26/05/2026
ლელო - შიდა ქართლი
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" არის ახალი ძალა ცვლილებებისთვის.
26/05/2026
"ძლიერი საქართველო - ლელო"-ს ქარელის ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ტვ "თრიალეთს"
"ძლიერი საქართველო - ლელო"-ს ქარელის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქარელის საკრებულოს წევრი ზურაბ ლეკიშვილი ტელეკომპანია "თრიალეთს" სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, “თრიალეთი” ათეული წლები ემსახურებოდა შიდა ქართლის მოსახლეობას, მისთვის საჭირბოროტო საკითხებს აშუქებდა და დღეს, მის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებები ხელისუფლების მხრიდან რეგიონულ მედიაზე თავდასხმაა.
13/05/2026
გელა შარვაშიძე: "საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიისთვის ადგილს არ ტოვებენ"
ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველო - ლელოს" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გორის საკრებულოს წევრი გელა შარვაშიძე ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია "თრიალეთის" დახურვის მცდელობას.
"მაშინ, როცა სახელმწიფო პროპაგანდისტული არხები, მიუხედავად სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი ფინანსური დავალიანებისა, ფუნქციონირებას შეუფერხებლად აგრძელებენ, ტელეკომპანია "თრიალეთი" დასახურად ჰყავს გამზადებული ხელისუფლებას. საქართველოში
დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიისთვის ადგილს არ ტოვებენ. "თრიალეთს" ავიწროებს პრემიერ-მინისტრი, ავიწროებს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და რაც უნდა განზე დადგეს სახელმწიფო ამ პროცესისგან, ერთი რამ ფაქტია: ტელევიზია მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელსაც წინა ხელისუფლებაც ებრძოდა, დღეს ისევ დახურვის საფრთხის წინაშეა. რეგიონის მოსახლეობას კარგად ახსოვს ამ ტელევიზიის ობიექტური გადაცემები და სიუჟეტები ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე, ახსოვს ოპოზიციისთვის დათმობილი ეთერები, ახსოვს თანამშრომელთა თავდადება, როცა ტელევიზიას დღევანდელის მსგავსად უჭირდა.
ჩვენი სოლიდარობა ტვ "თრიალეთს"!
27/04/2026
ზურაბ ლეკიშვილი: "ვის მოვალეობაში შედის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მოვლა"?
ქარელის საკრებულოს სხდომაზე ზურაბ ლეკიშვილმა, "ძლიერი საქართველო - ლელოს” საკრებულოს წევრმა, ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედნების მდგომარეობის საკითხი დააყენა. მან სტადიონების მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და დაინტერესდა ვის მოვალეობაში შედის სტადიონების მოვლა. ლეკიშვილმა ამ საკითხში სიცხადის შეტანა მოითხოვა, რადგან სტადიონების გაკეთებაზე თავის დროზე სერიოზული თანხები დაიხარჯა, დღეს კი მათი მდგომარეობა სავალალოა და პრაქტიკულად გამოუყენებელია"
14/04/2026
მაია ახალკაცი - ხაშურის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო - ლელოდან"
რა არის პირადად ჩემთვის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება?
პირველ რიგში ეს ოპტიმიზმის საფუძველია ჩემთვის და იმედია, ოპტიმიზმის საფუძველი გახდება მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც კარგად ხვდება, რომ პუტინთან და ორბანთან მეგობრობა და დემოკრატიული ევროპისგან დისტანცირება სიკეთეს ვერ მოუტანს საქართველოს.
უნგრეთის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხალხის არჩევანს ძალა აქვს და დემოკრატიული პროცესები რეალურად მუშაობს.
უნდა ვირწმუნოთ ჩვენც და დავარწმუნოთ საზოგადოებაც, რომ ქვეყანაში ცვლილებები შესაძლებელია საზოგადოების აქტიურობით! ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია!
30/03/2026
გორში, ახლად რეაბილიტირებულ პუშკინის ქუჩაზე წყალმა ამოხეთქა. გზის რეაბილიტაციისთვის მთლიანობაში 650 000 ლარი დაიხარჯა.
"ძლიერი საქართველო - ლელოს" საკრებულოს წევრი გელა შარვაშიძე საკრებულოს კომისიის სხდომაზე, რომელსაც წყალკანალის წარმომადგენელიც ესწრებოდა, შექმნილი ვითარებით დაინტერესდა. კომისიის სხდომაზე წყალკანალის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გელა შარვაშიძე ადგილზე გაეცნო ვითარებას. “ სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს საათებში დასრულდება”- განაცხადა გელა შარვაშიძემ
27/03/2026
"ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საქართველოში საწვავის ფასები გაზარდა. 13 მარტის შემდეგ ფასები სხვადასხვა ტიპის საწვავზე დაახლოებით 10-დან 60 თეთრამდე გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ყოველდღიური არსებობისთვის სარგებლობს ავტომობილით. გარდა ამისა, საწვავის ფასის ზრდა აისახება პირველ რიგში სოფლის მეურნეობის პროდუქტზე და ასევე ჩვენს იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში მკვეთრად გაზრდის ინფლაციის რისკებს და დიდი ალბათობით, ფაქტობრივად, 99%-იანი სიზუსტით, ფასი გაიზრდება აბსოლუტურად ყველა ტიპის პირველადი მოხმარების პროდუქტზე.
საერთაშორისო ბაზარზე კრიზისს ბევრი ქვეყანა პასუხობს ან აქციზის შემცირებით, ან საწვავზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებით. მაგალითად, 8 მარტს სამხრეთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, ასეთივე დროებითი ზომები მიიღეს უნგრეთის და ხორვატიის მთავრობებმა ევროკავშირში. ამ გადაწყვეტილებით დიზელის და ბენზინის ფასი იქნება ფიქსირებულ ნიშნულზე შენარჩუნებული მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება ნავთობის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე.
"ქართულმა ოცნებამ" როგორც ყველაფერში, აქაც ზომების მიღება დააგვიანა, მაგრამ აუცილებელია ამ ზომების მიღება. ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ან შესანელებლად აუცილებელია, რომ მოვითხოვოთ დროებით საწვავის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ან აქციზის ფასის განახევრება აგრეთვე დროებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტისათვის ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 560 მილიონი ლარის შემცირებას გამოიწვევს, რისი დაბალანსებაც ცალსახად შეიძლება განსაკუთრებულად იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი ამბობს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა არის ექსელენტური და აქვს ძალიან დიდი პლუსი, შესაბამისად, 50-60 მილიონი ლარის თვეში დაბალანსება სავსებით შესაძლებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ მიიღონ საკუთარ თავებზე ის წნეხი, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა გამოიწვევს.
აქვე, შეუძლიათ, რომ შეამცირონ კორუფციული მიდგომები, შეამცირონ "სუსის" ბიუჯეტი, რომელიც პოლიტიკური პოლიციის გარდა სხვა ფუნქციას არ ასრულებს, შეამცირონ ის ბიუროკრატია, რომელიც ჭარბად ემსახურება ამ ხალხს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.
მოკლედ, ბურთი "ქართული ოცნების" ხელშია. საქართველოს მოქალაქეებს უკვე 60 თეთრით გაეზარდათ ერთი ლიტრი საწვავის საფასური და ხელისუფლებას ერთადერთი ფუნქცია აქვს - იმოქმედოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიცვას აბსოლუტური გაღარიბებისგან, რომელიც შეძლება გამოიწვიოს საწვავის ფასის ზრდამ, შესაბამისად, ფასის ზრდამ აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე." – თაზო დათუნაშვილი
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Telephone
Website
Address
სტალინის ქუჩა N8
Gori
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |
| Saturday | 10:00 - 18:00 |
