ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Share

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

Photos from ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 02/06/2026

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს 2026 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამაში მიმდინარე ცვლილებები.

მოქმედი კანონმდებლობით, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება, დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მთლიანი ასიგნების 5%-ის ფარგლებში, გააჩნია ქალაქ ბათუმის მერს, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიასთან შეთანხმებით.

კომისიის წევრთა უმრავლესობამ განხილულ საკითხს მხარი დაუჭირა.

სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

Photos from ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 01/06/2026

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ბათუმში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, რომლებშიც ასობით ბავშვმა და მათმა მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებაში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ბავშვთა უფლებების, განათლების მნიშვნელობის, ოჯახური ღირებულებებისა და შემოქმედებითი განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

სადღესასწაულო აქტივობების მთავარი სივრცე ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი იყო, სადაც ბავშვებისთვის მოეწყო ატრაქციონების ზონა, თემატური ფოტოკუთხეები, ფერადი დეკორატიული სახლები და ინსტალაციები, ალმებით გაფორმებული ხეივანი და სხვა გასართობი სივრცეები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საზეიმო კონცერტიც, ხოლო ცენტრალური პარკის კოლონადებთან, ღია ცის ქვეშ, მაყურებელს თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა მიეცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.

01/06/2026
Photos from ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 31/05/2026

ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა მიღება გრძელდება.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მიერ დასმული საკითხები განიხილეს.

მოქალაქეთა მიღებას ესწრებოდა აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში ირაკლი სანადირაძე.

მსგავსი შეხვედრები ბათუმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას, მათი საჭიროებების გაცნობასა და ოპერატიულად გადაწყვეტას.

30/05/2026

ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები ცენტრალურ პარკში გაიმართება.

11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში დელფინარიუმის მიმდებარედ მოეწყობა:

🔹 საბავშვო აქტივობების სივრცე;
🔹 თემატური ფოტო კუთხეები;
🔹სახის მოხატვის სივრცე;
🔹 ფერადი დეკორატიული სახლები და ინსტალაციები;
🔹 საქანელები და საბავშვო გასართობი თამაშები;
🔹 პუფებით მოწყობილი დასასვენებელი სივრცე;
🔹 ალმების ხეივანი და სხვა სადღესასწაულო დეკორაციები.

პატარების განწყობაზე იზრუნებენ მულტფილმის პერსონაჟები და ზღაპრის გმირები.

ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ადგილობრივი შემოქმედებითი სტუდიები, ქორეოგრაფიული და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები.

ასევე, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ცენტრალური პარკის კოლონადების მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ, მოეწყობა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების ჩვენება:

🔹12:00 -12:25 - „წითელქუდა„
🔹13:00 - 13:35 - „ოქროს წიწილა“.

გამონაკლისის სახით, 1-ელ ივნისს ბათუმის ზოოპარკი ორშაბათსაც იმუშავებს და ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის. ბათუმის ბოტანიკური ბაღი კი, საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ უმასპინძლებს.

გელოდებით 1 ივნისს ბათუმის ცენტრალურ პარკში, ერთად შევუქმნათ პატარებს დაუვიწყარი სადღესასწაულო განწყობა.

30/05/2026

ბათუმის ხელბურთის კლუბი „ბსბ“ ზედიზედ მეოთხედ, ხოლო ისტორიაში მეცხრედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

Photos from ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 29/05/2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე ბათუმში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „სპორტული მედიცინა ათლეტთა ჯანმრთელობისა და წარმატებისთვის“ დაესწრო.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა
და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

კონფერენციის ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის თანამედროვე ტექნოლოგიები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების წარმომადგენლები, ოლიმპიური ნაკრებების ექიმები და სპორტული მედიცინის სფეროს სპეციალისტები.

Photos from ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 29/05/2026

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ 17 საკითხზე მიიღეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. აღნიშნული ცვლილებით განკარგულებით დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო უძრავ ობიექტთა ნუსხას და უძრავი ქონების პრივატიზების გეგმას დაემატა ორ-ორი ობიექტი.

ცვლილება განხორციელდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 5 მარტის დადგენილებაში. კერძოდ, ცვლილების შესაბამისად, 2027 წლის 01 იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაშვებული იქნება ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქ. ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე - ელექტრო ტრანსპორტის (მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტრო სკუტერის) გადაადგილება.

საკრებულოს გადაწყვეტილებები ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://batumicc.ge/ka/news/461

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ლუკა ასათიანის 25
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00