აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara

Share

აჭარა ჯანმრთელი და სოციალურად დაცული ოჯახებით!

01/06/2026

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, აჭარის მთავრობის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას.

ახალი კლინიკა სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს. სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 პაციენტის ერთდროულად მიღებას შეძლებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.

Photos from აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara's post 01/06/2026

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, აჭარის მთავრობის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას.

ახალი კლინიკა სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს. სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 პაციენტის ერთდროულად მიღებას შეძლებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.

01/06/2026
30/05/2026

30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა.

არჩილ მგელაძე - აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის მოსარგებლე.

30/05/2026

30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან და ექიმ-ნევროლოგებთან.

გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა, რაც აღნიშნული დაავადების სიმბოლურ ფერად მიიჩნევა.

Photos from აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara's post 30/05/2026

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას - თავისა და ზურგის ტვინს. სამინისტრო აფინანსებს აღნიშნული დაავადების მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტურ მედიკამენტებს. პროგრამა მოიცავს მსოფლიოში აღიარებულ და საერთაშორისო გაიდლაინებით რეკომენდებულ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

„ჩემი გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი“ თემის ირგვლივ გამართულ შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. შეხვედრასა და დისკუსიაში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე და ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე.

,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე დაახლოებით 50 პაციენტის მკურნალობას, რომელთაც უზრუნველყოფილი აქვთ მკურნალობაზე სრული ხელმისაწვდომობა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მაღალეფექტური მედიკამენტების შესაძენად გამოყოფილია 4 300 000 ლარზე მეტი. ამასთან, გათვალისწინებულია პაციენტთა დამატებითი საჭიროებებიც - მიმდინარე წლიდან დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით ფინანსდება მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები. ასევე ხელმისაწვდომია სამედიცინო რეაბილიტაცია, დამხმარე საშუალებები და სხვა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პაციენტებისთვის შეთავაზებული სერვისების შედეგების განხილვა, დამატებითი საჭიროებების განსაზღვრა და ექიმ-სპეციალისტთა მოსაზრებების გაზიარება.

გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა, რაც აღნიშნული დაავადების სიმბოლურ ფერად მიიჩნევა.

საერთაშორისო დღის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის ხაზგასმა. საქართველო აღნიშნულ ინიციატივას საინფორმაციო კამპანიით 2018 წლიდან უერთდება.

30/05/2026

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.

ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა სამინისტროსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ბათუმში მიმდინარე მასშტაბური პროექტი მძლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც სამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას გააუმჯობესებს.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე, ასევე, გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

Photos from დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო's post 30/05/2026
Photos from აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara's post 30/05/2026

ბათუმში მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება გაზრდის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას და მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

პროექტის ფარგლებში, შენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი და N1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკა, ასევე ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.

ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების ცენტრსა და პოლიკლინიკაში დასრულებულია შენობების კონსტრუქციული ნაწილი. მიმდინარეობს ფასადის, ინტერიერის, საინჟინრო, სახანძრო და გათბობა-ვენტილაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები. რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოების პროექტის ფარგლებში კი დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილი და მიმდინარეობს შავი კარკასის მოწყობა.

სამედიცინო კომპლექსი იქნება თანამედროვე, სრულად ადაპტირებული და მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მორგებული იქნება როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

მამია კომახიძის 119
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00