RDA / შიდა ქართლის რეგიონული სამსახური

RDA / შიდა ქართლის რეგიონული სამსახური

Share

სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა-ქართლის რეგიონული სამსახური

16/12/2025

✅ პროგრამის "დანერგე მომავალი" პირობების შესახებ პროექტის კოორდინატორი მარიამ მეკოშკიშვილი საუბრობს.

➡ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3YoBufy

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

12/12/2025

✅თუ ხართ დაინტერესებული მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით სოფლის განვითარების სააგენტო შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ თანადაფინანსება.

➡ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3YoBufy

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

26/11/2025

✅ „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

✅ განაცხადების მიღება გრძელდება მხოლოდ ერთწლოვანი კულტურების ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის და დაწვიმების (სპრინკლერი) სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის მიმართულებით.

📍 პროგრამა ხორციელდება საგარეჯოს, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ასევე ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელსა და სოფელ კაჭრეთში.

✔️ პროგრამით გათვალისწინებული ყველა მიზნობრიობის თანადაფინანსება განსაზღვრულია 50%
✔️ ახალგაზრდებისათვის - 55 %
✔️ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვისათვის - 60 %
✔️ ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამური ოდენობა შეადგენს 30,000 ლარს
🟢 შიდა ქართლის რეგიონში (გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში) აგრო მეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების, სასათბურე მეურნეობების მოწყობის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა (მოტო ბლოკი) და სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის მიზნობრიობის მიმართულებით განსაზღვრული ბიუჯეტი ამოიწურა. განაცხადების მიღება შეჩერებულია.

➡ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://rda.gov.ge/programs/629860-irigatsiit-uzrunvelkophil-mitsis-nakvetebze-sophlis-meurneobis-produqtsiis-tsarmoebis-khelshetskobis-programa/3695cdcc-f017-4d66-a366-fa597f575822

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

20/11/2025

✔️ სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება შემდეგი მიმართულებებით:

➡️ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
➡️ პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა.

✅ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში ასევე გთავაზობთ შემდეგი მიმართულებებით ხელშეწყობას:

➡️ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსებას;
➡️ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსებას;
➡️ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას.

✅ პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია მიიღოთ თანადაფინანსება უცხოელი კონსულტანტების მომსახურების მიზნობრიობით.

➡️ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://rda.gov.ge/programs/technical-assistance/f0b5dbd5-29c2-4145-bb8c-e0e2c1818ca5

ვიდეო რგოლები დამზადებულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) დაფინანსებული „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა 3) პროექტის ფარგლებში.

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

16/09/2025

✅ სოფლის განვითარების სააგენტო ბიოწარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ თანადაფინანსება

💸 პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:

✔️ ბიოწარმოების სერტიფიცირება
✔️ საკონსულტაციო მომსახურება
✔️ თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება

💸 პროგრამა დამატებით მოიაზრებს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:

✔️ მევენახეობა - ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა
✔️ მეფუტკრეობა - ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა

➡️ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3KnrcZi

ვიდეორგოლები დამზადებულია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) დაფინანსებული „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET “ (ფაზა 3) პროექტის ფარგლებში

პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET “ (ფაზა 3) მიზნობრივი რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

02/09/2025

❓როგორ გამოვიყენოთ GECSA - აგრომეტეოროლოგიური აპლიკაცია?

✔️ აპლიკაციით სარგებლობა შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის ფერმერების შეუძლიათ

➡️ აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებიდან:

iOS - https://bit.ly/4i0H9QT
Android - https://bit.ly/3Qpo8Ma

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

26/08/2025

🌦 GECSA – აგრომეტეოროლოგიური აპლიკაცია ფერმერებს ეხმარება მეურნეობის მართვასა და ამინდის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შემცირებაში

✔️ აპლიკაციით სარგებლობა შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის ფერმერებს შეუძლიათ

➡️ აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებიდან:

iOS - https://bit.ly/4i0H9QT
Android - https://bit.ly/3Qpo8Ma

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

26/06/2025

📆 შიდა ქართლის რეგიონში (გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში) აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების, სასათბურე მეურნეობების მოწყობის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა (მოტობლოკი) და სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის მიზნობრიობებში განაცხადების მიღება განახლდება 2025 წლის 10 ივლისს 12:00 საათზე და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე. წვეთოვან და დაწვიმებით სარწყავ სისტემებზე განაცხადების მიღება აქტიურია.

💸 თანადაფინანსება ყველა მიზნობრიობისთვის განისაზღვრება 50%-ით

✔️ ახალგაზრდებისათვის - 55%
✔️ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვისათვის - 60%
✔️ ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 30,000 ლარს შეადგენს

✅ პროგრამით ფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის, ასევე, მარწყვისა და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების, სასათბურე მეურნეობების მოწყობა. ასევე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა (მოტობლოკი) და სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის შეძენა.

➡ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4j8yb4Z

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

Photos from RDA / შიდა ქართლის რეგიონული სამსახური's post 16/05/2025

✅ სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები, ყოველკვირეულ შეხვედრებს ატარებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, აცნობენ მიმდინარე პროგრამებს და კონსულტაციას უწევენ სასოფლო-სამეურნეო დარგობრივ საკითხებთან დაკავშირებით.

📆 შეხვედრები ჩატარდა:

📍 ხაშური - სოფელი დიდი სატივე
📍 გორი - სოფელი შინდისი
📍 კასპი - სოფელი ნოსტე
📍 ქარელი - სოფელი დირბი

#მეტიცოდნასოფლად
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

11/04/2025

📌 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის მოდერნიზება (მე-3 ფაზა)“ ფარგლებში გეგმავს ტრენინგს „ქარსაფარი ზოლების მართვა-მენეჯმენტი“, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, ქარსაფარის ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავებას.

🔸 ტრენინგმოდული მოიცავს ქარსაფარი ზოლების გაშენებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს.

🔸 სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

➡️ ფერმერები;
➡️ დარგის სპეციალისტები (ექსტენციონისტები);
➡️ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

🔸 ტრენინგი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში Zoom - ის პლატფორმის მეშვეობით.

➡️ ბმული: https://us06web.zoom.us/j/82189797753

🔸 Meeting ID: 821 8979 7753

🔸 ტრენინგები დაგეგმილია შემდეგ რიცხვებში, შესაბამის რეგიონებში:

➡️ 14-15 აპრილი, 17:00-20:00 საათი - კახეთის რეგიონი;
➡️ 28-29 აპრილი, 17:00-20:00 საათი - სამეგრელოს რეგიონი, იმერეთის რეგიონი, გურიის რეგიონი;
➡️ 1-2 მაისი, 17:00-20:00 საათი - შიდა ქართლი; ქვემო ქართლი
➡️ 3-4 მაისი, 17:00-20:00 საათი - სამცხე-ჯავახეთი;
➡️ 5-6 მაისი, 17:00-20:00 საათი - მცხეთა - მთიანეთი.
ტრენინგებზე დარეგისტრირებლად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

➡️ https://docs.google.com/forms/d/1nl2ZjJqNwrGsGmq-wxSU70aEUfo2nnLIClEzd5wngdU/edit

📢 დამატებითი ინფორმაციისთვის ტრენინგებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ასისტენტი ანა შამათავა (ტელ: 591 98 91 09 ელ.ფოსტა: [email protected]).

აგრორჩევები - მარწყვი 07/03/2025

🍓 აგრორჩევები - მარწყვი

🧑‍🌾 ფერმერი ამირან პარწიკანაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით მარწყვის მოვლა-მოყვანის შესახებ გვიყვება

➡️ გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://bit.ly/3vCbnat

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

https://www.youtube.com/watch?v=34p381QhZak

აგრორჩევები - მარწყვი ფერმერი ამირან პარწიკანაშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით მარწყვის მოვლა-მოყვანის შესახებ გვიყვება

18/02/2025

✅ GECSA - აპლიკაცია აგრო-მეტეოროლოგიური სერვისებისთვის შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონის ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია

🌦 აპლიკაცია ფერმერებს დაეხმარება საკუთარი მეურნეობების მართვისას პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამინდის ცვალებადობით გამოწვეული რისკების შესამცირებლად.

✔️ აპლიკაციაში ხელმისაწვდომია დარგის სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები მიზნობრივ რეგიონებში, შიდა ქართლსა და კახეთში გასატარებელი აგრო ოპერაციების შესახებ, პროგრამის ფარგლებში შერჩეული კულტურების, კერძოდ, ვაშლის, ვაზის, ატმისა და ნექტარინას, ხორბლის, სიმინდის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის უზრუნველსაყოფად.

✅ აგრო-მეტეოროლოგიური სერვისებისთვის აპლიკაცია შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.

✔️ პროექტს „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ სოფლის განვითარების სააგენტო გარემოს ეროვნული სააგენტოსთან, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

➡️ აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებიდან:

iOS - https://bit.ly/4i0H9QT
Android - https://bit.ly/3Qpo8Ma

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

Want your business to be the top-listed Government Service in Gori?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


გრიგოლ ფერაძის ქ. #5
Gori

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00