29/11/2025
მეგობრებო, გაეცანით და გააზიარეთ ‼️‼️
ლესიჭინეს თემის ქალთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 2018 წლიდან ახორციელებს სათემო საქამიანობებს.
29/11/2025
მეგობრებო, გაეცანით და გააზიარეთ ‼️‼️
19/05/2025
დღეს, 20:00 საათზე ლესიჭინეს #2 საჯარო სკოლის ეზოში ბავშვებს ბოლო ზარი აქვთ!!
გიწვევენ და გელიან! 😍😍😍😍😍
🔔 ყურადღება! ყურადღება! ბოლო ზარი ირეკება!
🎓 ადამიანების ცხოვრებაში ცოტაა იმაზე მღელვარე და ლამაზი მოგონება, ვიდრე სკოლასთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, ამიტომაც, ყველა ცდილობს ეს დღე განსაკუთრებული იყოს!
🪄 ლესიჭინეს თემის #2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები გიწვევენ თავიანთი განსაკუთრებული დღის ჯადოსნურ ღონისძიებაზე!
⏰🏫 19 მაისს, 20:00 საათიდან გელოდებით ლესიჭინეს თემის #2 საჯარო სკოლის ეზოში.
⭐️🌙 ჩვენი ლამაზი სოფლის საღამოს სიმყუდროვეში, ღია სცენაზე თქვენს წინაშე წარსდგებიან ჩვენი ბავშვები და თქვენთან ერთად გამოემშვიდობებიან თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვეს ეტაპს.
💃🕺 ბოლო ზარის პროგრამის დაწყებამდე, ხმაურისა და სანახაობისთვის სცენას ჩვენი სოფლის მოცეკვავეები თავიანთი საცეკვაო ნომრებით შეამზადებენ!
✨ დიდი მღელვარებით გელოდებით ყველას, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად! თან იქონიეთ ფერადი და საზეიმო განწყობა! სასურველია ცოტაოდენი ერთჯერადი ხელსახოცებიც, მოზღვავებულ ემოციებთან ბრძოლაში ჩვენს დასახმარებლად! 😍
17/05/2025
🔔 ყურადღება! ყურადღება! ბოლო ზარი ირეკება!
🎓 ადამიანების ცხოვრებაში ცოტაა იმაზე მღელვარე და ლამაზი მოგონება, ვიდრე სკოლასთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, ამიტომაც, ყველა ცდილობს ეს დღე განსაკუთრებული იყოს!
🪄 ლესიჭინეს თემის #2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები გიწვევენ თავიანთი განსაკუთრებული დღის ჯადოსნურ ღონისძიებაზე!
⏰🏫 19 მაისს, 20:00 საათიდან გელოდებით ლესიჭინეს თემის #2 საჯარო სკოლის ეზოში.
⭐️🌙 ჩვენი ლამაზი სოფლის საღამოს სიმყუდროვეში, ღია სცენაზე თქვენს წინაშე წარსდგებიან ჩვენი ბავშვები და თქვენთან ერთად გამოემშვიდობებიან თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვეს ეტაპს.
💃🕺 ბოლო ზარის პროგრამის დაწყებამდე, ხმაურისა და სანახაობისთვის სცენას ჩვენი სოფლის მოცეკვავეები თავიანთი საცეკვაო ნომრებით შეამზადებენ!
✨ დიდი მღელვარებით გელოდებით ყველას, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად! თან იქონიეთ ფერადი და საზეიმო განწყობა! სასურველია ცოტაოდენი ერთჯერადი ხელსახოცებიც, მოზღვავებულ ემოციებთან ბრძოლაში ჩვენს დასახმარებლად! 😍
20/04/2024
🇬🇪🇪🇺
‼️ გიყვებით პატარა წერტილზე ჩვენი საინიციატივო ჯგუფის სახით, რომელიც 2018 წელს შეიქმნა ლესიჭინეს თემში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის" ფარგლებში (არასამთავრობო სექტორი).
სახელებისა და ტერმინების წვიმას აღარ გავაგრძელებთ ამ პოსტის ასქროლვის არიდების მცდელობით და უბრალოდ, გეტყვით, რომ აქედან მოყოლებული დღემდე დაგროვდა პატარ-პატარა საქმეები, რომლებიც ჩვენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, თემისა და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების მცდელობა იყო. სიტყვა - "მცდელობა" იმიტომ, რომ ეს სიტყვა უფრო მეტად იტევს გულწრფელ სურვილს იმისა, რაც ამ ყველაფრით გვინდოდა/გვინდა - სულ მცირედით მაინც უკეთეობისკენ შეცვლა იმ გარემოსი, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ. ასევე, "მცდელობა" იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან არ ყოფილა არანაირი "რაღაც" ინტერესები/სარგებლები, რომლის არსებობაზეც ბუნებრივად შეიძლება დაეჭვდეს ვინმე იმ უამრავი სირბილის, სამუშაო დროს გადადამეტებეული საათების, სიცივისა თუ სიცხის გამო, რომელშიც ეს ყველაფერი ხდებობდა/ხდება. ასევე, "მცდელობა" იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოიცავდა თითქმის ყველაფრის პირველად სწავლის ცდას და ასევე, ამისთვის "უცნაურად" დიდი მონდომებით დახარჯულ დროს, ენერგიას, დილას, საღამოს და მოთმინებას, მათ შორის, ბევრი სხვა ადამიანის მოთმინებასაც, რომელიც ამ სწავლების საშუალებას გვაძლევდა და გვასწავლიდა. "მცდელობა" კიდევ იმიტომ, რომ ეს პოსტი არ არის სიამაყით მუცელზე ხელის გაკვრისთივის და იმის სამტკიცებელი, რომ ყველაფერი იდალურად გამოვიდა, ჩვენ ასეთი მაგრები ვართ და ა.შ.
პირიქით, როგორც გითხარით, ეს არის პატარა წერტილი, რომელსაც თავის პატარა სოფლის საკეთილდღეო პატარა მიზნები აქვს. სოფლისთვის, რომელშიც არ არსებობს კულტურის სახლი, არ არსებობს კინო, თეატრი, ახალაგზრდული სივრცე ან რამე სახის არაფორმალური გარემო ახალგაზრდებისთვის. სოფელში, სადაც ახალგაზრდებს სჭირდებათ ტექნიკა, ადამიანური ძალა, ცოდნა და რესურსი იმისთვის, რომ აჯობონ იმ გარემოს, სადაც ყოფნა მათგან დამოუკიდებელი არჩევანი იყო და განვითარება შეძლონ. სოფელში, სადაც სამოქალაქო ცნობიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, სათემო ღონისძიებები, მოქალაქეების მხრიდან მათ ირგვლივ არსებული პრობლემების ადვოკატირება წარმოადგენს გამოწვევას. სწორედ ასეთ სოფელში, ვიღაცას მოუნდა, რომ გაეღო რესურსი ამ ყველაფრის სულ ცოტათი გამოსწროების ან გამოსწორების საჭიროების რეალობის გააზრებისთვის ბიძგი მიეცა. ხოდა, ამ ბიძგის შედეგია, ჩვენი პატარა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ამ ბიძგის დახმარებით ხან სკამები, ხან პროექტორის ეკრანი, ხან წიგნები, ხან ფოტოაპარატი, ხან პრინტერი, ხან ლამინირების აპარატი, ხან პროექტორი, ხან ლეპტოპი შეიძინა/მოიპოვა, ხან სოფლის სკვერის მოწყობა შეძლო, ხან სოფლის ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიცემას ეცადა ტრენინგების, გასვლითი ვიზიტების და სხვა არაფორმალური შეხვედრების ფონზე.
და, ჩვენ მართლა გვქონდა/გვაქვს გულრწფელი სურვილი/ მცდელობა რომ თითოეული ეს პატარა რესურსი, რომლის მნიშვნელობაც არც თუ ისე მცირეა ზემოთ აღწერილ გარემოში სოფლის ნებისმიერი ახალგაზრდისთვის გაზიარებული ყოფილიყო. განვმეორდებით, რომ შეიძლება ეს ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდა, შეიძლება, ამით "ქვეყანა ვერ დავაქციეთ", მაგრამ ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ.
ეს ბიძგი ჩვენ გვჭირდება და "ჩვენ" არ არის ეს ჯგუფი, არამედ არის სოფელი, თემი, ახალგაზრდები. შესაბამისად, ჩვენ შეუძლებელია მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ისეთი ტიპის ქმედებას/კანონს, რომელმაც ამ ბიძგის არსებობა დააზიანოს და შეზღუდოს, რაც, თავის მხრივ, დამღუპველი იქნება ამ პატარა წერტილის არსებობისთვის.
🇬🇪 აქვე, გეტყვით, რომ ამ წლების მანძილზე ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის მხარდაჭერა, რომელიც არაერთხელ ვიგრძენით თემში მცხოვრები ახალაგზრდებისგან, რომლთა ჩვენთან ერთად ყოფნა მთავარი ძალაა, ჩვენი მასპინძელი სკოლის ადმინისტაციისგან, რომელიც დღემდე გვაძლევს შესაძლებლობას ვისარგებლოთ სივრცით, ასევე, მუნიციპალიტეტისგან, რომელიც თანამშრომლობდა/თანამშრომლობს ჩვენს პროექტებთან. იმედი გვაქვს, იმ მთავარ ბიძგთან ერთად, რასაც არასმთავრობო სექტორისგან ვიღებთ პატარ-პატარა საქმეები კიდევ დიდხანს გაგრძელედება ჩვენს თემში, უფრო მეტი ადამიანის ჩართულობითა და დიდი საქმეებითაც. ძალიან გვიყვარხართ ყველა, ჩვენი სოფელი და ჩვენი დიდი სოფელიც - ჩვენი ქვეყანა!
თემის განვითარების რესურს ცენტრი (СDRC)
#ორგანიზაციაგანვითარებისკერა
განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური
#ახალგაზრდულიკლუბიჭყიტა
23/03/2024
🚀ორგანიზაცია Umbrella-ს მხარდაჭერითა და ნიდერლანდური ორგანიზაცია -თან თანამშრომლობით, ფინანსური მხარდაჭერით ლესიჭინეს თემში განხორციელებული ახალგაზრდული პროექტის - "Nurturing minds, building tomorrow" ფარგლებში ახალგაზრდულ კლუბ "ჭყიტასთვის" შეძენილ იქნა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის სამაგიდო თამაში "ინოვატორი".
📚ახალგაზრდული კლუბის წევრებმა თემის სხვა ახალგაზრდებთან ერთად გამართეს თამაშის პრეზენტაცია და ერთად გამოსცადეს საკუთარი ინოვაციური შესაძლებლობები.
🎯 აღნიშნული პროექტის თემატური ფოკუსი საქმიანობებისა და აქტივობების ფარგლებში იყო - განათლების უფლება, როგორც ბავშვთა ერთ-ერთი უფლება.
☀️ დიდი მადლობა პროექტის მენტორს - ნინო პერტაიას გაწეული შრომისთვის და საინტერესო რესურსისთვის.
22/01/2024
☀️ ქალთა საინიცატივო ჯგუფ "დეკას" 2023 წელის პროექტის "შემოიჭყიტე ჩვენთან" ფარგლებში ლესიჭინეს თემის ახალგაზრდებისთვის ორგანიზებულ იქნა ჭრა-კერვის კურსის შეხვედრები:
🟢 ჭრა-კერვის კურსის ფარგლებში ჩატარდა 7 სასწავლო შეხვედრა - გაკვეთილი;
🟠 კურსში ჩაერთო და სასწავლო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ლესიჭინეს თემის 30-მდე ახალგაზრდამ;
🟡 კურსის საქმიანობებში მკერავ-მასწავლებლად ჩაერთო, საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თემში რეალიზება მოახდინა ჩვენს თემში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ქალბატონმა;
🔴 ჭრა- კერვის კურსის ფარგლებში დამზადებულ იქნა 50-მდე აქსესუარი, რომელიც გამოფენილი იყო ადგილობრივ ბაზრობაზე, ასევე, შემდგომშიც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივ გამოფენა-გაყიდვებსა და ღონისძიებებზე.
📌 ჭრა-კერვის კურსი განხორციელდა პროექტის „შემოიჭყიტე ჩვენთან“ ფარგლებში, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მხარდაჭერით.
European Union in Georgia
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
20/01/2024
🎊ცხადდება კონკურსი სოფელ ლესიჭინეში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!
✨ახალგაზრდული კლუბი "ჭყიტა" პროექტის ,,Nurturing minds, building tomorrow"ფარგლებში აცხადებს კონკურსს თემაზე :
📚"განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული
ბარიერებები სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიურობაში"
საკონკურსო თემატიკაზე მონაწილეებმა უნდა შექმნან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
1)ფოტო/ნახატი/პოსტერი
2) ლიტერატურული ჩანახატი.
‼️კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-18 წლის მოზარდებსა და ახალგაზრდებს.
🏆კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული ორივე ნომინაციაში.
🎯კონკურსის მთავარი მიზანია საზოგადოებაში განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება.
🚀გამარჯვებულებს გადაეცემათ ბიბლუსის 50 ლარიანი ვაუჩერები.
📝კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თქვენს მიერ შექმნილი ნამუშევრები უნდა ატვირთოთ მითითებულ სააპლიკაციო ბმულზე, არაუგვიანეს 28 იანვრისა.
ℹ️სააპლიკაციო ბმული:
https://cutt.ly/VwK7ufBM
🌈კონკურსი ხორციელდება „ჩეინჯმეიქერების“ (Changemakers) პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია Umbrella • ამბრელა სა და ნიდერლანდურ ორგანიზაცია -თან თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით.
09/01/2024
☀️ ლესიჭინეს თემის საინიციატივო ჯგუფ "დეკას" მიერ ლესიჭინეს თემში პროექტის "შემოიჭყიტე ჩვენთან" განხორციელება დასრულდა!
💡 პროექტის მიზანი იყო ლესიჭინეს თემში სასწავლო ცენტრის მოწყობა ახალგაზრდებისთვის,რომელიც განხორციელდა შემდეგი ამოცანების შესრულების გზით: ახალგაზრდული ცენტრისთვის საჭირო ტექნიკა-ინვენტარის შეძენა; თემის ახალგაზრდებში სხვადასხვა ტიპის პროფესიული უნარების გაძლიერება; ახალგაზრდული სათემო ღონისძიებების ორგანიზება;
🚀 6 იანვარს, ლესიჭინეს თემის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში შედგა პროექტის ფარგლებში ორ ეტაპად განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია, დაგეგმილი და მიღწეული მიზნების, შეძენილი ტექნიკა-ინვენტარის, ახალგაზრდების ჩართულობის, თემში პროექტის დადებითი ეფექტების და სხვ. შეფასება-შეჯამება.
🔺 უახლოეს პერიოდში პროექტისთვის შექმნილი მიზნობრივი ჯგუფისა და ჩვენი გვერდის საშუალებით, ასევე, შემოგთავაზებთ ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციულ დეტალებს თვალსაჩინოებებით.
💛 დიდი მადლობა ყველა ახალაგზრდას, თემის მოსახლეობას, მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისთვისა და ჩართულობისთვის!
📌 საქმიანობა განხორციელდა პროექტის „შემოიჭყიტე ჩვენთან“ ფარგლებში, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მხარდაჭერით.
European Union in Georgia
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
09/01/2024
💡 ლესიჭინეს თემის საინიციატივო ჯგუფ "დეკას" პროექტ "შემოიჭყიტე ჩვენთან" ფარგლებში თემის ახალგაზრდებისთვის გაიმართა ინტელექტუალური თამაში, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ეტაპებისგან და მიმართული იყო ახალგაზრდებში სხარტული და ინტელექტუალური უნარების გამოვლენა-განვითარებისკენ.
🚀 აქტივობა ჩატარდა პროექტ "შემოიჭყიტე ჩვენთან" ფარგლებში დაგეგმილი ახალგაზრდული ღონისძიებების ციკლის ეგიდით. თამაშში მონაწილეობა მიიღეს ლესიჭინეს თემის ახალგაზრდებმა, გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
📌 საქმიანობა განხორციელდა პროექტის „შემოიჭყიტე ჩვენთან“ ფარგლებში, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მხარდაჭერით.
European Union in Georgia
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
09/01/2024
💃 საინიციატივო ჯგუფ "დეკას" მიერ განხორციელებული პროექტის "შემოიჭყიტე ჩვენთან" ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდული საქმიანობების ციკლის მორიგი აქტივობა - კარაოკე ცეკვების შეჯიბრი.
🕺 აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ლესიჭინეს თემის ახალგაზრდებმა. გამარჯვებულმა მონაწილეებმა მიიღეს სიმბოლური საჩუქრები.
📌 საქმიანობა განხორციელდა პროექტის „შემოიჭყიტე ჩვენთან“ ფარგლებში, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მხარდაჭერით.
European Union in Georgia
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
09/01/2024
🖊️ ლესიჭინეს თემის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა საინიციატივო ჯგუფ "დეკას" მიმდინარე პროექტ "შემოიჭყიტე ჩვენთან" ფარგლებში ჩატარებული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნაშრომის პრეზენტაცია და გამარჯვებული მონაწილის, ახალგაზრდულ კლუბ "ჭყიტას" წევრი - მეგი ხორავას დაჯილდოვება.
📌 საქმიანობა განხორციელდა პროექტის „შემოიჭყიტე ჩვენთან“ ფარგლებში, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ მხარდაჭერით.
European Union in Georgia
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი