11/09/2021
აუცილებლად წასაკითხი!
იფ, რა გემრიელია! - როგორ ვჭამთ ყოველ კვირა ერთ პლასტიკურ ბარათს
როდესაც ცელოფანში შეფუთულ საკვებს ვყიდულობთ, ან სახლში ქაღალდის პარკით ახალშეძენილი პერანგი მიგვაქვს, გვგონია,...
08/09/2021
‼️რატომ უნდა შევწყვიტოთ ერთჯერადი ნივთების მოხმარება ახლავე? / Why do we all need to stop using single-use things right now?⁉️
[For English please scroll down]
ჩვენ სულ ვიმეორებთ, რომ ყველამ უნდა შევწყვითოთ ერთჯერადი ნივთების მოხმარება. მაგრამ დღეს გვინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი გაგიზიაროთ:
♻️ მსოფლიოში ყოველწლიურად 300 მილიონი ტონა პლასტმასა იწარმოება. რეალურად ამ რაოდენობის მხოლოდ 9 % გადამუშავდება, ხოლო 2 % ეფექტიანად გადამუშავდება (მაგალითად, როცა პლასტმასას ბოთლი გადამუშავებული პლასტმასას ბოთლისაგან მზადდება).
🔥 წარმოებული პლასტმასას ნახევარი ერთჯერადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი - ცოტა ხანს მოვიხმართ და ვყრით.
🐠 მეცნიერების შეფასებით, 2050 წლისთვის ოკეანეში არსებული პლასტმასას ჯამური წონა თევზისას გადააჭარბებს.
🥴 ზღვის თითქმის ყველა თევზი და მოლუსკი, ისევე, როგორც ზღვის მარილი შეიცავს მიკროპლასტმასას. მათი მოხმარება ზრდის ონკოლოგიური და ენდოკრინული პრობლემების რისკს.
🎣 ყოველწლიურად პლასტმასათი დაბინძურების შედეგად 100 მილიონი ზღვის ბინადარი იხოცება. პლასტმასათი დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა ბიომრავალფეროვნებისათვის.
🚛 ყოველწლიურად წარმოებული 78 მილიონი ტონა პლასტმასას შეფუთვის 32 % ოკეანეებში რჩება; წარმოიდგინეთ, რომ ყოველ წუთს ოკეანეში იყრება ერთი სატვირთო მანქანა პლასტმასა - რაოდენობა იგივეა.
🛢 ერთჯერადი ნივთების დამზადებაზე იხარჯება დედამიწის ამოწურვადი რესურსები. პლასტმასა მზადდება ნავთობისგან. ქაღალდის ერთჯერადი ნივთები კიდევ უფრო უარესია: მათ შესაქმნელად იჭრება ხეები და იხარჯება გაცილებით მეტი წყალი და ენერგია. ქაღალდის ჭიქა ან საწრუპი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გამოიყენება, რაც ნამდვილად არ არის მათ დასამზადებლად დახარჯული რესურსის საპირწონე.
☢️ პლასტმასა ტოქსიკურია. ახალი კვლევით დადგინდა, რომ გავრცელებული პლასტმასას შემცველობაში არსებული ქიმიკატების მეოთხედი შეიძლება მავნე იყოს ჯანმრთელობისათვის. პლასტმასას შემცველობაში არსებული ყველაზე ცნობილი მავნე ნივთიერებებია ბისფენოლ-ა და სტირენი, მაგრამ ზიანი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
უარი თქვით ერთჯერად მოხმარებაზე! შეზღუდეთ გამოყენებული პლასტმასას საშუალო რაოდენობა. გადადით მრავალჯერადი მოხმარების ნივთებზე. გაეცანით ჩვენს სხვა პოსტებს მეტი ინფორმაციისათვის.
სთხოვეთ თქვენს საყვარელ ბრენდებს, შეცვალონ შეფუთვის ფორმა. რაც უფრო მეტი ადამიანი იმოქმედებს, მეტ ცვლილებას მივიღებთ. 💪🏻
We are constantly repeating that we all need to stop using single-use things. Today we wanted to share with you few reasons why it is so important:
♻️ Globally, we produce 300 million tons of plastic each year. Only 9% of this amount is actually recycled, only 2% is effectively recycled (i.e. when a new plastic bottle is made from recycled plastic bottles).
🔥 Half of all produced plastic is for single-use. It is briefly used and then thrown away (but there is no away).
🐠 Scientists estimate that there will be more plastic than fish in the ocean by weight in 2050.
🥴 Almost all marine fish and shellfish, as well as sea salt contain microplastics. When we consume it we increase the risk of oncological and endocrine problems with our health.
🎣 100 million marine animals die each year from plastic waste. Plastic pollution is one of the main threats to marine biodiversity.
🚛 32% of the 78 million tons of plastic packaging produced annually is left to flow into our oceans; the equivalent of pouring one garbage truck of plastic into the ocean every minute.
🛢 Single-use stuff uses finite Earth resources. Plastic is made from oil. But paper single-use things are even worse: they require trees to be cut and significantly more water and energy in the process. The goal of using paper cup or paper straw for an average 15 minute is definitely not worth all the resources that are used to make them.
☢️ Plastic is toxic. A new study finds that a quarter of the chemicals in common plastics could be harmful to you. The most well-known harmful chemicals used in plastic are Bisphenol-A and Styrene but the harm is not limited by only these.
Refuse single-use! Reduce the average amount of plastic you use. Swap for reusable options. Scroll our feed for more advice.
Ask your favourite brands to redesign packaging. The more people act the more changes we will see. 💪🏻
Image from Pirosmani Celofani project. Creative director Mariam Pesvianidze, photographer Anya Kholina, set designer Аня Горбас, model Niko Kartozia
10/05/2021
ბუნებასთან დაახლოებული ადამიანები ზრუნავენ მასზე
29/03/2021
https://www.facebook.com/101823779896820/posts/3859214227491071/
🌊🥤 ოკეანეებში მოხვედრილი ნარჩენების 80% პლასტმასის ნარჩენებია, რაც ყოველ წელს მილიონზე მეტი ზღვის ბინადრის სიკვდილის მიზეზი ხდება. ზღვის ბინადრები ხშირად პლასტმასის ნარჩენებში ებლანდებიან ან პლასტმასის ნარჩენებით იკვებებიან, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს კუჭის ტევადობას და საბოლოოდ ცხოველის სიკვდილს იწვევს.
მსოფლიოში ნარჩენების არაერთი მცურავი კუნძული არსებობს; მაგალითად, წყნარ ოკეანეში არსებული ნარჩენების კუნძული ფართობით სამჯერ აღემატება საფრანგეთს. UNEP-ის გათვლების თანახმად, ოკეანეების პლასტმასით დაბინძურების ეკონომიკური ზარალი 8 მილიარდ დოლარს უდრის.
Emblas პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, შავ ზღვაში მოხვედრილი ნარჩენების 83% - ს პლასტმასა შეადგენს.
🇳🇴 🇬🇪 საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროსა და CENN მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის (პნპეპ) შემუშავება მიმდინარეობს. პროგრამის ძირითად მიზანს პლასტმასის ნარჩენების პრევენცია და შესაბამისად, გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება წარმოადგენს.
🌊🥤 80% of the waste found in the oceans is plastic waste. Over a million sea animals die from plastic pollution in the ocean either from entanglement of indigestion.
There are several floating garbage patches in the oceans across the world, the great pacific garbage patch for example is three times the size of France. UNEP estimates that damage to marine environments is at least USD 8 billion per year globally.
According to the research done within the environmental monitoring project by Emblas, in Georgia, 83% of the waste found in the black sea is plastic waste.
🇳🇴 🇬🇪 In Georgia, the Ministry of Environmental Protection and Agriculture and the environmental organisation CENN, with the support of the Norwegian Ministry of Foreign Affairs, are developing a National Plastic Waste Prevention Program (NPWPP). The main goal of the program is to reduce plastic waste and, consequently, to reduce the damage to the environment.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Norwegian Embassy in Tbilisi
17/03/2021
https://www.facebook.com/101823779896820/posts/3823847104361117/
🌎 მსოფლიოში წარმოებული 8.3 მილიარდი მეტრული ტონა პლასტმასიდან 6.2 მილიარდი უკვე ნარჩენად იქცა, მხოლოდ 9% გადამუშავდა, 79% კი ან ნაგავსაყრელებზე განთავსდა ან გარემოში მოხვდა, მათ შორის ოკეანეებში.
❗️ გარემოში მოხვედრილი პლასტმასის ნარჩენები გარემოს საუკუნეებით აბინძურებს და საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე ცხოველებს, ფრინველებსა და ზღვის ბინადრებს.
🌎 Globally, of the 8.3 billion metric tons of plastic that has been produced, 6.3 billion metric tons has become waste, only 9% has been recycled and 79% is accumulating in landfills or sloughing off in the natural environment as litter.
❗️ Plastic waste pollutes the environment for centuries and poses threats to human health and the wildlife.
Norwegian Embassy in Tbilisi
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
12/02/2021
🚫🔻დროშები, დროშები ჩქარა!
01/02/2021
❗არ დაწვა ნაგავი
ფოთლების, თივის, პლასტმასას და სხვადასხვა შეფუთვის, რეზინის, შეღებილი ფიცრების და სხვა ნარჩენების ბოლი სერიოზულ ზიანს აყენებს თქვენი და თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ნარჩენების წვის დროს ჰაერში გამოიყოფა მომწამვლელი აირები. ისინი ვრცელდება ასობით მეტრის მანძილზე, ამიტომ ერთი კოცონის ბოლმაც კი შეიძლება რამდენიმე ადამიანი მოწამლოს.
ნუ ჩაუვლით გვერდით ნარჩენების ან ფოთლების წვის კერას, გადაარჩინეთ სიცოცხლე! ❤
✔️ დარეკეთ ცხელ ხაზზე 153
✔️ გადაიღეთ ვიდეო
✔️ გაუგზავნეთ გვერდს ჩემი ქალაქი მკლავს
✔️ ატვირთეთ ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" https://www.facebook.com/groups/433242727252688
✔️ აუხსენით ადამიანს, რატომ არ შეიძლება ნარჩენების და ფოთლების დაწვა, და თხოვეთ დაუყოვნებლიც ჩაქრობა.
✔️ მიაწოდეთ ადამიანს ბუკლეტი (ბუკლეტის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენ)
‼️ გამოიჩინეთ სიფრთხილე, ჩაქრობისას არ ჩაისუნთქოთ ბოლი. ერთხელ ჩასუნთქვამაც კი შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე!
#არდაწვანაგავი #არდაწვაფოთლები #ნაგვისდაწვაკლავს