მიხეილ ართმელაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის IV მოწვევის საკრებულოს წევრი, გონიო-კვარიათისა და ადლია-აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატი:
„საკრებულოში ჩემი საქმიანობის უმთავრეს მიზანს თანაქალაქელების ინტერესების გათვალისწინება და ერთობლივი ძალისხმევით მათი პრობლემების მოგვარება წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, პანდემიის გამო, სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მოგვიწია საქმიანობა, ჩვენი ქალაქის და მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ მიმართული არა ერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, ჩემს სამაჟორიტარო უბანში, სადაც შევძელი ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მოქალაქეებს პრიორიტეტულად მიაჩნდათ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ვცდილობდი, თითოეული თქვენგანის გასაჭირი გულთან ახლოს მიმეტანა და გამეზიარებინა, ერთად დაგვეძლია პრობლემები. ვთვლი, რომ დღეს, როცა ბათუმის საკრებულოში ჩემი საქმიანობის ვადა იწურება, თქვენი სახით უამრავი თანამოაზრე და მეგობარი შევიძინე. თქვენთან ურთიერთობა და ჩემი თანადგომა თქვენდამი მომავალშიც გაგრძელდება და ასე იქნება მანამ, სანამ სიკეთის კეთების უნარი და საშუალება შემწევს.
2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, უკეთესი ბათუმისთვის მხარი დაუჭირეთ „ქართული ოცნების“ ქალაქის მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს და თქვენი უბნის მაჟორიტარ კანდიდატს მამუკა კაკაბაძეს!
პირადად მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ოთხწლიანი თანამშრომლობისთვის“.
მიხეილ ართმელაძე mikheil artmeladze
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მიხეილ ართმელაძე mikheil artmeladze, Batumi.
29/08/2021
პროექტი KFW-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლოსთვის დასრულდეს სხვა მიმდინარე პროექტები, ასევე დაიწყება მე-5 ფაზა, რაც ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ ბათუმს ჰქონდეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
28/08/2021
28/08/2021
24/08/2021
1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა
159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.
16/08/2021
16/08/2021
დღეს ისტორიული და საეტაპო დღეა ბათუმის განვითარებისთვის. დღეიდან იწყება ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ეს იყო ჩვენი დაპირება ბათუმელებისა და ბათუმის გულშემატკივრების მიმართ. ბათუმი აუცილებლად იქნება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, ჩვენს ტრადიციებსა დი კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული.
უკვე დასრულებულია ბულვარის განაშენიანების გეგმა. ჯამში, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდეს ისე, რომ დაცული იყოს თითოეული ბათუმელის და ბათუმის სტუმრის ინტერესი.
ჩვენ ამ დოკუმენტით გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარებას.
15/08/2021
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Telephone
Website
Address
Batumi
