აგროსერვის ცენტრი/Agroservice center

აგროსერვის ცენტრი/Agroservice center

Share

AGRO

Photos from აგროსერვის ცენტრი/Agroservice center's post 01/06/2026

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“, „აგროსექტორის განვითარება რეგიონში“ პროგრამის ფარგლებში, აგრარული მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება.

სტაჟიორებმა 2-თვიანი თეორიულ-პრაქტიკული სწავლების შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ ანგარიშები წარადგინეს. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი და სანერგე-საჩითილე მეურნეობების პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა მელაძე ესწრებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ახალგაზრდა აგრონომები „აგროსერვის ცენტრში“ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას 6 თვის განმავლობაში გაივლიან.

სტაჟიორები აქტიურად არიან ჩართულნი „აგროსერვის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობასა და მიმდინარე სამუშაო პროცესებში.

28/05/2026
Photos from აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 28/05/2026
25/05/2026

✅პროგრამის ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდება ერთ სარწყავ არხს, საერთო სიგრძით 6,534 კმ.

✅მოვლა-შენახვის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ოთხ სარწყავ არხს, საერთო სიგრძით 41,569 კმ, რის შედეგადაც სარწყავი არხები სრულად გაიმართება.

✅2026 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში სრულად გამართული იქნება 5 სარწყავი არხი, საერთო სიგრძით 48,103 კმ.

21/05/2026

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდება 2 სარწყავ არხს საერთო სიგრძით 17,353 კმ.

მოვლა შენახვის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება 8 სარწყავ არხს საერთი სიგრძით 38,458 კმ

2026 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში სრულად გამართული იქნება 10 სარწყავი არხი საერთო სიგრძით 55,811 კმ

20/05/2026

✅სამუშაოები ჩაუტარდება 2 სარწყავ არხს საერთო სიგრძით 4,042 კმ

✅მოვლა შენახვის ფარგლებში აღდგენითი სამუშაობი ჩაუტარდება 8 სარწყავ არხს საერთო სიგრძით 19,404 კმ

✅2026 წელს ქედის მუნიციპალიტეტში სრულად გამართული იქნება 10 სარწყავი არხი საერთო სიგრძით 23,446 კმ

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ბაქოს ქუჩა N 18. BAKU Street 18
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00