მ.წ 12 აგვისტოს ქ. სოხუმში გაიმართა, რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლქვეშ მყოფი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, კულტურული ფონდი ,,სამართლიანობა, კეთილდღეობა და განვითარები“ -ს ორგანიზებით (დირექტორი ოლეგ იურჩენკო) სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრის მონაწილეები იყვნენ: აფსუა სეპატარისტების ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ დბარი, ე.წ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა, რუსეთის ელჩი აფხაზეთში ალიქსეი დვინიანინი, აფხაზეთში რუსეთთან თანამშრომლობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვადიმ ჩეხა, ჟურნალისტთა კავშირის თავჯდომარე რუსლან ხაშიგი, აფხაზეთში მოქმედი სხვადასხვა რუსული სათვისტომოების საზოგადოებრივი (კაზაკთა) ორგანიზაციები, ასევე გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინე ფილია, სხვადასხვა საინფორმაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები. განხილვის მთავარი თემა იყო ,,აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომი და ამ ომის აღსაკვეთად განსახორციელებელი მექანიზმების შემუშავება. მათი თქმით ,,გალის რაიონის მკვიდრები იმყოფებიან საქართველოს საინფორმაციო პროპაგანდისტული საშუალებების გავლენის ქვეშ და იდეოლოგიურად ჯერ კიდევ იმყოფებიან ქართულ სივრცეში,, ასევე ითქვა, რომ გალელი ახალგაზრდები ,,ქართული პროპაგანდის ზეგავლენით“ უმაღლესი განათლების მისაღებად ირჩევენ საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს, რაც მათი როგორც სპეციალისტების უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს, ხოლო დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ,,სპეციალისტების,, აფხაზეთში დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ამ ,,მოვლნის“ საწინააღმდეგოდ გალის რაიონის ადმინისტრაციამ განახორციელე მთელი რიგი ,,იდოლოგიური“ სამუშაოები, თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის. ამისთვის საჭიროა ეფექტური მექანიზმების შემუშავება, რომელიც საბოლოოდ ზეგავლენას იქონიებს გალის რაიონის მკვიდრების შეხედულებაზე, გახდნენ პროაფხაზური საზოგადოების ნაწილი. იდეოლოგიური პროპაგანდისტული ღონისძიების ერთ-ერთ მექანიზმად დასახელდა, გალის რაიონში სატელევიზიო არხების მეშვეობით პროპაგანდისტული გადაცემების შეუფერხებელი მაუწყებლობა, სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო მეთოდოლოგიური სამუშაოების განხორციელება. როგორც ცნობილია გალის რაიონში მაუწყებლობს სეპარატისტების პროპაგანდისტული ტელევიზია (გალ.ტვ.), რომელიც მაუწყებლობს ,,ანალოგის სიხშირეზე“, საინფორმაციო ქრონიკები გადის კვირაში ერთხელ. როგორც ზემოთ ხსენებული შეხვედრიდან გახდა ცნობილი, შესაძლებელია უახლოეს მომავალში, აღნიშნულ რაიონში პროპაგანდისტული არეალის გაფართოებისა და ინფორმაციების უკეთ გავრცელების მინზით, გალის ტელევიზია გადავიდეს ,,ციფრულ მაუწყებლობაზე“ , რომლის ტექნიკური უზრუნველყოფას განახორციელებს რუსული მხარე.
როგორც ავღნიშნეთ, აღნიშნულ თემებს ამ მიმართულებით კურირებენ რუსეთის სპეცსამსახურები, მათი სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით, რომლის მთავარი მიზანია არ დაუშვას აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე ფორმით ,,ალტერნატიური“ ანტირუსული იდეოლოგიის წარმოშობა. ხოლო თავის მხრივ აფსუა სეპარატისტებისათვის მთავარი და სტრატეგიულ ამოცანის განხორციელებაში დახმარება, გალის რაიონის მოსახლეობის ,,იდეოლოგიური დამორჩილება“, მათი ეთნიკური იდენტობის დათრგუნვა. და ა.შ.
ქ. გალი 2020 წელი 12 აგვისტო
Union of Colchian Patriots
ჩრდილოეთ ეგრისი ქ. გალი (სამურზაყანო)
ჩვენ ვართ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე,კერძოდ გალის რაიონში მცხოვრები პატრიოტი მეგრელები, რომლებიც არ ვეგუებით ჩვენს ისტორიულ ეთნიკურ ტერიტორიაზე აფსუათა და რუსთა ბატონობას, ჩვენი მიზანია გავანთავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები ოკუპანტებისაგან და აღვადგინოთ ისტორიული ეგრისის ტერიტორიული საზღვრები. ხოლო ჩვენი საბოლო მიზანს წარმოადგენს საქართველოს ერთიან სახელმწიფოში გაერთიანება. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით და კიდევ დიდხანს ვიბრძოლებთ, თაობიდან თაობამდე, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. იცოდეს მტერმა, მეგრელები არასოდეს შევეგუებით ჩვენი მიწაწყლის დაკარგვას და სხვათა ბატონობას! გუმორძგუა სამარგალოს, გუმორძგუა მარგალეფს! ჩქი წოხოლე დიდ ბრძოლა მელუნა! ჩქი ვორეთ მარგალეფ დო ჩქი ვორეთ საქორთუო!!!
კოლხ პატრიოტთა კავშირი
ქ. გალი (სამურზაყანო)
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Address
Gali
