22/04/2026
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სერვის ჯგუფის თანამშრომლებმა ქალაქ დმანისის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები განახორციელეს და გარემოს მოწესრიგებაზე იზრუნეს.
სუფთა გარემოზე ზრუნვა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა და თითოეული მცდელობა მნიშვნელოვან შედეგს ქმნის.
08/03/2026
დმანისის მუნიციპალიტეტის სერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამაზ ადუაშვილმა, მოადგილესთან ვიქტორ ქრისტესიაშვილთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თანამშრომელ ქალბატონებს 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ქალბატონებს მადლობა გადაუხადეს ყოველდღიური შრომის, პასუხისმგებლობისა და სამსახურისადმი ერთგულებისთვის და ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვეს.
28/02/2026
Ge\Az ❄️🚜 გადაადგილება შეზღუდულია
ამინდის რთული პირობების გამო მუნიციპალიტეტში გადაადგილება შეზღუდულია. ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა ძლიერი თოვის გამო უკვე გაწმენდილი გზებიც ხელახლა იფარება და გადაადგილება კვლავ რთულდება.
👉 გთხოვთ, თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან და იმოძრაოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
Ge\Az ❄️🚜 Hərəkət məhdudlaşdırılıb
Çətin hava şəraiti səbəbindən bələdiyyə ərazisində hərəkət məhdudlaşdırılıb. Yolların təmizlənməsi işləri intensiv şəkildə davam etdirilir, lakin güclü qar yağması səbəbindən artıq təmizlənmiş yollar yenidən örtülür və hərəkət yenidən çətinləşir.
👉 Xahiş edirik, hərəkətdən çəkinəsiniz və yalnız zəruri hallarda yola çıxasınız.
25/01/2026
❄️🚜 გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
დმანისის მუნიციპალიტეტში, ამინდის პირობების მიუხედავად, ყველა ძირითადი მიმართულებით გრძელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და ინტენსიურად მუშაობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო გადაადგილება.
👉 გთხოვთ, გადაადგილდეთ სიფრთხილით და მხოლოდ შესაბამისი (ზამთრის) საბურავით აღჭურვილი ავტომობილებით.
19/01/2026
❄️🚜 გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ამინდის პირობების მიუხედავად, დმანისის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სპეციალური ტექნიკა ადგილზეა და მუშაობს ყველა მიმართულებით.
👉 გთხოვთ, გადაადგილდეთ სიფრთხილით და მხოლოდ შესაბამისი საბურავით აღჭურვილი ავტომობილებით.
ჩვენი მთავარი მიზანი თქვენი უსაფრთხოებაა.