05/06/2026
🛎️🚌 შემეცნებითი ბანაკი ჯავახეთში 19-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის, 2️⃣1️⃣ ➖2️⃣4️⃣ ივნისს განხორციელდება.
როგორ წამოხვიდე ჩვენთან ერთად❓
🧑💻 შეავსე სააპლიკაციო ფორმა,
📝 დაწერე სამოტივაციო წერილი,
✅ წარმატებით გაიარე შესარჩევი ეტაპი.
⏳ განაცხადები მიიღება 15 ივნისის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
🔗 დამატებითი ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიე ბმულს: https://link.yrc.ge/ჯავახეთი2026
#შემეცნებითი #ბანაკი #ჯავახეთი
03/06/2026
🤝ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრსა და შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
🎯თანამშრომლობის მიზანს ახალგაზრდობის სფეროში ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ურთიერთმხარდაჭერა წარმოადგენს.
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში, საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის კლუბის წევრებმა, რომლებიც ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ ნამუშევრების გაყიდვის პროცესში.
ინკლუზიური განათლების ცენტრებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, სხვა მნიშვნელოვან უნარებთან ერთად, ეუფლებიან სახვითი ხელოვნების ტექნიკას და ამზადებენ კერამიკის ნივთებს.
01/06/2026
🛎️⛺ ლაშქრობისა და თავგადასავლების მოყვარულ ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობა გელით!
თუ გსურს აქტიური დასვენება, ახალი მეგობრების შეძენა, ბუნებასთან დაახლოება და ლაშქრობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარება, შეავსე განაცხადი და ჩაერთე კონკურსში.
ლაშქრობა 15 დან 18 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
🧑💻 შეავსე სააპლიკაციო ფორმა,
📝 დაწერე სამოტივაციო წერილი,
🤝 წარმატებით გაიარე შესარჩევი ეტაპი.
👩🧑 ასაკობრივი ზღვარი 14-18 წელი
⏳ განაცხადები მიიღება 8 ივნისის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
🖇️ დამატებითი ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიე ბმულს: https://yrc.ge/event/molashkreta-klubi-2026
#ლაშქრობა
29/05/2026
🔹ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიის შერჩევასა და კარიერის დაგეგმვით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ბანაკი „შენი პროფესიის გზამკვლევი“ დაიწყო.
🎓 ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს შეხვდნენ წარმომადგენლები კოლეჯებიდან: „ბლექსი“, „ახალი ტალღა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი. მათ ახალგაზრდებს თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გააცნეს.
🔹 ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს უტარდებათ ტრენინგები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესებისა და უნარების უკეთ შეფასებაში ეხმარება. ახალგაზრდები ასევე ეცნობიან კარიერის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.