აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

Share

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამ?

29/05/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ოჩხამური-კოოპერაციული მეურნეობის მიმართულებით 1,7 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო

Photos from აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი's post 29/05/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების პროცესს გაეცნო.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოჩხამური-კოოპერაციული მეურნეობის მიმართულებით 1,7 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

სახელმწიფო გზა-ჯიხანჯურის მიმართულებით 1,5 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი მოეწყობა, ხოლო, სკურა ბაჟუნაიშვილების მიმართულებით 2,9 კმ საავტომობილო გზაზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ხუცუბანი-მესხიძეები-ბაჯელიძეების და მანელიშვილების ხიდი-სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებებით საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მეწყრულ ლოკაციაზე საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები.

ასევე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაიწყო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები და განახლდა გასულ წელს დაწყებული სამუშაოები.

Photos from აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი's post 27/05/2026

საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთები ყველა მიმართულებით გაწმენდილია.

გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში რამდენიმე საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ინტენსიური მუშაობის შედეგად ყველა მიმართულება გაწმენდილია და საავტომობილო მოძრობა აღდგენილია.

25/05/2026
12/05/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „რეგიონების დრო“ პირდაპირ ეთერში 2026 წელს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა

Photos from აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო's post 07/05/2026

🖊️აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2027-2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა.

Photos from აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი's post 30/04/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ხელოვნური და დამცავი ნაგებობების, ასევე საავტომობილო გზის მშენებლობა ხორციელდება.

მიმდინარე წელს ხუთივე მუნიციპალიტეტში 56 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

35 ხიდის, 252 საყრდენი კედელის, 50 დამცავი ნაგებობის პროექტირება/მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდება. 60 კილომეტრ საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოეწყობა.

Photos from აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი's post 03/04/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი სხვადასხვა საავტომობილო გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა, ორმული შეკეთების სამუშაოები, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების განახლება და ახლის მონტაჟი.

ასევე, ხორციელდება მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები და ხიდების მოაჯირების შეღებვა.

საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიები სუფთავდება სარევალა მცენარეებისა და ხე-ბუჩქნარისაგან.

Photos from აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი's post 13/03/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საავტომობილო გზებზე მოვლა-შენახვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და ტერიტორიების გაწმენდის სამუშაოები.

პარალელურად სხვადასხვა მიმართულებებზე საავტომობილო გზების ორმული შეკეთება ხორციელდება.

Photos from აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი's post 28/02/2026

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება.

მიმდინარეობს, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები.

საავტომობილო გზებზე ყველა სახის ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Javakhishvili Str. 72
Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00