05/06/2026
🔹გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგის მონაწილეებმა შეიძინეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, რომელიც გადაუდებელ სიტუაციებში პირველადი დახმარების აღმოჩენისთვისაა საჭირო. სწავლება მოიცავდა დაზარალებულის მდგომარეობის შეფასების, შესაბამისი მოქმედებებისა და დროული რეაგირების საკითხებს.
ტრენინგის მიზანი თანამშრომელთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება იყო, რათა საგანგებო შემთხვევების დროს მათ ეფექტურად და ოპერატიულად შეძლონ დახმარების გაწევა.
08/04/2026
🚌 მიცვალებულთა მოხსენიების დღეს გორში დამატებითი ავტობუსები უფასოდ 09:00 - დან 18:00 საათამდე იმოძრავებს.
13 აპრილს, ორშაბათს, მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.
ყველა უბნიდან გამოსული ავტობუსის ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოსთან არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
🚌 დამატებითი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციებზე:
🔹 ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია)
🔹 წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების კვეთა)
🔹 კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია)
🔹 ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია)
🔹 სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია)
👉 ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო
06/03/2026
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში ჩატარდა სასწავლო - სამუშაო ტრენინგი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ.
👷♂️ ტრენინგს უძღვებოდნენ შრომის უსაფრთხოების ექსპერტები.
მონაწილეები გაეცნენ:
🔹 სამუშაო გარემოში რისკების იდენტიფიცირებას
🔹 პრევენციულ ღონისძიებებს
🔹 ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას
🔹 ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს
🔹 საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებს
🔹 პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებს
🔹 გარემოს დაცვის საკითხებს
👥 ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მძღოლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა.
💡 ჩვენი პრიორიტეტია კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება!
12/01/2026
🎊🎄 ძველით ახალი წლის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში გაიმართება კონცერტი.
🗒️ 13 იანვარი
🎶 "Soft wave"
22:00
🎶 "ურსა"
23:00
24/11/2025
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა მოკლევადიან სასწავლო პროგრამა „საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზაცია და მართვა“ გაიარეს.
ტრენინგს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო - ტექნიკური ფაკულტეტის ტრანსპორტის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები უძღვებოდნენ. სასწავლო კურსს პროფესორი ფრიდონ გოგიაშვილი ხელმძღვანელობდა.
🚌 ტრენინგში მუნიციპალური ტრანსპორტის დაგეგმვაში ჩართული 18 თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. მათ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მიიღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. ყველა მათგანს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.
🤝 გადამზადების პროგრამა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ფინანსური ხელშეწყობით, „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შემუშავდა.
08/08/2025
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა 8 აგვისტოს, ტრადიციულად, პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა სულებს და გვირგვინით შეამკეს საქართველოსთვის თავდადებული გმირების მემორიალი.