დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall

Share

დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ?

დმანისი მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუ

05/05/2026
Photos from დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall's post 01/05/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი გოგონათა საფეხბურთო გუნდს შეხვდნენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადასცეს.

,,აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.

შეხვედრას ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის დირექტორი დავით ჩხვიმიანი და გოგონათა გუნდის მწვრთნელი გეგი აბრამიშვილი ესწრებოდნენ.

Photos from ქვემო ქართლის მხარე's post 01/05/2026
Photos from დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall's post 30/04/2026

თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს მათ განსაკუთრებულ როლს საზოგადოების საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

„თქვენი შრომა, რომელიც წიგნიერების პოპულარიზაციას ემსახურება, ფასდაუდებელია. გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ენერგიას და ბევრ ერთგულ მკითხველს,“- აღნიშნა მათთან შეხვედრისას კობა მურადაშვილმა.

30/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტები დაათვალიერა.

Photos from დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall's post 29/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად კომპანია RMG-ის საწარმოო ობიექტები დაათვალიერა.

თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს 4 თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, რომლებიც მდინარეების ფოლადაურის, კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურებისგან დაცვას უზრუნველყოფს. დაათვალიერეს მე-2 სანაყაროზე განხორციელებული გამწვანების სამუშაოები და გაეცნენ კომპანიის სანერგე მეურნეობის ოპერირების პროცესს. კომპანიამ წარმოადგინა მტვერდამჭერი სისტემები და გზების მორწყვის სპეციალური მექანიზმები, რომლებიც მავნე ნივთიერებების გაფრქვევას უშლის ხელს.
ასევე დაათვალიერეს მშრალი კუდსაცავის ახალი პროექტი, რაც ნარჩენების მართვის უფრო უსაფრთხო მეთოდია.

გასვლითი ღონისძიება არემჯის და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით დაიგეგმა და მისი მიზანი იყო კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის.

25/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს 3 თვიან პროექტს - „შემოქმედებითი კლუბი“.

პროექტი განკუთვნილია დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12-14 წლის ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს შემოქმედებითი უნარების განვითარებას, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან სამ ძირითად მიმართულებაში:
არქიტექტურული მოდელირება, ქანდაკება (ძერწვა) და ფერწერა. სწავლება განხორციელდება პრაქტიკულ ფორმატში, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერის ხელმძღვანელობით.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმის საშუალებით:
https://forms.gle/E3CQQZbe8AJSb6fMA

რეგისტრაცია ხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 აპრილი

Photos from დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall's post 24/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მერმა, მათთან სოციალური პროგრამები და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

კობა მურადაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია საქმიანობას მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად განახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ღონისძიებები ერთობლივად დაგეგმეს.

Photos from დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall's post 23/04/2026

დმანისის მუნიციპალიტეტმა უსინათლო მოქალაქეებს მოლაპარაკე ტაქტიკური საათები გადასცა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მკვეთრად გამოხატული უსინათლო სტატუსის მქონე 18 ადგილობრივ მოქალაქეს, მერიის სახელით სპეციალური მოლაპარაკე (ტაქტიკური) მაჯის საათები გადასცა.

კობა მურადაშვილის განცხადებით, ღონისძიება მუნიციპალიტეტის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებაა.

Photos from დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall's post 22/04/2026

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების, სერვის ჯგუფის და ა(ა) იპ სამსახურების თანამშრომლების მიერ დასუფთავდა საპიკნიკე სივრცეები და საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია.

მსგავსი ღონისძიებების მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს.

Photos from დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall's post 21/04/2026

21 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სკრინინგის უფასო აქცია გაიმართა.

​ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა მოქალაქეებმა უფასოდ ჩაიტარეს ​ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, B და C ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის სკრინინგი.

​მოსახლეობას ასევე საშუალება ჰქონდა, გაევლო სხვა არაგადამდები დაავადებების პრევენციული შემოწმება.

​აქცია მიზნად ისახავდა დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობას.

Want your business to be the top-listed Government Service in Dmanisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


წმინდანინოს #41
Dmanisi
1700