01/06/2026
შიდა ქართლის მხარე
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია Shida Kartli region is surrounded by the Caucasus and Trialeti mountain range by the north and south.
შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. გაღმამხარის მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონისა და მუხნარის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეთა უმრავლეს
01/06/2026
#26მაისი
#ესდღეჩვენია 🇬🇪
26/05/2026
🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შიდა ქართლის რეგიონის ყველა ქალაქში აღინიშნა
#26მაისი
#ესდღეჩვენია
26/05/2026
#26მაისი 🇬🇪
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრთან სულხან თამაზაშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი ტექნიკა და სივრცეები დაათვალიერა და საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
26 მაისთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით, გორში, ცენტრალურ მოედანზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო.
17:10 წუთზე გორის ქალთა კაპელას მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საზეიმო ღონისძიება კი გალა კონცერტით გაგრძელდა.
26/05/2026
გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
26 მაისთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახური.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან აქტივობებში და დაეთვალიერებინათ საგამოფენო სივრცეები.
#26მაისი
#ესდღეჩვენია
გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს.
26/05/2026
#ესდღეჩვენია 🇬🇪
25/05/2026
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა.
ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი კულტურული და ტურისტული ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ტრადიციული ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მონაწილეებს შორის იყვნენ ადგილობრივი მხატვრები, მეღვინეები, თიხისა და რეწვის ოსტატები, ასევე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები.
ღონისძიებაში ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სტუმრების წინაშე მუსიკალური და ფოლკლორული ნომრები წარადგინეს.
დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია ეკოტურისტული მარშრუტების, დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებისა და გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ, რაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებითა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Gori
1400
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
