გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall, Government Organization, დავით აღმაშენებლის №127, Gardabani.

მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს დავალებების შესრულებას.

ვრცლად: gardabani.gov.ge

Photos from გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall's post 04/06/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ზაზა კვიციანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ, ილია ჯალაღანიასთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე, რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, სოფელ მარტყოფსა და ვაზიანში, ჯამში 12 372 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 10 125 864 ლარს შეადგენს. პროექტები ითვალისწინებს როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზების სრულ განახლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს.

მიმდინარე სამუშაოებს მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნენ სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
🌐https://gardabani.gov.ge/gardabnis-munitsipalitetsi-mimdinare-inphrastruqturuli-proeqtebi/

#გარდაბნისმუნიციპალიტეტისმერია2026
დავით კარგარეთელი / Davit Kargareteli

Photos from გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall's post 02/06/2026

ქალაქ გარდაბნის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.

პატარების საზეიმო განწყობაზე ანიმატორთა ჯგუფმა „უჯმა და ბავშვები“ იზრუნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზა.

პარკში სპეციალურად მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, ჩატარდა კოსტიუმირებული მსვლელობები, შესრულდა ილუზიონისტებისა და ჟონგლიორების ნომრები, ასევე გაიმართა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.
მუსიკალური ნომრებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მუსიკალური სტუდიის - "Art Life“ წევრები წარდგნენ.

ღონისძიება ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე შალვა გურულიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

📌https://gardabani.gov.ge/bavshvtha-datsvis-saerthashoriso-dghe/

01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ნობათები გადაეცათ შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, აუტიზმის, მხედველობის დაქვეითების მქონე და ეტლით მოსარგებლე პირებს).
ნობათები ასევე მიიღეს სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულმა ბავშვებმა, მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებმა, ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრისა“ და მერიის „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებმა.
ამასთანავე, შშმ პირთა სოციალური დაცვისა და ბავშვის უფლებების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვები (დიაგნოზით: ლეიკემია, ეტლით მოსარგებლე, მხედველობა, სმენა ან მეტყველებადაქვეითებული) მიიღებენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით.

01/06/2026

2 ივნისს, ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ გარდაბნის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება.

დასაწყისი: 13:00

პატარების საზეიმო განწყობაზე იზრუნებენ „უჯმა და ბავშვები“.

პარკში სპეციალურად მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცეები, მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობები, შესრულდება ილუზიონისტებისა და ჟონგლიორების ნომრები, ასევე ჩატარდება გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.

მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეები, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები და მუსიკალური სტუდიის - "Art Life“ წევრები.

30/05/2026

სოფიკო კვანჭიანი მსოფლიოს ჩემპიონია!

მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში სოფიკო კვანჭიანმა (63 კგ) დააფიქსირა 120 კგ და გახდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი საქართველოდან!

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!

დავით კარგარეთელი / Davit Kargareteli

27/05/2026

„შემოიარე საქართველო 2026’’ იწყება!

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე სათავგადასავლო, მხიარული და ყველაზე შთამბეჭდავი პროექტის - „შემოიარე საქართველო“-ს 2026 წლის სეზონს იწყებს!

ეს პროექტი არის შესაძლებლობა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცხრამეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და იმოგზაურონ ჩვენი ულამაზესი ქვეყნის სრულიად გასაოცარ ადგილებში.

თუ ხარ გარდაბნელი, 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდა და გიყვარს მოგზაურობა, ეს პროექტი შენთვისაა!

მთელი ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაიმართება ერთი, ორ და სამ დღიანი ექსკურსია/ლაშქრობები:

14 ივნისი - ექსკურსია - ლაშქრობა (ჯომარდობა) ფშავში, 1-დღიანი ტური
20-21 ივნისი - ექსკურსია - ლაშქრობა (ჯომარდობა) ვარძიასა და ბორჯომში - 2-დღიანი ტური
1-2 აგვისტო - ექსკურსია-ლაშქრობა ყაზბეგი-ჯუთაში - 2-დღიანი ტური
7-8-9 აგვისტო - ექსკურსია - ლაშქრობა ზემო სვანეთში - 3-დღიანი ტური
14-15-16 აგვისტო - ექსკურსია-ლაშქრობა რაჭა-ლეჩხუმში-ქვემო სვანეთი - 3-დღიანი ტური
23 აგვისტო - ექსკურსია-ლაშქრობა ძამას ხეობაში 1-დღიანი ტური

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
557 19 38 07 - ირაკლი ტაბატაძე
593 11 95 50 - ნანიკო ფილფანი

მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/ZZgAbJ7LGftXXgNW6

ან დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
[email protected]

27/05/2026
Photos from გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall's post 26/05/2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა.

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

საზეიმო პროგრამა კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა.
მთელი დღის განმავლობაში, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცეები, ხოლო პატარებისთვის სპეციალური, შემეცნებით-გასართობი საბავშვო ზონა ფუნქციონირებდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოწვეულმა, ისე ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

📌https://gardabani.gov.ge/saqarthvelos-damoukideblobis-dghe/

დავით კარგარეთელი / Davit Kargareteli

Want your business to be the top-listed Government Service in Gardabani?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


დავით აღმაშენებლის №127
Gardabani
1300

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00