ბათუმის მერია/Batumi City Hall

ბათუმის მერია/Batumi City Hall

Share

ბათუმის მერია/ Batumi City Hall .

Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 03/06/2026
Photos from ბათუმის მერია/Batumi City Hall's post 03/06/2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებენ. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.

ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის ახალგაზრდებისთვის, რათა კონკურენტულ გარემოში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ სპორტული გამოცდილება.

Photos from ბათუმის მერია/Batumi City Hall's post 02/06/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონში.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარუდგინეს.

მუნიციპალიტეტების მერებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

Photos from ბათუმის მერია/Batumi City Hall's post 01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის ცენტრალურ პარკში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

დღის განმავლობაში პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ და შემოქმედებით აქტივობაში, შეხვედროდნენ ზღაპრისა და მულტფილმის გმირებს, დასწრებოდნენ ბათუმის შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების მონაწილეობით გამართულ საზეიმო კონცერტს და მათთვის შექმნილ სადღესასწაულო გარემოში გაეტარებინათ დღე.

„თითოეულ პატარას ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ბავშვობას.
დღევანდელი დღის აღსანიშნავად, ბათუმის ცენტრალურ პარკში საზეიმო ღონისძიებები გავმართეთ. სასიხარულოა, რომ ბავშვებს კიდევ ერთი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მოგონება შევუქმენით.
ჩვენი პატარების ბედნიერი ბავშვობა, უსაფრთხო გარემო და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მუდმივი ზრუნვის საგანია“ - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

Photos from ბათუმის მერია/Batumi City Hall's post 01/06/2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს უმასპინძლეს.

ღონისძიებას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორმა გოდერძი სურმანიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ბენეფიციარების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურ პასუხისმგებლობაზე, როგორც სახელმწიფოს, თვითმმართველობის, კერძო და საჯარო სექტორის სოციალური პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმზე.

ღონისძიების დასასრულს მოწვეულ ბენეფიციარებს მათ საჭიროებებზე მორგებული საჩუქრები გადაეცათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

31/05/2026

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 1-ლი ივნისის 00:00 საათიდან 5 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთში.

შეზღუდვა დაკავშირებულია აეროპორტის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც გულისხმობს №1-დან №93-ის ჩათვლით მონაკვეთის განახლებას. ქუჩის ნაწილზე უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები იწყება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ეზოების შესასვლელების მოწესრიგება, გარეგანათების ქსელის განახლება, ავტოსადგომების მოწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და გამწვანების სამუშაოები. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შეეხება აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტს.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

31/05/2026

დღეიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელში 10 ერთეული ახალი, 12-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსი ჩაერთო.

აღნიშნული ავტობუსები №16 მარშრუტს მოემსახურებიან და იმოძრავებენ შემდეგი სქემით: ცაბაძის ქუჩა - სევერიანე აჭარელის ქუჩა - წერეთლის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა - აბუსერიძის ქუჩა - აეროპორტის გზატკეცილი - აფსაროსის ქუჩა - ანდრია პირველწოდებულის ქუჩა - სარფი.

ავტობუსები გათვლილია 100-ზე მეტ მგზავრზე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ავტობუსების ექსპლუატაციაში გაშვებამდე განხორციელდა ყველა აუცილებელი ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიებები, ასევე გადამზადდნენ მძღოლები.

Photos from ბათუმის მერია/Batumi City Hall's post 31/05/2026

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ბაგრატიონი 2-ის სერვისცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, მოსახლეობისგან შემოსულ საკითხებზე მუშაობას მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად განაგრძობს.

„უწყვეტ კომუნიკაციაში ვიქნებით მოქალაქეებთან, რათა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დროულად განვიხილოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

31/05/2026
30/05/2026

ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები ცენტრალურ პარკში გაიმართება.

11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში დელფინარიუმის მიმდებარედ მოეწყობა:

🔹 საბავშვო აქტივობების სივრცე;
🔹 თემატური ფოტო კუთხეები;
🔹სახის მოხატვის სივრცე;
🔹 ფერადი დეკორატიული სახლები და ინსტალაციები;
🔹 საქანელები და საბავშვო გასართობი თამაშები;
🔹 პუფებით მოწყობილი დასასვენებელი სივრცე;
🔹 ალმების ხეივანი და სხვა სადღესასწაულო დეკორაციები.

პატარების განწყობაზე იზრუნებენ მულტფილმის პერსონაჟები და ზღაპრის გმირები.

ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ადგილობრივი შემოქმედებითი სტუდიები, ქორეოგრაფიული და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები.

ასევე, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ცენტრალური პარკის კოლონადების მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ, მოეწყობა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების ჩვენება:

🔹12:00 -12:25 - „წითელქუდა„
🔹13:00 - 13:35 - „ოქროს წიწილა“.

გამონაკლისის სახით, 1-ელ ივნისს ბათუმის ზოოპარკი ორშაბათსაც იმუშავებს და ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის. ბათუმის ბოტანიკური ბაღი კი, საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ უმასპინძლებს.

გელოდებით 1 ივნისს ბათუმის ცენტრალურ პარკში, ერთად შევუქმნათ პატარებს დაუვიწყარი სადღესასწაულო განწყობა.

Want your business to be the top-listed Government Service in Batumi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


Luka Asatiani Street 25
Batumi
6010