07/03/2025
სიმსუქნის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, სიმსუქნის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით 4 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია სიმსუქნის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ გამოწვევის საპასუხოდ, ინტერსექტორალური ძალისხმევის გაძლიერება. მიმდინარე წლის კამპანია ყურადღებას ამახვილებს სისტემურ ინტერვენციებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე.
არაჯანსაღი და არასრულფასოვანი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა ჭარბი წონის გავრცელების ძირითადი მიზეზებია. სიმსუქნე ერთერთი რისკ-ფაქტორია ისეთი არაგადამდები დაავადებების განვითარების, როგორებიცაა დიაბეტი ტიპი 2, გულსისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის ჰიპერტენზია და ინსულტი, სხვადასხვა ტიპის/ლოკალიზაციის კიბო.
საქართველოში 18-64 წლის ზრდასრული მოსახლეობის 31.7%-ს აღენიშნება სიმსუქნე. სიმსუქნის გავრცელება უფრო მაღალია ქალებში (33.7%), ვიდრე მამაკაცებში (28.5%) (STEPS 2016). 7 წლის ბავშვების 11%-ს აღენიშნება სიმსუქნე, ხოლო ჭარბი წონა აქვს ბიჭების 30.1%-ს და გოგონების 26.3%-ს. (COSI 2022).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ინტერვენციები მიმართული უნდა იყოს ბავშვებისთვის ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ; ფეხით სიარულისა და აქტივობებისთვის რეკრეაციული სივრცეების შექმნისკენ; არსებულ საკითხზე ცნობიერების დონის ამაღლებაზე ადრეული ასაკიდანვე ზრუნვისკენ.
03/02/2025
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ექიმის, მეცნიერის, ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღვაწლმოსილი მუშაკის, გურამ კაციტაძის გარდაცვალების გამო. თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ბატონი გურამი იყო უზადო ინტელექტის მქონე ადამიანი. იგი, მთელი ცხოვრება, თავის უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდა კოლეგებს და უღვივებდა არა მხოლოდ პროფესიულ ინტერესს, არამედ - ფართო აზროვნების უნარს და პატრიოტიზმს. ბატონი გურამი გამოირჩეოდა თავმდაბლობით და კოლეგებისადმი განსაკუთრებული პატივისცემით, ამავე დროს - უკომპრომისობით, კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. იგი ყოველთვის იდგა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ერთგულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ხალხს“ - ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
ქართველი ექიმი, მეცნიერი, ეპიდემიოლოგი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღვაწლმოსილი მუშაკი, ეპიდემიოლოგების და მიკრობიოლოგების ბევრი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, გურამ კაციტაძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
28/11/2023
#ჯანდაცვა2024
2024 წელს “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება. მომავალ წელს პროგრამით სარგებლება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს და სხვა დასაქმებულ პირებს შეეძლებათ.
პროგრამა 2022 წლის ივლისში ამოქმედაა, ამ ხნის განმავლობაში შეიცვლა და გაიზარდა დაფინანსების წესი, გაფართოვდა ბენეფიციართა წრე. პროგრამის ფარგლებში დაიბადა 10 ბავშვი, ამჟამად შვილს ელოდება 14 წყვილი.
01/11/2023
1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა
🔹ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
🔹აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
🔹დაწესებულებების სია იხილეთ: https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=84e484c7-4c70-426f-b143-5279f7757312