ბორჯომი საქართველოსთვის

ბორჯომი საქართველოსთვის

Share

გახარია - საქართველოსთვის.

14/11/2023

კოკა კობალაძე - წლიური ანგარიში.

➣ სახალხო ბიუჯეტირების საკითხი:ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა დიდ გამოწვევას წარმოადგენს . მიუხედავად იმისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს, ბიუჯეტირების პროცესზე ადგილობრივების გავლენა მინიმალურია. ბიუჯეტირების პროცესი ერთ-ერთი საკვანძოა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას, ამიტომ ეს საკითხი დავაყენე საკრებულოში.

➣ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი: მუდმივად აქტუალური საკითხი, რომლის ინიცირებაც, მრავალგზის უშედეგო აღმოჩნდა ამ დროის განმავლობაში. ბორჯომის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, შეწუხებულია ქუჩებში მობინადრე მიუსაფარი ცხოველებისგან გამოწვეული დისკოფორტით, ხშირად ისინი აგრესიულები არიან და ღამით განსაკუთრებით სახიფათოა გადაადგილება ადგილობრივებისა თუ დამსვენებელთათვის.

➣ ცენტრალური და პერიფერიული გზების მოწესრიგება: ახალდაბის მიმდებარედ ზამთრის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათო გახდა ცენტრალური გზით გადაადგილება, რადგან შექმნილი გარემო მძღოლებს საშიშროებას უქმნის და ზრდის ავტოკატასტროფის შესაძლო ალბათობას. გარდა ამისა, სოფლებში მიმავალი გზები დღემდე მოსაწესრიგებელია.

➣ სასმელი წყლის პრობლემა: ბორჯომის მოსახლეობაში თითქმის არ მოიძებნება ოჯახი, რომელსაც ეს პრობლემა არ ჰქონია. სამწუხაროდ, დღემდე, 21-ე საუკუნეში, წყლის პრობლემა ვერ გვარდება, მიუხედავად იმისა, რომ დაიხარჯა უამრავი თანხა ბიუჯეტიდან, ფაქტია, რომ არამიზნობრივი და უშედეგოა ყოველივე ზემოთ აღნიშნული. მუნიციპალიტეტი მოსახლეობას მოუწოდებს "რაციონალურად" გამოიყენონ სასმელი წყალი.

➣ საკრებულოს სხდომების LIVE ტრანსლაცია: აღნიშნული საკითხი, პირდაპირ არის კავშირში მოსახლეობის ინფორმირებულობასთან. ჩვენ, ყველა საკრებულოს თნამშრომელი, ანგარიშვალდებულია გამჭვირვალე პროცესების წარმოებაში, თუმცა, როგორც სხვა დანარჩენი, ეს საკითხიც არ დაკმაყოფილდა.

➣ სასკოლო კვება (I - VI კლასამდე): აღნიშნული პროექტი, ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაძლებელს ხდიდა, ბავშვების კვებით უზრუნველყოფას, ქვეყანაში, სადაც ბავშვების 35% შიმშილობს, სასკოლო კვება მდგომარეობას შეამსუბუქებდა. პროექტში შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით შესაძლებელი იქნებოდა ადაპტირებული გამხდარიყო თითოეულ ბავშვზე კვების საკითხი.

➣ სტიქიური მოვლენების პრევენცია: გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა სტიქიურმა მოვლენებმა მთელი საქართველოს მაშტაბით სამწუხაროდ მასიური ხასიათი მიიღო, რასაც ინფრატრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო ზარალთან ერთად ხშირ შემთხვევაში ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეც. რისი არაერთი შემთხვევის მხილველები ყველა ერთად გავხდით. ამიტომ, მივმართე საკრებულოს ინიციატივით, 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის დროს, პრიორიტეტულად გაითვალისწინონ მდინარეების, ხევების კალაპოტების გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონაში არსებულ დასახლებებში.

➣ აფთიაქი წაღვერში: ტურისტულად პოპულარულ მხარეში, სადაც 10.000-ზე მეტი დამსვენებელი ჩადის სეზონზე, არ ფუნქციონირებს აფთიაქი. ადგილობრივი და ტურისტი ერთნაირად წუხს აღნიშნულ საკითხზე, რომელიც ადგილობრივ თვითმართველობას პირდაპირ თუ ირიბად, შეუძლია მოაგვაროს, მინიმუმ, რეკომენდაციით მიმართოს რომელიმე სააფთიაქო ქსელს ან/და დააფინანსოს კერძო აფთიაქი, რათა 17 კილომეტრის გავლა არ უწევდეს ადამიანს ელემენტარული პრეპარატის შესაძენად.

➣ წაღვერის "მჟავე წყალი" : როგორც ცნობილია ნაციონალური მოძრაობის დროს, წაღვერის მჭავე წყალი გასხვისდა სხვა ეროვნების წარმომადგენელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე (დასაზუსტებელია) ამის გამო, პირვანდელი იერსახე ტურისტულად მიმზიდველ "მჟავე წყალს" დაეკარგა და მეტიც, ადგილზე დაგხვდებათ სრული სიმახინჯე, რომელსაც ნადმვილად არ იმსახურებს ჩვენი მოსახლეობა.

Photos from ბორჯომის მუნიციპალიტეტი Borjomi Municipality's post 30/10/2023
06/10/2023
27/08/2023

🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️

19/06/2023

სოლიდარობა მაღაროელებს.
დღეს, 4 საათზე, პარლამენტთან! ✊
#საქართველოსთვის

26/05/2023

3 ინიციატივა, რომელიც ბორჯომს ჭირდება.

👉მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი.
👉სასკოლო კვების (I-VI კლასამდე) უზრუნველყოფა თითოეულ ბავშვზე.
👉საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასის დარეგულირება.

#კოკაკობალაძე #საქართველოსთვის

Want your business to be the top-listed Government Service in Borjomi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


2Nd Floor, 5 Meskheti Street
Borjomi
1200