ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი / Tana and Tedzami Protected Landscape

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი / Tana and Tedzami Protected Landscape

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი / Tana and Tedzami Protected Landscape, Nature Preserve, გორიჯვრის ქ. #26, Gori.

ჩვენი მიზანია ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა 🌿 ეკოტურიზმის განვითარება 🥾🌍 და მდგრადი გარემოს შენარჩუნება ♻️🌱
🏞️ შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ ქართული ბუნების სილამაზე! 🇬🇪✨

Photos from ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი / Tana and Tedzami Protected Landscape's post 05/06/2026

მდინარესთან დამეგობრება - ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მომავლისთვის

♻️ გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მდინარე ტანას სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა.

🤝 აქცია გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მუნიციპალური განვითარების განყოფილების ინიციატივით ჩატარდა. მასში მონაწილეობა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილებამ, ტანას აღკვეთილის რეინჯერებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

🌿 ღონისძიება განხორციელდა პროექტის „მდინარესთან დამეგობრება – ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება DALIA Rivers Revived ინიციატივის მხარდაჭერით.

🌳 პროექტის მთავარი მიზანია მდინარის ეკოსისტემის, ბუნებრივი წყლებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, ასევე ადგილობრივი საზოგადოების გარემოსდაცვით საქმიანობებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

♻️ დასუფთავების აქციის მონაწილეებმა მდინარე ტანას სანაპირო ზოლი სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან გაწმინდეს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას.

🌏 მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს როგორც გარემოს გაუმჯობესებას, ისე მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდას ბუნებრივი მემკვიდრეობის მიმართ.

ℹ️ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ევროკავშირის „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის DALIA - Danube Region Water Lighthouse Action საქმიანობების ნაწილს.

🌐 პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვასა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას გარემოსდაცვით პროცესებში.

26/05/2026
Photos from ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი / Tana and Tedzami Protected Landscape's post 22/05/2026

🌱 22 მაისს, მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება

📚 ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილებამ ეკოგანათლების მიმართულებით ახალი საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

🌍 ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობის გაცნობა და ბიომრავალფეროვნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

📍 პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სსიპ ზაზა ბირთველიშვილის სახელობის N7 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის უნიკალური ბუნების, ადგილობრივი ეკოსისტემების, დაცული სახეობებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

🗣️ პრეზენტაცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.

🌱 ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილება მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო შეხვედრებს სხვადასხვა სკოლაში, რათა ახალგაზრდებში კიდევ უფრო გაძლიერდეს ეკოლოგიური კულტურა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრება.

Photos from ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი / Tana and Tedzami Protected Landscape's post 20/05/2026

🌿 ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებმა პროფესიული გადამზადების ტრენინგი გაიარეს

13-15 მაისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი დაცული ლანდშაფტების თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილების რეინჯერები, ასევე თუშეთისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტების წარმომადგენლები.

სამდღიანი პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს, მათ შორის:
🌲 ტყის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და კანონაღსრულების მექანიზმებს
🐟 თევზჭერის რეგულაციებსა და შესაბამის სამართლებრივ მოთხოვნებს
🦌 ნადირობის წესებსა და დარღვევების იდენტიფიცირების პრაქტიკას
📄 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის წესებს
🌿 გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასებისა და აღრიცხვის პრაქტიკულ მეთოდებს
🌳 ხე-ტყის მოცულობის დადგენას, ტყეკაფების მონიშვნასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას.
ტრენინგს უძღვებოდნენ ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის წარმომადგენლები.

ℹ️ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეინჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას.

05/05/2026

🐻 შთამბეჭდავი სტუმარი ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში.

💚ჩვენი რეინჯერები ყოველდღე ზრუნავენ, რომ ცხოველებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ეს კადრებიც სწორედ ამ შრომის შედეგია!

🎥 უბნის უფროსი - ოთარ ჩხეიძე, რეინჯერები - ლევან გიგაური და თეიმურაზ მაყაშვილი.

#ტანადათეძამი #ველურიბუნება #დაცულილანდშაფტი #რეინჯერები

Photos from დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)'s post 27/04/2026

✅ ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

🔹კონკურსი ითვალისწინებდა გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირების ხელშეწყობის შესახებ იდეების მობილიზებას.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 21 სოფელმა, საიდანაც შეირჩა 8 ბენეფიციარი. გამარჯვებული პროექტების საერთო ბიუჯეტმა, ჯამში, 29 080 ლარი შეადგინა.

🔹დაფინანსებული პროექტები ხელს შეუწყობს სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების გაუმჯობესებას, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, წყლის რესურსების მართვასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებას.

🔹კონკურსი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის -„ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

✅The winners of the grant competition held for the residents living near the Tana Managed Reserve have been announced.

🔸The competition aimed to mobilize ideas focused on reducing environmental challenges.

🔸A total of 21 villages participated in the competition, out of which 8 beneficiaries were selected. The total budget of the winning projects amounted to 29,080 GEL.

🔸The funded projects will support the improvement of connecting roads between villages, the development of local infrastructure, better management and accessibility of water resources, as well as the development of services tailored to the needs of rural communities.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

Photos from ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი / Tana and Tedzami Protected Landscape's post 22/04/2026

🌍 დედამიწის დღესთან დაკავშირებით ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიაზე, ბოშურის საჯარო სკოლის მიმდებარედ გამწვანების აქცია გაიმართა.

🌳 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბოშურის სკოლის მოსწავლეებმა, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილების წარმომადგენლებმა და ტანის აღკვეთილის თანამშრომლებმა.

🌱 აქცია ნერგებით გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს სანერგე მეურნეობამ უზრუნველყო.

🌿 მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენას, გარემოს გაუმჯობესებას და ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

20/04/2026

🦌 ტყის ბილიკზე თავისუფლად მონავარდე შვლების ოჯახი.
📸რეინჯერი - ლევან გიგაური
#ველურიბუნება #შვლები #რეინჯერი #დაცულიტერიტორიები

20/04/2026

✅ ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
🔹კონკურსი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირების ხელშეწყობის შესახებ იდეების მობილიზებას.
🔹კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას (სოფ: ლევიტანა, ტუსრები, გაგულანთუბანი, ყველაანთუბანი, ზემო ბოშური, ქვემო ბოშური, დრე, ორმოცი, იფნარა, თხინალა, მღებრიანი, ბიისი, ბობნევი, იკვლევი, ხანდისი, დიდი ატენი და ფახუანთუბანი), როგორც ერთ პირს, ასევე ჯგუფს.
🤝საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში.
🕒კონკურსი ჩატარდება: 2026 წლის 24 აპრილის 12:00 საათზე;
📍 მდებარეობა: სოფელი ატენის ადმინისტრაციულ შენობა.
🕖 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 23 აპრილისა 17:00 საათისა;
➡️ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/tjJ8K
განაცხადი უნდა წარადგინოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
💰 ჯამური საგრანტო ბიუჯეტი: 32,300 ლარი
📲 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599468746 ვასიკო ბუთხუზი.

✅ ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

🔹კონკურსი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირების ხელშეწყობის შესახებ იდეების მობილიზებას.

🔹კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას (სოფ: ლევიტანა, ტუსრები, გაგულანთუბანი, ყველაანთუბანი, ზემო ბოშური, ქვემო ბოშური, დრე, ორმოცი, იფნარა, თხინალა, მღებრიანი, ბიისი, ბობნევი, იკვლევი, ხანდისი, დიდი ატენი და ფახუანთუბანი), როგორც ერთ პირს, ასევე ჯგუფს.

🤝საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში.

🕒კონკურსი ჩატარდება: 2026 წლის 24 აპრილის 12:00 საათზე;

📍 მდებარეობა: სოფელი ატენის ადმინისტრაციულ შენობა.

🕖 განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 23 აპრილისა 17:00 საათისა;

➡️ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/tjJ8K

განაცხადი უნდა წარადგინოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

💰 ჯამური საგრანტო ბიუჯეტი: 32,300 ლარი

📲 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599468746 ვასიკო ბუთხუზი.

Want your business to be the top-listed Government Service in Gori?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


გორიჯვრის ქ. #26
Gori
1400