ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council

Share

ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ქ. ბოლნისი.
სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council's post 01/06/2026

ბოლნისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მოეწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და დასვენების პარკში პატარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი პროგრამა გაიმართა.

დღის განმავლობაში ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები ზღაპრის გმირების მონაწილეობით, საპნის ბუშტებისა და ქიმიური შოუები, ასევე სახის მოხატვის აქტივობები. კულტურის სახლთან არსებულმა საესტრადო ანსამბლმა „იმედმა“ კი კონცერტი გამართა.

აქტივობებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ ასათიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ასათიანი და ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის ხელმძღვანელი თეა გეთიაშვილი ესწრებოდნენ.

1 ივნისს საფუძველი 1925 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council's post 01/06/2026

ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

ბოლნისის ისტორიულ გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უნიკალურ ღვინოებს და დაეგემოვნებინათ ქართველი მეღვინეების საუკეთესო ნიმუშები.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი იყო, რომელშიც წარმოდგენილ ღვინოებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტები და სომელიეები აფასებდნენ.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შორის შერჩეულ 11 ოქროსმედალოსან ღვინოს ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი წელსაც წარადგენს იტალიაში, მერანოს ღვინის ფესტივალზე.

ფესტივალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე,საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მოადგილეები: იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და სამველ მანუკიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები , საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი.

ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ კვარტეტი ჩვენი ბიჭები და , ქართული ცეკვის ანსამბლი არტ ლაბორატორია. საღამო ჯგუფ მგზავრების კონცერტით დასრულდა.

ფესტივალის მიზანია ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის პოპულარიზაცია, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და მეღვინეთა მხარდაჭერა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council's post 01/06/2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე სხდომის თავმჯდომარემ დეპუტატებს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მიულოცა.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს. მათ შორის, მოიწონეს ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.

ასევე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 2026 წლის ყოველთვიური საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტებთან დაკავშირებულ განკარგულებებში შესატან ცვლილებებს.

31/05/2026
Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council's post 30/05/2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით, სოფელ ტანძიაში, სულხან საბა-ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში გაიმართა ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიების მიზანია ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობა, მათი სოციალური და კულტურული ჩართულობის გაზრდა, ასევე ქალთა და ბავშთა საკითხებზე მომუშავე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების პრაქტიკული განხორციელება.

ღონისძიება ოფიციალური გახსნით დაიწყო, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტვით მიმართეს საბჭოს თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილმა, რომლებმაც ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს. შესრულდა მუსიკალური ნომრები, სიმბოლურად გაეშვა ბუშტები და ფერადი კვამლი, პატარებს დაურიგდათ ტკბილეული და მოეწყო სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

დღის ფარგლებში ასევე გაიმართა ბოლნისის თოჯინების თეატრის წარმოდგენა, რომელმაც ბავშვებში განსაკუთრებული მოწონება და ემოცია გამოიწვია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ბავშვთა მხარდაჭერის , კეთილდღეობისა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას.

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council's post 29/05/2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე პაპუნა მუშკუდიანი უძღვებოდა, დეპუტატებმა მერიისა და საკრებულოს 2026 წლის ყოველთვიური საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტებთან დაკავშირებულ განკარგულებებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ცვლილებების მიზანია მუნიციპალური სამსახურების ეფექტიანი მუშაობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა.

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council's post 29/05/2026

ინფრასტრუქტურის კომისიამ ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტი განიხილა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე სოსო მუხაგულიშვილი უძღვებოდა, განიხილეს საკითხი -“ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების შესახებ“.

დეპუტატებმა იმსჯელეს ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად არის წარმოდგენილი.

კომისიამ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა და საკითხი შემდგომი პროცედურებისთვის მოიწონა.

Photos from ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Bolnisi Municipality City Council's post 28/05/2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე საკრებულოს წევრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებას - „ბოლო ცეკვა-თამაშს“ დაესწრო, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარემ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები, წინსვლა და ოცნებების ასრულება უსურვა. მან მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს გაწეული შრომისა და ახალგაზრდების ღირსეულად აღზრდისთვის. ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია - „ახალი ცხოვრების გზაზეც ისეთივე მონდომებითა და წარმატებით გააგრძელებენ წინსვლას, როგორც სკოლის წლებში“.

კურსდამთავრებულებმა სტუმრებს მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

Want your business to be the top-listed Government Service in Bolnisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


ქალაქი ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №106
Bolnisi
1100