აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა
აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara, Government Organization, ბაქოს ქუჩა №8, Batumi.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან მოქალაქეთა მიღება იმართება ყოველ პარასკევს
14:00 საათიდან 16:00 საათამდე, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.
ტელ: 0422 215003
მისამართი: ბათუმი, ბაქოს ქუჩა №8
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
05/06/2026
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა კონცერტი და გამარჯვებული ანსამბლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გალა კონცერტში 13 ანსამბლი მონაწილეობდა, რომლებიც სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ პირველი და მეორე ტურის შემდეგ გამოავლინა.
კონცერტი გახსნა გასული წლის ოლიმპიადის გრანპრის მფლობელმა, ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მთაწმინდა“. კონცერტის შემდეგ გამოვლინდნენ უმაღლესი ჯილდოს - გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები.
უმაღლესი ჯილდო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადასცა.
გრანპრი მიიღო ბათუმის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაშქარი“. ჯილდო გამარჯვებულ ანსამბლს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ გადასცა.
უმაღლესი ჯილდო, ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ცერულს“, აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ გადასცა. მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერები, მაღალმთიანი აჭარის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები, ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
სპეციალური ნომინაციები დააწესა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ. ოლიმპიადის ფარგლებში სიმღერის ანსამბლებს გადაეცათ მუსიკალური ინსტრუმენტები.
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება.
წელს ოლიმპიადაში 30-მდე ანსამბლი და 800-ზე მეტი შემსრულებელი მონაწილეობდა.
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები ჩატარდა 18-23 მაისის პერიოდში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქალაქ ბათუმში.
იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/cfx7f
03/06/2026
ხულოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, სახალხო დღესასწაული - „სელიმობა“ გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მინისტრმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა. ხაზი გაუსვა სელიმ ხიმშიაშვილის მნიშვნელოვან როლს ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით დაიდგმება სპექტაკლი სელიმ ხიმშიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე დაგეგმილია წიგნის გამოცემა.
„სელიმობა“ ტრადიციულად სხალთის მუზეუმისა და სხალთის ეკლესიის მონახულებით დაიწყო. შემდგომ მონაწილეებმა სოფელ სერიყანაში გადაინაცვლეს, სადაც სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილზე მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
საზეიმო პროგრამა კონცერტით დასრულდა.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ბათუმის სამუსიკო სკოლების წარჩინებული პიანისტების მოსმენა გაიმართა
02/06/2026
🎼ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ბათუმის სამუსიკო სკოლების წარჩინებული პიანისტების მოსმენა გაიმართა.
🔹მოსმენას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე დაესწრო და ბავშვებს პროფესიული რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარა.
🔹მოსმენაზე წარსდგნენ ერევნის ჩაიკოვსკის სახელობის პროფესიული მუსიკალური სკოლის წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში, აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ მასტერკლასებში მონაწილეობდნენ.
🔹მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წელს, შემოდგომაზე გაიმართება პიანისტთა მარათონი, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსები ფართო საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს.
🔹მოსმენას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური კონსული, ნარინე მათოსიანი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, ნინო ჩაიძე.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა
01/06/2026
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებებს აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ლაშა მიქელაძესთან და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა საბავშვო მწერლის, პოეტის, მთარგმნელის სოფია ბარშოვას წიგნის „კაქტუსა აფრიკაში“ პრეზენტაცია, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ავტორმა წარუდგინა. ნაწარმოები ბავშვებს ასწავლის სიკეთის კეთებას, პასუხისმგებლობის აღებას და სხვების მიმართ თანადგომას.
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გონიოს ციხის ტერიტორიაზე დილიდან დაიწყო. პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებს აერთიანებდა. გაიმართა კერამიკის მასტერკლასი, მოეწყო თოჯინური სპექტაკლის ჩვენება და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა.
პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, პროგრამა საპნის ბუშტების შოუთი დასრულდა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
ბაქოს ქუჩა №8
Batumi
6000
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
