დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

Share

https://dusheti.gov.ge/ - დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი

03/06/2026

მლეთაში ლომისობის დღესასწაული აღინიშნა.

Photos from დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია's post 03/06/2026

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან ბესიკ ბიჩნიგაურთან და თამაზ ფოლოდაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან ერთად, სოფელ მლეთაში, ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა.

„ვულოცავ ლომისობის დღესასწაულს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მლოცველებსა და სრულიად საქართველოს. ლომისის წმინდა გიორგის მადლი და მფარველობა იყოს თითოეული ოჯახის, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი ქვეყნის შემწე და დამცველი“, — განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

03/06/2026

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ლომისობის დღესასწაულს!

01/06/2026

5 ივნისს, 14:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის ცენტრალურ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

პატარებს ელოდებათ:
▪️ დიდი და გასაბერი ბატუტები
▪️ საპნის ბუშტების შოუ
▪️ ექსპერიმენტების შოუ
▪️ დრამერების შოუ
▪️ ანიმატორები და ზღაპრის პერსონაჟები
▪️ ტრანსფორმერები
▪️ სახეზე ხატვა
▪️ კარიკატურისტები
▪️ ოჩოფეხები
▪️ საბავშვო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით
▪️ და კიდევ უამრავი სახალისო აქტივობა;

დასწრება თავისუფალია!

01/06/2026

5 ივნისს, 10:00 საათიდან, ქ.დუშეთში, სსიპ საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილია ძუძუს კიბოს სკრინინგის აქცია 40-70 წლის ქალბატონებისთვის.

სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე.

სკრინინგი ხორციელდება თბილისის ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მამომობილისა და ამავე ცენტრის მაღვალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით.

სამედიცინო აქცია გაიმართება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

მსურველებისთვის ამოქმედდა რიგების მართვის მოდული - ჯავშანი.

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 595 79 38 91; 595 00 08 98

01/06/2026
Photos from დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია's post 28/05/2026

დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა.

შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მერის მოადგილეები — ბესიკ ბიჩნიგაური და თამაზ ფოლოდაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ასლამაზიშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ რეგიონულ კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

შემოქმედებითი საღამო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მცხეთა-მთიანეთის დელეგატისა და მუნიციპალიტეტების მერების ინიციატივით, პირველად 2025 წლის 27 მაისს ჩატარდა და ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიებას გასულ წელს ქალაქმა მცხეთამ, ხოლო მიმდინარე წელს ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა.

Photos from დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია's post 26/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, პირველი მოადგილე გიორგი ასლამაზიშვილი, მოადგილე გვანცა ესტატიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც გვახსენებს თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ჩვენი წინაპრების თავდადებას. დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ.“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

ღონისძიების ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული აქტივობები მიმდინარეობდა. მათ შორის გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

26/05/2026

27 მაისს, 17:00 საათზე, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი რეგიონული კონცერტი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

დასწრება თავისუფალია!

Want your business to be the top-listed Government Service in Dusheti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


რუსთაველის ქ. №27
Dusheti
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00