2026 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა ,,მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს"
წლევანდელი თემა უკავშირდება ICOM-ის 80 წლის იუბილეს - მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ასახავს ორგანიზაციის უწყვეტ ერთგულებას მუზეუმებისა და მათი საზოგადოებრივი როლის მხარდაჭერის მიმართ.
დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი ვიდეოგამოფენით გამოეხმაურა და თემატური მასალით წარმოაჩინა მუზეუმის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საზოგადოების გაერთიანებაში.
დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი/Didi Liakhvi Museum-Reserve
2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი ოკუპირებულია რუსეთის მიერ monasteries, Eredvi St. George Church etc.
2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.
დიდი და პატარა ლიახვის აუზი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით - გუმბათიანი და დარბაზული ეკლესიებით, ციხე-სიმაგრეებით, ციხე-კოშკებითა თუ ძველი საცხოვრებელი კომპლექსებით. მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლებია: ნიქოზის (V-XVI სს.), თირის (XIII ს.), ხეითის (X ს.) მონასტრები, ერედვის წმ. გიორგის ეკლესია და სხვ.
მდებარეობა:
18/05/2026
მითითებულ ბმულზე იხილავთ მუზეუმის დღესთან დაკავშორებით საქართველოს მუზეუმებში დაგეგმილ პროგრამებს ...
2026 – მუზეუმის საერთაშორისო დღე/კვირეულის პროგრამა საქართველოს მუზეუმებში „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ - 18 მაისი - მუზეუმის საერთაშორისო დღე; ; ICOM – მუზეუმების საერთაშორისო ....
18/05/2026
გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს!
გიზიარებთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემავალი მუზეუმების პროგრამებს.
#მუზეუმებისსაერთაშორისოდღე
#2026
06/05/2026
გილოცავთ გიორგობას!
გილოცავთ გიორგობას!
გიორგობის დღესასწაული დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებში, წმინდა გიორგის სახელზე აგებულ არაერთ ეკლესიაში აღინიშნებოდა.
გვახსოვდეს ჩვენი მემკვიდრეობა!
არდისის წმ. გიორგის ნაეკლესიარი
არკინარეთის წმ. გორგის ეკლესია
აძვისთავის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
ახალისის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
ბელოთის კომპლექსი, წმ. გიორგის ეკლესია – X-XV სს.
გერის წმ. გიორგის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები
დოდოთის წმ. გიორგის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები
ერედვის წმ. გიორგის ეკლესია – 906 წელი
ზალდას წმ. გიორგის ნაეკლესიარი
ზალდას წმინდა გიორგის ეკლესია – IX-X სს.
ზალდას წმ. გიორგის კომპლექსი – X – XV სს.
ზემო გორეთის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
ზემო სნეკვის წმ. გიორგის ეკლესია – IX-X სს.
ზვარეთის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
თლიას წმ. გიორგის ეკლესია – XIX საუკუნე
ივრეთის წმ. გიორგის ეკლესია – X-XV სს.
კეხვის წმ. გიორგის ნაეკლესიარი – VIII-IX სს.
კეხვის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
კულბითის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
კროზას წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევი ,,გიორგობა“ – განვითარებული შუა საუკუნეები
ნაქალაქევის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
ორტევის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
პატარა ღრომის წმ. გიორგის ეკლესია – VIII-IX სს.
პატარა გუფთას წმ. გიორგის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები
საცხენეთის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
სვერის წმ. გიორგის ეკლესია – XIX საუკუნე
ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია (,,გერის ძმა“) – გვიანი შუა საუკუნეები
ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია – IX-X სს.
ქურთას სამების წმ. გიორგის ეკლესია – XIX საუკუნე
ქვემო ერმანის წმ. გიორგის ნიში – XX საუკუნე
ყუფთას წმ. გიორგის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები
ცხინვალის ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია – XVII საუკუნე
ცხინვალის კავთის წმ. გიორგის ეკლესია – X-XI სს.
ცხინვალის წმ. გიორგის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები
ძარწემის პარსეთის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
ძარწემის წმ. გიორგის ეკლესია – X-XII სს.
წიფორის წმ. გიორგის ეკლესია – VIII-IX სს.
წიფორის წმ. გიორგის ეკლესია – XVI-XVIII სს.
ხოძის წმინდა გიორგის ეკლესია – XIX-XX სს.
#დიდილიახვისხეობისსახელმწიფომუზეუმნაკრძალი
#2022
13/04/2026
07/04/2026
👇
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 აპრილს, ოფიციალური უქმე დღეების მიუხედავად, უფლისციხისა და ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალები ასევე უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.
12 და 13 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ იმუშავებს.
12/02/2026
დღეს ანგელოზობაა ✨
ამ დღის შესახებ იხილეთ....
👇
08/11/2025
8 ნოემბერი - წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის ხსენების დღე სოფელ დისევში 2008 წლამდე საგანგებოდ აღინიშნებოდა.
ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ყველა იმ მნიშნელოვან მოვლენაში, რაც ქართული სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის იდეის განმტკიცებას ემსახურებოდა.
დღეს გავიხსენოთ ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის აფხაზეთში მოღვაწეობის წლები 1851-1868, როდესაც ეპისკოპოსი თავდაპირველად არქიმანდრიტად, შემდგომ კი ეპარქიის წინამძღვრად იყო განწესებული.
ოკუპირებული აფხაზეთი იმ დროსაც ერთ-ერთი პრობლემური რეგიონი იყო. მაშინაც აფხაზეთის მოსახლეობა განიცდიდა რუსული კოლონიური პოლიტიკის ზეგავლენას, რაც მოსახლეობის რუსიფიკაციას და ყოველგვარი ქართული კულტურის გაქრობას ისახავდა მიზნად.
აფხაზეთის ეპარქიაში გადასვლისთანავე ალექსანდრე ოქროპირიძე აქტიურად შეუდგა ეკლესია-მონასტრების აშენება-განახლებას და იქ ქართულად წირვა-ლოცვის ჩატარებას.
წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა აფხაზი ბავშვების სწავლა-განათლების დაფინანსებას. 1867 წელს ეპისკოპოს მიერ საქართველოს ეგზარქოსადმი მიწერილმა წერილმა შემოინახა იმ მოსწავლეების სახელები და გვარები, რომლებთაც ეპისკოპოს ალექსანდრეს სახსრებით მიიღეს განათლება, ესენი იყვნენ: გიორგი მარშანია (თავადი), გიორგი უშბა, პეტრე იასკუა, პეტრე ფილია, პეტრე ანტია, ნესტორ გრიგოლია, დავით გვილია, გრიგოლ თელია, ანდრონიკე გეგეჩკორი, მაქსიმე გეგეჭკორი, ბესარიონ ხელაია, (შემდგომში საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია), კონსტანტინე ახვლედიანი, დიმიტრი თვალთვაძე, გიორგი თვალთვაძე, კონსტანტინე საჯაია, ნესტორ საჯაია, კაპიტონ ჩხიკვაძე, გერასიმე ცანავა, გიორგი უშბა, გერასიმე ცანავა, გიორგი ეშბა, მიხეილ დარახველიძე, ივანე ხორჯავა, დავით გოგორიშვილი, ივანე გაბუნია, ესაია გაბუნია, ალექსანდრე კობეშავიძე, კონსტანტინე კობეშავიძე, მარკოზ ჩოგონია, გიორგი ფალავანდოვი, ჩაგუ კაკაჩია და ბესარიონ ციხავა.
ალექსანდრე ოქროპირიძის საქმიანობა აფხაზეთში ხელის შემშლელი იყო რუსი მოხელეებისთვის და მუდმივად ცდილობდნენ, რეგიონიდან მის გაძევებას. საბოლოოდ ეს სწორედ ქართველი სასულიერო პირების ხელით გააკეთეს და ეპისკოპოსი მათი საჩივრის საფუძველზე გაიწვიეს აფხაზეთიდან.
ბედის ირონიაა, რომ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე აფხაზეთიდან იდევნებოდა როგორც ქრისტეს რჯულის არასათანადოდ პოპულარიზაციის და ქრისტიანობის გავრცელების ხელის შეშლის გამო.
ფოტოზე წარმოდგენილია ცხენზე მჯდომი წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე (ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა).
#დიდილიახვისხეობისსახელმწიფომუზეუმნაკრძალი #ალექსანდრეოქროპირიძე #დისევი #цхинвал #2025
07/08/2025
ოკუპაციის 17 წელი
დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა.
როგორც დევნილი მუზეუმი ვფიქრობთ არა მხოლოდ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და გმირულად გარდაცვლილ ადამიანებზე, არამედ კულტურულ დანაკარგებსა და ისტორიის გაყალბებაზე - რაც დღესაც აქტიურად გრძელდება.
📌ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საარქივო მასალებით მინიმუმ 737 კულტურული ობიექტი დასტურდება; მათ შორის თითქმის 20% განადგურებულია, ხოლო 500-ზე მეტი ან ცუდ მდგომარეობაშია, ან შეფასებისთვის მიუწვდომელია.
📌ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ 13 ობიექტი დაზიანდა; 10 კი - განადგურდა.
📌ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების შემდგომ ეთნიკურად ქართული ისტრიული სოფლები სრულიად განადგურდა და დღესაც აღარ არსებობს (ძარწემი, ქემერტი, სვერი, კეხვი, ქურთა, აჩაბეთი, ხეითი, თამარაშენი, ერედვი, ვანათი, დისევი, ფრისი, ნული, ავნევი).
📌ცხინვალის რეგიონში მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას მონიტორინგის არარსებობა წარმოადგენს - 17 წლის მანძილზე არ გვეძლევა შესაძლებლობა, მოვინახულოთ და დავადგინოთ ომის შედეგად დაზიანებული ძეგლების მდგომარეობა, 2008 წლის შემდგომი უნებართვო მშენებლობების შედეგად დაზიანებული ძეგლების მდგომარეობა, თუ მოუვლელობითა და ბუნებრივი მოვლენების მიზეზით ნგრევის პირას მისული ძეგლების ბედი.
📌არსებულ რეალობაში, როდესაც რეგიონში ფიზიკური წვდომა შეზღუდულია და მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება შეუძლებელია, არ უნდა დავუშვათ მათი ჩვენი მეხსიერებიდან გაქრობა.
✅ ყველა მოქალაქეს შეუძლია, ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას განათლების, ისტორიების მოყოლის გზით.
✅ თუ თქვენ ან თქვენს ოჯახს გაქვთ ცოდნა ცხინვალის რეგიონის ადგილობრივი ტრადიციების, ტოპონიმიკის, დღესასწაულების, ხელობის ან ხელსაქმის შესახებ - ჩაწერეთ ისინი და გააზიარეთ ფართო საზოგადოებისთვის.
✅ მუზეუმები, სკოლები, მკვლევრები და ოჯახები ცოცხალ არქივებად უნდა იქცნენ.
📣 საზოგადოების კოლექტიური მეხსიერება წინააღმდეგობის ერთ-ერთი ფორმაა.
📍 ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვა ზიანს აყენებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ის დიდი დანაკარგია მსოფლიო მემკვიდრეობისთვისაც.
მუზეუმ-ნაკრძალის მასალებთან ერთად პოსტში გამოყენებულია ანგარიშის - ,,საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის”, რომელიც მომზადდა 2018-2022 წლებში ლურჯი ფარი საქართველოს, ნიუქასლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს კათედრასთან თანამშრომლობით.
#დიდილიახვისხეობისსახელმწიფომუზეუმნაკრძალი
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the business
Telephone
Website
Address
Gori
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |
