველი მეზღვაურების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საზღვაო კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


50 Baku Street
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00