აჭარის არ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

აჭარის არ  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

Share

ჩვენი youtube არხი
https://www.youtube.com/channel/UC4lEvd_18wFghnACm721-dw კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის, არაფორმალური განათლების ცენტრი

18/03/2026

“განუსვენე უფალო სულსა მონისა შენისა”🙏
გისამძიმრებთ სრულიად საქართველოს!💔

საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

Photos from საბუნებისმეტყველო და სამეცნიერო-ტექნიკური შემოქმედების განყოფილება's post 08/03/2026

#აჭარისმოსწავლეახალგაზრდობისსასახლე
#შენიმომავალიიწყებააქ👇👇👇

07/03/2026

6.03.2026.
კინოკლუბი ,,ლოგოსი"
ხელ: ხათუნა მართალიშვილი.
დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თემაზე — „დედის სახე ქართულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კინოკლუბ „ლოგოსის“ ორგანიზებით გაიმართა ფილმის ჩვენება — „ოთარაანთ ქვრივი“.
ფილმი წარმოადგენს დიდი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციას. (რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი, დედა-ვერიკო ანჯაფარიძე).აღნიშნულ ფილმსა და ნაწარმოებში ავტორები განსაკუთრებული სიღრმითა და ემოციურობით გვიხატავს ქართველი გლეხი დედის სახეს — ღირსეულ, ამაყ და თავდადებულ ქალს, რომლის ცხოვრებაც მთლიანად შვილის სიყვარულსა და მის კეთილდღეობას ეძღვნება.
ოთარაანთ ქვრივის სახე ქართველი დედობის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა. იგი არის ძლიერი, შრომისმოყვარე და სულიერად მტკიცე ქალი, რომლის პიროვნებაში ნათლად იკვეთება ქართველი დედის შინაგანი ძალა, ღირსება და პასუხისმგებლობა შვილის მომავლის მიმართ.ჩვენებას ესწრებოდნენ ლიტერატურულ კლუბ ,,ზღვაურის" მოსწავლეები - (ხელ: ბელა ქებურია).
ფილმის ჩვენებამ მოსწავლეებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და მათში არაერთგზის ემოცია და მნიშვნელოვანი კითხვა გააღვიძა დედობის, ოჯახის და ადამიანური პასუხისმგებლობის შესახებ.
ჩვენების შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გააზიარეს. დისკუსია გაგრძელდება მომდევნო შეხვედრებზე ფილმისა და ნაწარმოების უფრო სიღრმისეული განხილვითა და მსჯელობით,რომელსაც წარუძღვება მწერალი, ფილოლოგი,პედაგოგი ბელა ქებურია.
ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ლიტერატურა და კინემატოგრაფია არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების, არამედ სულიერი ფასეულობების, ადამიანური სიყვარულისა და დედობის მარადიული მნიშვნელობის გააზრების მნიშვნელოვანი წყაროა.
#აჭარისმოსწავლეახალგაზრდობისსასახლე
#შენიმომავალიიწყებააქ👇👇👇

Photos from სასწავლო-საგანმანათლებლო და შემეცნებითი მუშაობის განყოფილება's post 07/03/2026

1.03.2026.
ლიტერატურული სალონი
ხელ: ეთერ კონცელიძე.
ლიტერატურული სალონის მოსწავლეებმა განსაკუთრებული სალონური შეხვედრა მოაწყვეს, მათი სტუმრები დედები იყვნენ.
ამ დღის აღსანიშნავად მოსწავლეები დედებს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მოეფერნენ. თითოეული ნომერი გულწრფელი სითბოთი, მადლიერებითა და სინაზით იყო გაჯერებული.შეხვედრაზე გაჟღერებულ ყოველ სიტყვასა და ბგერაში იგრძნობოდა ის დიდი სიყვარული, რომელიც შვილების გულებში დედების მიმართაა დავანებული. აუდიტორია სავსე იყო სითბოთი, სიამაყითა და ამაღელვებელი ემოციებით.
ღონისძიების დასასრულს დედიკოებმაც გამოხატეს შვილებისადმი განუსაზღვრელი სიყვარული თბილი, ემოციური წერილებითა და ლექსებით. მათ სიტყვებში ნათლად იკითხებოდა ბედნიერება, სიამაყე და ის განსაკუთრებული სიხარული, რომელიც ამ შეხვედრამ გამოიწვია. ეს დღე სიყვარულითა და მადლიერებით იყო გაჯერებული. იყო ცრემლებიც - ოღონდ სიხარულისა.
შეხვედრა დიდხანს დარჩება გულებში, როგორც სინათლით სავსე, თბილი და დასამახსოვრებელი მოგონება.
#აჭარისმოსწავლეახალგაზრდობისსასახლე
#აქსიყვარულია
#შენიმომავალიიწყებააქ
👇👇👇

Photos from ლიტერატურული ჟურნალი "ზღვაური"'s post 03/03/2026

#აჭარისმოსწავლეახალგაზრდობისსასახლე
#შენიმომავალიიწყებააქ👇👇👇

03/03/2026

#აჭარისმოსწავლეახალგაზრდობისსასახლე
#შენიმომავალიიწყებააქ👇👇👇

02/03/2026

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააწესა. მისი გადაწყვეტილება 1991წელს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
გილოცავთ გეორგიანნო ამ მადლმოსილ, ბედნიერებით აღსავსე დღეს, დედის სითბო და სინათლე არ მოგაკლოთ განგებამ!.🌸🌺🥀🌹

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


კ. გამსახურდიას ქ. N37
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00