19/05/2026
#კონკურსებიდავიქტორინები
დასრულდა დაწყებითი კლასების კათედრაზე მეოთხელკლასელ მოსწავლეებს შორის გამართული მათემატიკური კონკურსი ,,ვინ უფრო სწრაფი და გონიერია", რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება, არასტანდარტული და სააზროვნო ამოცანების სწრაფად და მობილიზებულად გადაჭრის უნარის სტიმულირება; ჯანსაღი კონკურენციის პირობებში საკუთარი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენა და თვითშეფასების ამაღლება.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექციამ დიპლომებით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა მათ, მომდევნო ესტაფეტებში.
19/05/2026
შიდასასკოლო კალათბურთის ტურნირი VIII დ და VIII ე კლასს შორის! მოსწავლეებმა ბრძოლისუნარიანობა, გუნდურობა და საოცარი ენერგია აჩვენეს.
მადლობა თითოეულ მოთამაშეს და ყველა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის! See les
19/05/2026
შიდასასკოლო კალათბურთის ტურნირზე მეშვიდეკლასელებს შორის I ადგილი მე-7 დ კლასმა მოიპოვა! მოსწავლეებმა ბრძოლისუნარიანობა, გუნდურობა და საოცარი ენერგია აჩვენეს. მადლობა თითოეულ მოთამაშეს და ყველა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის!
16/05/2026
#სსსმმოსწავლეებისჩართულობა
სსიპ ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლის VIII ბ კლასში ისტორიაში დაიგეგმა შემაჯამებელი გაკვეთილი თემებზე: ,,რეფორმაცია ევროპაში" და ,, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები."კლასში სწავლობს სსსმ მოსწავლე ნინი მგელაძე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ორივე თემაზე , სადაც ჩაერთო სსსმ მოსწავლე ნინი მგელაძეც, წარმოადგინა თავისი ხელით დამზადებული პრეზენტაცია და ისაუბრა საკითხზე - ,,რეფორმაცია ." მსოფლიო რუკის დახმარებით მოსწავლეებმა იმოგზაურეს მოგზაურთა მარშრუტებით. ნინიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში.
გეოგრაფიის მასწავლებელი თამარ თავბერიძე.
სპეც.მასწავლებელი მაია მიქელაძე
15/05/2026
#კონკურსებიდავიქტორინებირასადროდის
ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”.
თამაშში მონაწილეობდნენ VII-X კლასების მოსწავლეები. დღეს ჩატარდა ფინალური შეხვედრა, გაიმარჯვა X დ კლასის მოსწავლეებმა: გიორგი მეგრელაძემ, მარიამ ლომთაძემ და ხვიჩა ჩხუბაძემ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს!🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
14/05/2026
სასწავლო წლის ბოლოს საბუნებისმეტყველო კათედრის მიერ საბაზო საფეხურზე, დაიგეგმა პრაქტიკული და საექსპერიმენტო აქტივობები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.
საგნის მასწავლებლებმა შეარჩიეს ექსპერიმენტული ჯგუფები, რომლებმაც სასკოლო ლაბორატორიაში წარმოადგინეს სახალისო, მარტივი და შემეცნებითი ექსპერიმენტები. წარმოდგენილი აქტივობები მოიცავდა სხვადასხვა ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესის პრაქტიკულ დემონსტრირებას.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ექსპერიმენტების დაგეგმვის, ჩატარებისა და შედეგების ანალიზის პროცესში, რომელმაც ხელი შეუწყო მათი შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
ჩატარებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ,.
კათერდის ხელმძღვანელი მაგდანა ხაბაძე
12/05/2026
#პროექტიეროვნულიგმირები
📚🇬🇪 ისტორიის კლუბი „წარსულის ქრონიკები“ აგრძელებს პროექტს — „ეროვნული გმირები: წარსულის გაკვეთილები და დამოუკიდებლობის საძირკვლები“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების გაძლიერება, ეროვნული ღირებულებების გააზრება და იმ ადამიანების ღვაწლის წარმოჩენა, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.
📍12 მაისს პროექტის ფარგლებში გაიმართა ქართული კინოს შედევრის— ,,მონანიება”— ჩვენება და განხილვა. შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული სპეციალისტი, კინომცოდნე სოფიკო თოქმაჯიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს ესაუბრა ფილმის მხატვრულ და ისტორიულ მნიშვნელობაზე, პერსონაჟების შინაგან სამყაროზე, ეპოქის სირთულეებსა და იმ ფასეულობებზე, რომლებიც ფილმში განსაკუთრებული სიმძაფრით იკვეთება.
ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო და მრავალმხრივი დისკუსია, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს ფილმის მნიშვნელობის შესახებ.
10/05/2026
#პროექტიეროვნულიგმირები
📚🇬🇪 მე-18 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი „წარსულის ქრონიკები“ ახორციელებს პროექტს — „ეროვნული გმირები: წარსულის გაკვეთილები და დამოუკიდებლობის საძირკვლები“, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ და იმ ისტორიული პიროვნებების ღვაწლის წარმოჩენა, რომელთა თავდადებამ, ბრძოლამ და შეუპოვრობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
პროექტი აერთიანებს ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, რაც ახალგაზრდებში ისტორიისადმი ინტერესის გაღრმავებასა და ეროვნული ღირებულებების გააზრებას ემსახურება.
📍დღეს, 10 მაისს, პროექტის ფარგლებში გაიმართა ქართული ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის — ექვთიმე ღვთისკაცი — ჩვენება და განხილვა. შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული სპეციალისტი, კინომცოდნე სოფიკო თოქმაჯიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს ესაუბრა ფილმის მხატვრულ და ისტორიულ მნიშვნელობაზე, პერსონაჟების შინაგან სამყაროზე, ეპოქის სირთულეებსა და იმ ფასეულობებზე, რომლებიც ფილმში განსაკუთრებული სიმძაფრით იკვეთება.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო და მრავალმხრივი დისკუსია, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდებზე, ეროვნული იდენტობის დაცვის აუცილებლობაზე, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აკისრია საკუთარი ქვეყნის წინაშე. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს წარსულისა და თანამედროვეობის გამოწვევებს შორის და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის ცოდნა დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფოს შენებისთვის.
დისკუსიის განსაკუთრებული ნაწილი დაეთმო მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებას — პატრიოტიზმს, პასუხისმგებლობას, სოლიდარობას, ეროვნული ფასეულობების დაცვასა და კრიტიკულ აზროვნებას. ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ ისტორია მხოლოდ წარსულის მოგონება არ არის — ის არის გამოცდილება, რომელიც გვასწავლის ბრძოლას, ერთიანობასა და ქვეყნის სიყვარულს.
🗣️ მოქალაქეობის მიმართულებით დისკუსიას უძღვებოდა მასწავლებელი გოგა ჩხაიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მოქალაქეობრივ კომპეტენციებზე, ახალგაზრდების პასუხისმგებლობაზე, აქტიური მოქალაქის როლსა და საზოგადოების წინაშე არსებულ ვალდებულებებზე. დისკუსიის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს პატრიოტიზმის, სამოქალაქო ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობაზე.
📖 ისტორიის მიმართულებით დისკუსიას ხელმძღვანელობდა ვერიკო ზაქარიაძე, რომელმაც მონაწილეებთან ერთად განიხილა ფილმში ასახული ისტორიული მოვლენები, ეპოქის სირთულეები და ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.
✨ მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებში არა მხოლოდ ისტორიული ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ მათში აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეებს, რომლებიც უკეთ აცნობიერებენ საკუთარი ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
პროექტი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიების ,,ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა” ფარგლებში გამარჯვებულია.