აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Share

Ministry of Agriculture of Ajara Autonomous Republic

Photos from აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 28/05/2026

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2027–2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ, სამინისტროს ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

2027–2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტყის რესურსების გაუმჯობესებისთვის საჭირო მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა. დოკუმენტი ორიენტირებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებისა და ტყის მდგრად მართვაზე.

სამინისტრო 2027 წელს 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას განახორციელებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, 2026 წელთან შედარებით, 14%-ით იზრდება და 46 640 280 ლარით განისაზღვრება.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 26/05/2026
26/05/2026
Photos from აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 25/05/2026

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტები, ასევე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი და მისი თანამდევი საქართველოს კანონების პროექტები.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა ესწრებოდა.

გიორგი ფანცხავამ წარადგინა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებები ზემოაღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. მომხსენებელთან და კომიტეტთან შეთანხმებით კანონპროექტრებში შესაბამისი ცვლილებები აისახა.

კანონპროექტები სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

25/05/2026

✅პროგრამის ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდება ერთ სარწყავ არხს, საერთო სიგრძით 6,534 კმ.

✅მოვლა-შენახვის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ოთხ სარწყავ არხს, საერთო სიგრძით 41,569 კმ, რის შედეგადაც სარწყავი არხები სრულად გაიმართება.

✅2026 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში სრულად გამართული იქნება 5 სარწყავი არხი, საერთო სიგრძით 48,103 კმ.

Photos from აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 22/05/2026

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში მეკარტოფილე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მიმდინარე წელს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ფერმერებისთვის სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ კარტოფილის უვირუსო ქართული ჯიშის სუპერელიტური სარგავი მასალის გადაცემას უკავშირდებოდა და მიზნად ფერმერებისთვის აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაცნობასა და ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოების ხელშეწყობას ისახავდა.

პროექტის ფარგლებში სარგავი მასალა ფერმერებში გავრცელდა და კარტოფილის სარგავი მასალის წარმოებისთვის განკუთვნილ ნაკვეთებზე განთავსდა. ცენტრის სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ჯიში სერტიფიცირებული და გამოცდილია, მაღალხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისა, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი საპროდუქტე კარტოფილის მიღებას .

შეხვედრის ფარგლებში ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მიერ გადაცემულ კარტოფილის ჯიშებზე, სერტიფიცირებული მასალის წარმოებაზე, აგრობიოლოგიურ მახასიათებლებბზე, აგროტექნიკურ ღონისძიებებზე, დაავადებების მართვისა და მაღალმთიან პირობებში მოვლა-მოყვანის სპეციფიკის შესახებ.

შეხვედრას, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა, მირიან ქათამაძე, დარგის სპეციალისტები და მეკარტოფილე ფერმერები ესწრებოდნენ.

Photos from აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 21/05/2026

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დენის სალუქვაძე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით წარდგა.

„როგორც მთავრობის თავმჯდომარემ სამთავრობო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, ჩვენი გუნდის მიზანია, სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონული განვითარების, აგროტურიზმის, სასურსათო უსაფრთხოების, დასაქმებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცეს. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და კონკურენტუნარიანი აგროსექტორის ფორმირება. სწორედ ამიტომ, სამინისტროს პროგრამები სულ უფრო მეტად ორიენტირდება არა მხოლოდ პირველადი წარმოების მხარდაჭერაზე, არამედ ღირებულებათა სრული ჯაჭვის განვითარებაზე წარმოებიდან - გადამუშავებამდე, შენახვიდან - რეალიზაციამდე“- განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ.

გასულ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 86%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 11%-ით გაიზარდა და 40.9 მლნ ლარს შეადგენს. სამინისტრო ჯამში 16 პროგრამასა და 13 ქვეპროგრამას ახორციელებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2025 წლის წელს განახორციელა საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით, 7000-მდე ფერმერს გადაეცა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

8000-მდე ფერმერს, სხვადასხვა დარგის მიხედვით, საველე პირობებში ჩაუტარდა სწავლება კონსულტირება. მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს გადაეცა 2000 სკა.

ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტირებული იქნა 27 000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, რომლის ღირებულებამ 43 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე, გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც გაიცა 5 მილიონ ლარამდე სუბსიდია.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა 8 სარწყავ არხს, რამაც მომსახურება გაუწია 600-მდე ადგილობრივ მოსახლეს.

მებოსტნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შუახევის საჩითილე მეურნეობაში წარმოებული იქნა 300 000 ცალი ბოსტნეულის ჩითილი, რითაც ისარგებლა 10 000-მდე ფერმერმა.

150 ფერმერზე გაიცა მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნერგები, რომლებიც გაშენდა 36 ჰექტარ ფართობზე.

სამინისტრომ 2025 წელს ჯამში განახორციელა 16 პროგრამა და 13 ქვეპროგრამა, რომლითაც ისარგებლა 29 000-მდე ფერმერმა.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00