30/05/2026
📣 დმანისელო ახალგაზრდებო, გელით ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩვენებაზე - PSG vs Arsenal
🗓 30 მაისი
🕑 20:00 საათი
📍დმანისის ცენტრალური სკვერი
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბირო / Youth Council, Public & Government Service, ქ. დმანისი ვაჟა ფშაველა_დმანისის ახალგაზრდული სივრცე, Dmanisi.
30/05/2026
📣 დმანისელო ახალგაზრდებო, გელით ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩვენებაზე - PSG vs Arsenal
🗓 30 მაისი
🕑 20:00 საათი
📍დმანისის ცენტრალური სკვერი
🚀 პროექტის „გაიცანი წარმატებული დმანისელი ახალგაზრდა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ ახალგაზრდა იურისტს - მარიამ ჩხვიმიანს, რომელიც გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, პროფესიულ გზასა და წარმატების ისტორიას. მისი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახულობა და შრომა წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
📣 ახალგაზრდებო, არ გამოტოვოთ საინტერესო შეხვედრა მოძღვართან.
29 მაისს
17:00 საათზე
დმანისის ახალგაზრდულ სივრცეში
ასე იქმნებოდა ძეგლი ❤️
❤️
გაიცანით მხატვარი და არქიტექტორი- გიორგი გიორგაძე ❤️
შემოქმედი, რომელმაც საკუთარი ხედვა, ემოცია და სათქმელი ქანდაკებაში გააერთიანა.
გიორგი მხატვრობის და არქიტექტურის სინთეზით ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც მხოლოდ ვიზუალური არ არის- თითოეულ მათგანში ისტორია, განცდა და იდეაა ჩადებული.
მისი შექმნილი ქანდაკება განსაკუთრებული სიმბოლიზმითა და შინაარსით გამოირჩევა. საინტერესოა ისიც, რომ ნამუშევარს სახელწოდება არ აქვს- როგორც გიორგი ამბობს, მას სურს, თითოეულმა მნახველმა ქანდაკებას საკუთარი ემოციითა და აღქმით „დაარქვას“ და ინდივიდუალურად შეიგრძნოს მისი მთავარი სათქმელი.
გიორგისთვის ხელოვნება მხოლოდ პროფესია არ არის- ეს არის საკუთარი სათქმელის, ემოციისა და თავისუფლების გამოხატვის გზა.
26/05/2026
გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
ეს დღე გვახსენებს თავისუფლებისთვის ბრძოლას, ერთიანობასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას გვაკისრებს. სწორედ ახალგაზრდები ხართ ის ძალა, რომელიც ქმნის თანამედროვე, განვითარებულ და ძლიერ საქართველოს.
იყავით აქტიურები, მიზანდასახულები და არ შეგეშინდეთ ცვლილებების. თქვენი იდეები, ენერგია და ჩართულობა ჩვენი ქვეყნის მთავარი ძალაა.
გისურვებთ წარმატებას, თავისუფალ და ღირსეულ მომავალს!
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ❤️🇬🇪
აბა, რას ფიქრობთ თქვენ ?
22/05/2026
ჩვენი გუნდი ❤️
ახალგაზრდებო, წინ გველის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც თქვენთან ერთად განვახორციელებთ❤️