01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მე-3 ა კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი მაკა რუაძე ესტუმრნენ. ბავშვებისთვის მხატვარმა ეთერ მეტრეველმა ხატვის პრაქტიკული მეცადინეობა ე.წ ვორქშოპი მოაწყო. ბავშვებმა მშვიდობის თემაზე ნახატები შექმნეს. გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ყველა ბავშვს ულოცავს დღევანდელ დღეს და უსურვებს მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში განვითარებას.
29/05/2026
გაატარეთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემოქმედებითად!
1 ივნისს, 11:00 საათზე, ბიბლიოთეკა ყველაზე პატარა და ნიჭიერ სტუმრებს უმასპინძლებს.
ჩვენთან სტუმრად იქნება მხატვარი ეთერ მეტრეველი, რომელიც ბავშვებისთვის ფერად და საინტერესო ხატვის პრაქტიკულ მეცადინეობას(ვორქშოპს) მოაწყობს.
ბიბლიოთეკაში ველით ყველა დაინტერესებულ ბავშვს.
@გამომწერები
29/05/2026
გარდაიცვალა ჩვენი გაერთიანების ღვაწლმოსილი თანამშრომელი და გურჯაანის საპატიო მოქალაქე ვენერა აბრამიშვილი. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა გურჯაანის ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციაზე. ქალბატონი ვენერა იყო უაღრესად კომპეტენტური სპეციალისტი და ღირსეული პიროვნება. ის დააკლდა ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და გურჯაანის მუნიციპალიტეტს.
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ვენერას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
@გამომწერები
27/05/2026
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩვენს გაერთიანებაში შემავალ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმში გამოიფინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ინფორმაციის შემცველი მასალა: დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ადგილზე ენახა პირველი რესპუბლიკის სამფეროვანი და დღევანდელი ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშები, პირველი რესპუბლიკის გერბი, 1918-1921 წლებში მოღვაწე ქალი კანონმდებელების შესახებ ინფორმაცია და ქართული წარმოშობის ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის გენერალ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სამხედრო ფორმები და მისი სიგელები.
ჩვენს კუთხეს ადგილობრივი და სტუმრად ჩამოსული დამთავლიერებელის გარდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესტუმრნენ.
@გამომწერები