ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭო/Gender Council of bolnisi

ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭო/Gender Council of bolnisi

Share

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო

07/03/2025

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

11/02/2025

🔬 11 თებერვალი – ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეა მეცნიერებაში!

📌 STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროებში ქალების ჩართულობა გადამწყვეტია ინოვაციისა და პროგრესისთვის, მაგრამ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა:

📊 ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 20%-ია ქალი
📊 უმაღლეს განათლებაში სტუდენტთა 38.6% ქალია საბაკალავრო პროგრამებზე, 43.4% – სამაგისტროზე, ხოლო პროფესიულ განათლებაში –20.6%

👩‍🔬 ქალების უფრო აქტიური ჩართულობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ნიშნავს ძლიერ ეკონომიკასა და საზოგადოებას!

📌 მოვუსმინოთ, გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ მომავალ მეცნიერ ქალებს!

25/11/2024

დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო!
აღნიშნული კამპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მცირე პერფორმანსით გახსნა.
#გავერთიანდეთქალთამიმართძალადობისდასასრულებად
#გაანარინჯისფერესამყარო

Photos from ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭო/Gender Council of bolnisi's post 25/11/2024

🟠ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით , გენდერული ძალადობის წინაარმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალაქის შემოსასვლელში მცირე პერფორმანსი მოეწყო .

🟠მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო, ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას ყოველწლიურად უერთდება.კამპანიის ფარგლებში სხვადსხვა უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

🟠აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფრხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

11/10/2024

📣 11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა. 2024 წლის თემაა - “გოგოების ხედვა მომავლის შესახებ!”

📣 11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა. 2024 წლის თემაა - “გოგოების ხედვა მომავლის შესახებ!”

20/08/2024

📝 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განიხილება შემდეგი პროექტი - ,, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ . შპს „ საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი გენეზისი“ ფორმალური განათლების ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პროგრამებს :
🔸 დერმოპიგმენტაცია
🔸 ესთეტიკური კოსმეტოლოგია
🔸 ლაზერული ეპილაცია

🔶 თითოეული მონაწილე გაივლის სწავლებას და გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი

Photos from ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭო/Gender Council of bolnisi's post 13/08/2024

🟣მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

🟣სხდომას გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ფერიდე ტვილდიანი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

🟠პროექტი - ,, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ . შპს „ საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი გენეზისი“ ფორმალური განათლების ფარგლებში, ახორციელებს შემდეგ პროგრამებს : დერმოპიგმენტაცია , ესთეტიკური კოსმეტოლოგია , ლაზერული ეპილაცია.

🟠პროექტი - ,,უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში’’, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიურ-ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესში ქალების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.

🟠შშმ პირებზე მორგებული ადაპტირებული მოსაცდელები.

🟣საბჭოს წევრებმა, შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე იმსჯელეს , დასახეს სამომავლო მიზნები , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

Photos from ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭო/Gender Council of bolnisi's post 02/07/2024

💜ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ნახატებისა და პოსტერების კონკურსი მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის.

💜კონკურსში ჩართულმა სკოლებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თემაზე ,,ქალები გმირები“-რომელსაც ერთვოდა მცირე სახის ესე, სადაც წარმოჩენილი იყო ავტორის თვალით დანახული გმირი ქალი.

💜ნახატებისა და პოსტერების გამოფენა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ფოიეში გაიმართა.

💜კონკურსში მონაწილე ახალგარზრდა შემოქმედები დაჯილდოვდნენ სიგალებითა და სიმბოლური საჩუქრებით.

💜შეგახსენებთ რომ, გამოფენას სახელწოდებით ,,ქალები გმირები’’, ახორციელებს ჩეხეთის ცენტრი საქართველოში.

24/06/2024

"საბაობა 2024"

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია 29 ივნისს სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში, გიწვევთ ფესტივალზე „საბაობა 2024“.

ფესტივალის განრიგი:

16:00 – მუზეუმის ეზოში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ჩატარდება სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი;

16:20 – ღონისძიების გახსნა;
მოეწყობა ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების ეთნო კუთხეები, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული სამხატვრო სტუდია „ოპიზარის“ მოსწავლეების ნახატების გამოფენა, ასევე, ადგილობრივი ნაწარმისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;

16:30 – ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდიის „საზღაპრეთი 2“ თეატრალური წარმოდგენა;

17:00 – ქართული საბრძოლო ხელოვნების სპექტაკლი „სამეფო ხმლის ამბავი“;

17:30 – შესრულდება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მუსიკალური ნომრები;

18:00 – გაიმართება 2024 წელს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი პედაგოგებისა და 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია;

19:00 – ფესტივალს დახურავს გორის ქალთა გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.

ფესტივალის მხარდამჭერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ორგანიზატორი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.

პროექტის პარტნიორია ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხოლო ავტორი – ლაშა ნოზაძე.

დასწრება თავისუფალია!

Photos from ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭო/Gender Council of bolnisi's post 30/04/2024

„აქციე ჯანმრთელობა პრიორიტეტად“ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწოირობის საბჭოს ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საბჭოს ერთ-ერთი მიზანია ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

შეხვედრაზე, მარნეულის ავერსის კლინიკის მეან-გინეკოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და ონკო მამოლოგმა ქალებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თუ რა ჩივილების დროს უნდა მიმართონ ექიმს, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო სამედიცინო სერვისებზე.

Want your business to be the top-listed Government Service in Bolnisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საქმიანობის შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც სავალდებულო გახდა მუნიციპალიტეტებში დანიშნულიყვნენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ( მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში).

გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით პირველი ქმედითი ნაბიჯები 2015 წელს გადაიდგა, როდესაც სოფლის კრებებზე პრიორიტეტების შერჩევაში ქალთა მონაწილეობამ 38% შეადგინა , ხოლო 2016 წელს , ქალთა აქტივობა 42% -ამდე გაიზარდა. 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი 45% დაფიქსირდა. ქალის ხმამ მნიშვნელობა შეიძინა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქალთა ჩართულობამ პრიორიტეტთა ჩამონათვალი სრულიად შეცვალა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი სოფლის განვითრებას.

2015 წლის აპრილში ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ , რომელიც არის საჯარო სივრცე ყველა საჭირო რესურსით თემში ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მისაწოდებლად, ქალთა მონაწილეობის წასახალისებლად. ოთახი აღჭურვილია ბიბლიოთეკით, ინტერნეტით და ბავშვთა კუთხით. სწორედ მუნიციპალიტეტისა და ქალთა ოთახის შედეგია ის, რომ 525 ქალი დატრენინგდა და გახდა ინფორმირებული ქალთა უფლებების შესახებ.

2017-2019 წლებში, გაიწერა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა, რომელიც ხუთი ძირითადი მიზანისგან შედგებოდა , ესენია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა/ცნობიერების ამაღლება; სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომკური ხელშეწყობა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობის ხელშეწყობა/უზრუნველყოფა; ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია; სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელება.

Location

Category

Telephone

Address


Bolnisi
1100