გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება, Government Organization, mshvidobis 12a, Gori.

Photos from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება's post 03/06/2026

კულტურის ცენტრთან არსებული სოფელ ბეთლემის კლუბის აღსაზრდელთა საანგარიშო კონცერტი წარმატებით ჩატარდა. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრები, რითაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. კონცერტის დასასრულს მონაწილეები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Photos from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება's post 01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ❤️

Photos from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება's post 26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪❤️

26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლასა და ძლიერ, წარმატებულ საქართველოს. დაე, ყოველთვის გვეამაყოს ჩვენი სამშობლო და მისი თავისუფლება. ❤️🇬🇪

26/05/2026
Photos from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება's post 15/05/2026

კულტურის ცენტრში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქისა და რაიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, ხელოვნებისა და ხელსაქმის პოპულარიზაცია, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინეს, გამარჯვებულები კი სხვადასხვა ნომინაციაში სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულები:

I ადგილი — წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი — ფლავის საჯარო სკოლა,

II ადგილი — წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი — გორის N2 საჯარო სკოლა.

III ადგილი — წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი - კარალეთის N 2 საჯარო სკოლა.

ნომინაცია „ორიგინალური ნამუშევარი“ - ბერბუკის საჯარო სკოლა.

ნომინაცია „ჟიურის სიმპათია“ - ზერტის საჯარო სკოლა.

მადლობა ყველა მონაწილეს, პედაგოგსა და მხარდამჭერს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის.

Photos from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება's post 05/05/2026

23 აპრილს, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრთან არსებული სოფელ ბეთლემის კლუბის აღსაზრდელებმა საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება გამართეს.

პატარებმა საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს წიგნის მნიშვნელობა მათ განვითარებაში.

მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო და შემეცნებითი გარემო შეუქმნეს.

Photos from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება's post 05/05/2026

კულტურის ცენტრში გაიმართა ღონისძიება „ფერადი გაზაფხული“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კულტურის ცენტრთან არსებული რაიონის შემოქმედებითი წრეები. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მონაწილეთა მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ხელოვნების ნიმუშები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას, კულტურული აქტივობების ხელშეწყობასა და საზოგადოებაში ხელოვნების პოპულარიზაციას. წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნომრები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ახალგაზრდების ნიჭსა და შემოქმედებით პოტენციალს.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სიგელები წარმატებული მონაწილეობისთვის.

კულტურის ცენტრი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას და შემოქმედებითი ახალგაზრდების მხარდაჭერას.

Photos from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება's post 14/04/2026

კულტურის ცენტრში გაიმართა მხატვრული კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები როგორც მხატვრულ კითხვაში, ასევე კალიგრაფიაში.

კომპეტენტურმა ჟიურიმ მონაწილეთა შესრულება შეაფასა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და გამოავლინა გამარჯვებულები:

მხატვრული კითხვა

I ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი – თეკლა ხაბელაშვილი
II ადგილი – ანდრია ნოზაძე
III ადგილი – იოსებ ტეტუნაშვილი
ჟიურის სიმპათია – ბარბარე ხაბაშვილი, ნატალი ელოშვილი, გიორგი თენაძე, დავით ზედგინიძე, მართა ლომიძე

II ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი – ხატია საათაშვილი
II ადგილი – მარიამ ნაფიშვილი
III ადგილი – ედი მურადაშვილი და ნინი ხაბაშვილი
ჟიურის სიმპათია – მარიამ მაჭარაძე

მესამე ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი - ნინი აწკარუნაშვილი
II ადგილი - ნიკოლოზ საური
III ადგილი - მარიამ საათაშვილი
ნომინაცია "ჟიურის სიმპათია" - ინა ცოტნიაშვილი

კალიგრაფია

I ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი – დინა თუშმალოვი
II ადგილი – ნუცა ეცადაშვილი
III ადგილი – გიორგი შავშიშვილი
ჟიურის სიმპათია – ნინი მერაბაშვილი

II ასაკობრივი ჯგუფი:
I ადგილი – ანანო ხარაიშვილი
II ადგილი – მარიამ საათაშვილი
III ადგილი – თინათინ გოგიაშვილი
ჟიურის სიმპათია – ნინი კახნიაშვილი

ასევე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ „საუკეთესო მოქართულის“ ნომინაციაში გამარჯვებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

,,საუკეთესო მოქართულე’’
კონკურსში გამარჯვებულები:

I ადგილი – თამაზ ელიკაშვილი (ტყვიავის საჯარო სკოლა)
II ადგილი – სერგი თვაური (გორის №7 საჯარო სკოლა)
III ადგილი – ნინო ჭალიძე (კარალეთის №1 საჯარო სკოლა)

კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდებში კითხვისა და წერითი კულტურის განვითარება, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ნიჭიერი თაობის მხარდაჭერა.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!

Photos from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება's post 10/04/2026

დღეს გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ ორ ასაკობრივ კატეგორიაში.

კონკურსის ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის გადაწყვეტილებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის.

Want your business to be the top-listed Government Service in Gori?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Mshvidobis 12a
Gori
1400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 17:00