19/05/2026
ჩვენი საამაყო სპორტსმენები👏👏
საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის - ფარვიზ გაგუას სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ქალაქ ბათუმში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც ჩვენმა VII კლასის მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გვასახელეს:
🥇🏆I ადგილი, ოქრო - ს ა ბ ა ვ ა რ თ ა ნ ი ა ნ ი
(მწვრთნელი: აჩიკო ბარამიძე)
🥉III ადგილი, ბრინჯაო - გ ი ო რ გ ი ჭ ი ღ ლ ა ძ ე
(მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე)
15/05/2026
♟️შიდა საკლასო შეჯიბრება ჭადრაკში♟️
უკვე მე-3 წელია, ჩვენს სკოლაში შიდა საკლასო შეჯიბრება ტარდება ჭადრაკში. ამჯერად, ჩვენი II კლასის მოსწავლეები გახდნენ საპრიზო 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები.
სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ღვინიაშვილმა, წარმატებულ მოასპარეზეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ჭადრაკის მასწავლებელი: არევად ამბარიანი
15/05/2026
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
სსიპ - ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის V კლასი
ქართული ენის მასწავლებელი: ლიანა ჟამურელი
დამრიგებელი: ნანა ამბოკაძე
15/05/2026
XI ბაგა-ბაღის აღსაზრდელების სტუმრობა XI სკოლაში
დღეს ჩვენს სკოლას, მომავალი პირველი კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ, აღმზრდელებთან და მშობლებთან ერთად. პატარები, ნინო მასწავლებელმა მიიღო და სიმბოლური გაკვეთილი ჩაუტარა.
მოგვიანებით, სპორტულ დარბაზში, შოთა მასწავლებელმა, მხიარული სპორტული აქტივობები გამართა, სადაც დიდი ხალისით ჩაერთვნენ პატარა სტუმრები.
პედაგოგები: ნინო ადუაშვილი
შოთა გორდაძე
15/05/2026
დასი -13👏👏
დასი 13 - ასე ქვია გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ სამსახიობო გუნდს, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლე, ნინო ურიგაშვილია. დასი მ/წლის 3 მაისს, თურქეთის საერთაშორისო ფესტივალზე, ქალაქ ალანიაში გაემგზავრა, რამდენიმე თეატრალური წარმოდგენა გამართა და უმაღლესი ჯილდოს - გრანპრის მფლობელი გახდა.
14/05/2026
ჩვენი ს პ ო რ ტ ს მ ე ნ ე ბ ი❤️
ქარელის მერიის თასის გათამაშება გაიმართა, 11 მაისს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც 2012-2014 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, გიორგი ჭიღლაძე, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ვულოცავთ გიორგის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე
13/05/2026
"ქრისტიანობის როლი საქართველოს ისტორიაში"
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა სკოლამ, გამოაცხადა კონკურსი - „ქრისტიანობის როლი საქართველოს ისტორიაში“. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გაიმართა. პროექტის ავტორი იყო ჩვენი სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლია მელთაური.
კონკურსანტებმა, კონკურსის პირობების შესაბამისად, თემის ირგვლივ, საკუთარი ხედვა წარმოადგინეს ისეთი (მატერიალური/ელექტრონული) ნაშრომებით, როგორებიცაა: საინფორმაციო ბროშურა, ბუკლეტი, ხელნაკეთი წიგნი, ნახატი, მოთხრობა, ნარკვევი, ანიმაცია, ვიდეორგოლი, კომპიუტერული თამაში, თეატრალური კომპოზიცია.
კომპეტენტური ჟიურის მიერ, შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები და გამარჯვებული ნაშრომების ავტორები, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
07/05/2026
გაკვეთილი - პირის ღრუს ჰიგიენა
მე-4 კლასის მოსწავლეებს, ექიმი-სტომატოლოგი, ნატალია ხორგუაშვილი ესტუმრა და პირის ღრუს მოვლაზე ესაუბრა. ლექციის ბოლოს, მოზარდებს, პაროდონტოლოგთა ასოციაციის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადაეცათ.
სემინარი ორგანიზებული იყო საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის მიერ.
დამრიგებელი: ნინო ადუაშვილი
04/05/2026
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თბილისში გაიმართა, V კლასის მოსწავლე, ანანო სებისკვერაძე, გრანპრის მფლობელი გახდა.
დამრიგებელი: ნანა ამბოკაძე