აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

Share

www.AjaraHeritage.ge - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში და არის მისი უფლებამონაცვლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

01/06/2026

🔹️აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრე / Gonio-Apsaros Fortress

Photos from აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო's post 01/06/2026

🔹️დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

🔹️ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით აქტივობებში, დაესწრნენ თოჯინური სპექტაკლის ჩვენებას, შეხვდნენ საბავშვო მწერალს ქალბატონ სოფია ბარშოვას, რომელმაც პატარები წიგნების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა, გაუზიარა საინტერესო ისტორიები და საჩუქრად საავტორო წიგნები გადასცა.

🔹️ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად შეუერთდა.

🔹️მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერაქციული და შემოქმედებითი აქტივობებით კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივებას და მუზეუმ-ნაკრძალების, როგორც საგანმანათლებლო სივრცეების პოპულარიზაციას.

გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრე / Gonio-Apsaros Fortress

Photos from აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara's post 28/05/2026
25/05/2026
22/05/2026

🔹️ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად გრძელდება. დასრულდა სამხრეთ ფასადის ვიტრაჟების რესტავრაცია, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს ტაძრის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს.

აჭარის ტელევიზია • Ajara TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი

18/05/2026

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა!

🔹️ამ დღის აღსანიშნავად სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული პეტრასა და გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში შესვლა უფასო იქნება.

🔹️მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს.

#მუზეუმებისსაერთაშორისოდღე

11/05/2026

🔹️პეტრას ციხის ტერიტორიაზე სამეურნეო ნაგებობის საკონსერვაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პეტრას ციხე-სიმაგრე / Petra Fortress

Photos from აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო's post 06/05/2026

🔹️აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით დასრულდა ქ.ბათუმში, კ. გამსახურდიას N36-ში მდებარე შენობის აივნების რეაბილიტაცია.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე ზ. გამსახურდიას ქუჩა N9-ში მდებარე შენობის შუშაბანდს.

აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავდა შენობის სტრუქტურული მდგრადობის გაუმჯობესებასა და მისი არქიტექტურული ელემენტების აღდგენას.

#კულტურულიმემკვიდრეობა2026

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


N4 Gudiashvili Stereet
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00