შეხვედრის ადგილი / Meeting Place

შეხვედრის ადგილი / Meeting Place

Share

მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაცია

01/01/2026

დღეს პროტესტის მე-400 დღეა!

აქციით, სუფრით, ჩხუბით, თამაშით, გინებით, ლოცვით, ყვირილით, დუმილით, ცეკვით, სიმღერით, დოლით, სტვენით, მარშით, დგომით, გზის გადაკეტვით, ცოცხალი ჯაჭვით, ნიღბით, უნიღბოდ, დროშით, ქოლგით, შიმშილით, ცეცხლით, გაფიცვით, ფ ო ი ე რ ვ ე რ კ ი თ...

ყველა გზით ვცადეთ!

ბრძოლა გრძელდება!

გილოცავთ ახალ წელს!

03/12/2025

ქვემო ქართლის პროტესტის 1 წელი 🇬🇪🇪🇺
ბრძოლა გრძელდება ✊

#არარუსულმთავრობას #პროტესტი #დმანისი #რუსთავი #მარნეული #ბოლნისი #გარდაბანი #თეთრიწყარო #წალკა

03/10/2025

შეხვედრის ადგილი
-
რუსთაველი

18/07/2025

რაც შეეხება თვითმართველობის არჩევნებს...

#ცეცხლიოლიგარქიას

Inspired by Ai Weiwei

📷Lasha Chkhvimiani
🎸Vakhtang Kantaria (VAQO)

25/05/2025

🔥 ბრძოლა გრძელდება!
✊ ერთობით გავიმარჯვებთ!

ქვემო ქართლი გილოცავთ
დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪

შევხვდებით რუსთაველზე 🇪🇺

Mübarizə davam edir!
️Birlik olub qalib gələcəyik!

Kvemo kartli azadlıq günü münasibətilə sizi təbrik edir!
Rustavelidə görüşəcəyik!

🎥 Ezz Gaber Manuchar Chachanidze

04/04/2025

ქვემო ქართლის მარშის მანიფესტი, 100 კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ, პარლამენტთან ხმამაღლა უნდა წაგვეკითხა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ქაშვეთის ეზოში ჩუმად, ლოცვასავით წავიკითხეთ.

ღმერთო, შეისმინე ჩვენი ლოცვა და გაათავისუფლე საქართველო!

,,მოვდივართ დმანისიდან, პირველი ადამიანის, პირველი ევროპელების სამშობლოდან, შემოგვიერთდა ბოლნისი, ევროპისკენ პირველი გზის გამკვალავის, სულხან-საბას სამშობლო, შემოგვიერთდა მარნეული, პირველი ღვინის და ბორჩალოური ხალიჩების სამშობლო. ბევრი სიამაყე აქვს ჩვენს რეგიონს და ყველაფერი ეს დღეს დასაცავი გვაქვს!

გზად შემოგვიერთდა თეთრიწყარო, წალკა, გარდაბანი, რუსთავი, გავერთიანდით და დღეს ქვემო ქართლი მოვიდა რუსთაველზე ერთობის ძალით დამოუკიდებლობის დასაცავად! სამართლიანობის დასაცავად, საერთო კეთილდღეობის, უფლებების და თანასწორობის დასაცავად!

ჩვენი მარში აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს, სხვადასხვა პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს. ჩვენ ერთიანები ვართ უსამართლობასთან ბრძოლაში, ვგმობთ ძალადობას, დევნასა და რეპრესიებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ამ ხანგრძლივ ბრძოლაში ყველაზე მეტად სოლიდარობის, თანადგომისა და ერთობის ხმა გაგვაძლიერებს.

რეგიონებს მუხტი, თბილისის პროტესტიდან გადმოედო, ეს მუხტი გაღვივდა, გაძლიერდა და ახლა ქვემო ქართლი ჩამოვიდა თბილისის გასაძლიერებლად. ეს ბრძოლა რუსთაველზე უნდა გადაწყდეს, ჩვენი მტკიცე, ურყევი და მშვიდობიანი ერთობით.

მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით გადავლახეთ 100 კილომეტრი, მთელი 3 დღე მტკიცე ნაბიჯებით მოვდიოდით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად!

კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი ძალა ამ არაძალადობრივი გზით.

ვაჩვენეთ, რომ არ გავჩერდებით, ვაჩვენეთ, რომ არ დავღლილვართ, რომ უწყვეტი პროტესტის 124-ე დღესაც შეგვიძლია 100 კილომეტრი ფეხით გავიაროთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის!

100 კილომეტრის მანძილზე გავიარეთ 4 ქალაქი, 20-მდე სოფელი და ყველა სახლთან, ყველა ჭიშკართან შევძახეთ - საქართველო ადექი, აჯანყდი უსამართლობის წინააღმდეგ!

არ წყდებოდა მანქანებიდან მხარდასაჭერი ,,სიგნალები", იშვიათი იყო ისეთი სახლი, ჭიშკარი, ფანჯარა, ჩვენს შეძახილებს რომ არ შემოერთებოდა იქიდან ხალხი, არ დარჩა მარნეულში ჩაიხანა, რომ არ შევეპატიჟეთ, არ ეგუება ხალხი უსამართლობას, არ ჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე!

ერთობის ძალით ვითხოვთ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას! ახალ, სამართლიან არჩევნებს! ახალ, ჰუმანურ და დემოკრატიულ სახელმწიფოს!

ეს სახელმწიფო ახლა იბადება, ასეთ სახელმწიფოს ახლა ვქმნით ჩვენი ერთობით, ჩვენ ასეთი ერთიანები არასდროს ვყოფილვართ! ამ ერთობით გავიმარჯვებთ!

გავიმარჯვებთ სახელოვნად!"

31/03/2025

შემოგვეგება რუსთავი-გარდაბანი!
ქვემო ქართლის ერთობა შედგა!
ერთობით მოვდივართ რუსთაველზე დამოუკიდებლობის დასაცავად!

ვისაც ჩვენთან ერთად გინდათ პარლამენტთან მიხვიდეთ, არჩევნების გამმყალბებელი ,,ქართული ოცნების" ოფისთან შეგხვდებით 19:00-ზე ✊

31/03/2025

შემოვედით თბილისში!

90 კილომეტრი გადალახულია!

მოვდივართ რუსთაველისკენ ✊

31/03/2025

📣 არ წყდება მანქანებიდან მხარდასაჭერი ,,სიგნალები", იშვიათი იყო ისეთი სახლი, ჭიშკარი, ფანჯარა, ჩვენს შეძახილებს რომ არ შემოერთებოდა იქიდან ხალხი, არ დარჩა მარნეულში ჩაიხანა, რომ არ შევეპატიჟეთ, არ შეეგუება ხალხი უსამართლობას, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე!

17:00-ზე ფონიჭალაში შეგხვდებით ✊
19:00-ზე ორთაჭალაში ,,ოცნების" ახალ ოფისთან ✊
20:30-ზე რუსთაველზე შემოვალთ ერთობით დამოუკიდებლობის დასაცავად ✊

31/03/2025

ცეცხლი ოლიგარქიას ⚡

1 საათში თბილისში შემოვალთ ✊

31/03/2025

ფეხის კუნთებიც გვტკივა, სახსრებიც, წყლულებიც გაგვიჩნდა, გაწვიმდა, მაგრამ გვირჩევნია ეს დისკომფორტი და ტკივილი ავიტანოთ ახლა, ვიდრე გავჩუმდეთ და მერე ამ სიჩუმის და უმოქმედობის გამო უფრო მწარე ტკივილის ატანა მოგვიწიოს; ტკივილის, რასაც თავისუფლების დაკარგვის ტკივილი ჰქვია, დემოკრატიული ქვეყნის დაკარგვის ტკივილი ჰქვია!

17:00-ზე ზემო ფონიჭალაში ვიქნებით.
19:00-ზე ორთაჭალაში, ,,ოცნების" ახალ ოფისთან.
20:00-ზე რუსთაველზე შემოვალთ დამოუკიდებლობის დასაცავად.

ერთობით გავიმარჯვებთ 💖
ვიმოქმედოთ სანამ დროა ✊

Want your business to be the top-listed Government Service in Dmanisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


9 აპრილის ქუჩა N11
Dmanisi
1700