ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა

ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა

Share

ქ. ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 28/05/2026

✨ მეორე კლასის მოსწავლეები პროექტის „ჩვენც დავბერდებით“ ფარგლებში წითელ ჯვარს ესტუმრნენ ❤️
(დამრიგებელი: მანანა შეყილაძე)

მოსწავლეებმა ქალთა კლუბის წევრებისთვის გამართეს თბილი და ემოციური კონცერტი 🌷

🎶 ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები,
📖 წაიკითხეს ლექსები,
💃 იცეკვეს და დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებული განწყობა შეუქმნეს.

👵🧓 შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა სტუმრებს მათი ბავშვობის შესახებ კითხვებიც დაუსვეს, რამაც საინტერესო, გულწრფელი და თბილი საუბრები გამოიწვია.

✨ ღონისძიებამ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა და ყველა მონაწილეს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

🙏 განსაკუთრებული მადლობა თამარ ბობოხიძეს, წითელი ჯვრის თანამშრომლებსა და დინარა პირველს ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის ❤️
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 28/05/2026

🇬🇪✨ მესამე კლასის გამოსაშვები ღონისძიება ✨🇬🇪

დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, ემოციებით სავსე დღე იყო…
მესამე კლასის მოსწავლეებმა თემაზე — „სამშობლო“ — საოცრად თბილი და გულწრფელი ღონისძიება წარმოგვიდგინეს. ❤️

პატარების მიერ სიყვარულით ნათქვამმა ლექსებმა, სიმღერებმა და გულით შესრულებულმა ნომრებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად დიდი ძალა აქვს სამშობლოს სიყვარულს, ერთობასა და ქართულ სულს. 🇬🇪🌿

იყო ბევრი ღიმილი, სიხარული, სიამაყე და ცრემლიც…
დღემ თითოეული ჩვენგანის გულში განსაკუთრებული კვალი დატოვა. ✨

მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის. 🌸

📚❤️
„სამშობლო იქ არის, სადაც გული სიყვარულით გიცემს…“ 🇬🇪
(მასწავლებელი: თამარ კაპანაძე, მუსიკის მასწავლებელი: ლაურა დურგლიშვილი)
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 27/05/2026

🌟 ინტეგრირებული გაკვეთილი — ქართული და ინგლისური ენა
👧🧒 III კლასი
📖 თემა: „კარგი და ცუდი“

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს ადამიანის დადებით და უარყოფით თვისებებზე, იმუშავეს ქართულ და ინგლისურ სიტყვებზე, უყურეს შემეცნებით ვიდეოებს და ერთობლივად განიხილეს სხვადასხვა ქცევის მაგალითები.

🎯 აქტივობების მიზანი იყო:
• კეთილი და არასასურველი ქცევების გარჩევა;
• ემპათიისა და ურთიერთპატივისცემის განვითარება;
• ინგლისურ და ქართულ ენებზე შესაბამისი ლექსიკის გამდიდრება;
• საკუთარი აზრის თავისუფლად და არგუმენტირებულად გამოხატვა.
(მასწავლებლები: ლია ცირეკიძე, ნინო მელიქიშვილი)
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 25/05/2026

22 მაისს, ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებმა — ნესტან ბუცხრიკიძემ და ლელა გელაძემ — მე-6 კლასებში ჩაატარეს ჯგუფური მუშაობა თემაზე: „ცოცხალი სამყაროს შენარჩუნება და დაცვის გზები“. 🌿🌍

📖მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ბიომრავალფეროვნების შემცირების ანთროპოგენული მიზეზები და გარემოზე ადამიანის ზემოქმედების შედეგები.

👥 ჯგუფებმა შეარჩიეს საინტერესო თემები, მოამზადეს პრეზენტაციები და საკუთარი ნამუშევრები კლასის წინაშე წარადგინეს. აქტივობა იყო შემეცნებითი, საინტერესო და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსადმი პასუხისმგებლობის, მზრუნველობისა და ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებას. 🌱
💚🌍 „ბუნების დაცვა — ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა!“ 🌿♻️
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 25/05/2026

✅ეკოტური შუაგულში.
👫II-ბ კლასის შემეცნებითი, საინტერესო აქტივობებით დატვირთული ექსკურსია.
დამრიგებელი: ნ.გიორგაძე
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 25/05/2026

🇬🇪 26 მაისთან დაკავშირებით მეცხრე კლასში ჩატარდა საინფორმაციო ისტორიის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

✅მოსწავლეებმა ისაუბრეს 1918 წლის 26 მაისის მნიშვნელობაზე, გაიხსენეს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორია და იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.

გაკვეთილი იყო საინტერესო, შემეცნებითი და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება, ერთიანობა და სამშობლოს სიყვარული. 🇬🇪
(მასწავლებელი: ეკატერინე რეხვიაშვილი)
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა
#26მაისი #დამოუკიდებლობისდღე

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 22/05/2026

ანბანის გაცილება📖
✅1-ელი გ კლასი
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 22/05/2026

ანბანის გაცილება📖
✅1-ელი ა კლასი
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Photos from ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა's post 22/05/2026

ანბანის გაცილება📖
✅1-ელი ბ კლასი
ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა

Want your business to be the top-listed Government Service in Bolnisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა
Bolnisi