30/04/2026
🎉 1ა კლასის Khan Academy-ის წარმატებული კურსდამთავრებულები! 🌟
პირველი ნაბიჯები დიდ მეცნიერებაში, პირველი სიგელები და დიდი სიხარული. 🎓👏
1ა კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს პირველი კლასის კურსი ხანის აკადემიაში 📚💻
მათი შრომა, მონდომება და მუდმივი წინსვლა ნამდვილად დასაფასებელია 👏
მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი დიდი წარმატებების გზაზე 🌟
ვულოცავთ თითოეულ მათგანს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას! 💙
29/04/2026
ისტორია ცოცხლდება 28-ე საჯარო სკოლაში! 🇬🇪✨
სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ისტორიის კლუბ „მატიანეს“ პროექტი — „აჭარის ისტორიული ქარტეხილები“ — ბათუმის მერიის კონკურსის გამარჯვებულია! 🏆
ეს წარმატება არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლებამ, შემოქმედებითმა მიდგომამ და ისტორიის სიყვარულმა შექმნას მაღალი ღირებულების პროექტი.
📍 2026 წლის 27 აპრილს, ქ. ბათუმის №28 საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის დასკვნითი ღონისძიება, რომელმაც მაღალი პროფესიონალიზმითა და ემოციური სიღრმით წარმოაჩინა აჭარის ისტორიული გზა.
მოსწავლეებმა ისტორია წარმოადგინეს ცოცხალი და შთამბეჭდავი ფორმატით — 🎭 ინსცენირებები, 🎶 აჭარული სიმღერები და 💃 ტრადიციული ცეკვები იქცა იმ ხიდად, რომელმაც წარსული დღევანდელობასთან დააკავშირა.
🙏 განსაკუთრებული მადლობა ბათუმის მერიას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობაში ეროვნული თვითშეგნების, კულტურული ცნობიერებისა და ისტორიისადმი ინტერესის გაძლიერებაში.
👉ბათუმის მერია/Batumi City Hall
🌟 ღრმა პატივისცემით ვუხდით მადლობას ღონისძიების საპატიო სტუმრებს —
ზურაბ ცინცქილაძეს და ნუგზარ ერგემლიძეს, ასევე ბათუმის მერიის წარმომადგენლებს, რომელთა მხარდაჭერამ და თანადგომამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა.
✨ მადლობა თითოეულ მონაწილეს, მასწავლებლებს Xatuna Varshanidzeს და ია ბეჟანიძეს პროექტის მხარდამჭერებს — თქვენი შრომა და ერთგულება ამ წარმატების საფუძველია.
://www.facebook.com/ia.bejanidze
17/04/2026
✍️ კალიგრაფიის კონკურსი 1ა კლასში ✍️
ჩვენს პატარებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეჩინათ თავიანთი მონდომება, დახელოვნება და შრომისმოყვარეობა კალიგრაფიის კონკურსში 💛
თავდაპირველად დაგეგმილი იყო 3 გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა მონაწილეთა დიდი აქტიურობისა და შთამბეჭდავი ნამუშევრების გამო გადავწყვიტეთ, რომ 7 მოსწავლე დაგვეჯილდოებინა 🎉
ნამუშევრების შეფასება ხდებოდა ანონიმურად, რაც პროცესს უფრო სამართლიანსა და ობიექტურს ხდიდა.
ვამაყობთ თითოეული მოსწავლის მცდელობითა და მიღწევებით — თქვენი შრომა ნამდვილად დასაფასებელია! 👏💫
გილოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველას მომავალშიც! 🌟
Indira Beridze
#კალიგრაფიისკონკურსი #1კლასი