02/06/2026
🏛️ სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გურჯაანში
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს, სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გურჯაანის კულტურის ცენტრი ორ სპექტაკლს უმასპინძლებს.
გთავაზობთ საფესტივალო დღის განრიგს:
• 🕒 15:00 სთ – „ჩვენ გველის დიდება“
წარმოადგენს: გურჯაანის კულტურის ცენტრის დასი.
• 🕒 20:00 სთ – „ჰელადოსი“
წარმოადგენს: თეატრალური სტუდია „მოდი ნახე“.
📍 ადგილი: გურჯაანის კულტურის ცენტრი
📅 თარიღი: 3 ივნისი
#გურჯაანი #თეატრი #ფესტივალი #კულტურისცენტრი #ჩვენგველისდიდება #ჰელადოსი
02/06/2026
გურჯაანში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გაატარა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: კარდენახის, ბაკურციხის, კოლაგის, ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდრის და გურჯაანის ტერიტორია, სპეციალიზებული ტექნიკით, თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდა.
შეწამვლის სამუშაოები, უსაფრთხოების წესების დაცვით, მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილებით ხორციელდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომლის მეშვეობითაც დგინდება მავნებლის გავრცელების არეალი და მისი განვითარების ფაზები.
მიღებული შედეგები აისახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში და იგეგმება კონტროლის ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდეა შემცირებული მავნებლისგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და მოსავლის დანაკარგები. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები განმარტავენ, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და შესაბამისი აგრო-ღონისძიებების დროულად გატარება.
02/06/2026
ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლაში კულტურის სამინისტროს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ბენაშვილი დაესწრო.
კონცერტში ანსამბლები „დიდგორი“ და "გურჯაანი" მონაწილეობდნენ.
ღონისძიება პროექტის - „ჩემო კარგო ქვეყანავ - კახეთის“ - ფარგლებში გაიმართა.
02/06/2026
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კოლაგსა და ვეჯინში, ჭარბი ნალექის შედეგად დატბორილი, შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა მიმდინარეობს.
გზების გაწმენდის სამუშაოებს ა(ა)იპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური სპეციალური ტექნიკით ახორციელებს.
01/06/2026
გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა საბავშვო - გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი შვილთან და მერის მოადგილე ვაჟა ბენაშვილთან ერთად დაესწრო.
"პაპას ბაღის " ტერიტორიაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო აქტივობა გაიმართა, პატარების განწყობაზე კი ანიმაციური გმირები ზრუნავდნენ.
საზეიმო ღონისძიებები ა(ა)იპ სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეების და "ბასტი-ბუბუს" კონცერტით დასრულდა.
01/06/2026
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და დელეგატის ბიუროს უფროსი ზაზა შოშიაშვილი ქალაქ გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნინოობის სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, გაიმართა ქალაქ გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების კურთხევა.
საქართველოში ქრისტიანების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, გურჯაანი - ველისციხის ეპარქიაში შემავალი ქალაქი და სოფლები იკურთხება.
01/06/2026
1 ივნისს, 19:00 საათზე, ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლაში, ანსამბლ „დიდგორის“ პროექტის - „ჩემო კარგო ქვეყანავ-კახეთის“ - ფარგლებში, ღონისძიება გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და ანსამბლი „გურჯაანი“.
ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით იმართება.
დასწრება თავისუფალია.
30/05/2026
⚽️ ჩემპიონთა ლიგის ფინალი
📆 30 მაისს (დღეს)
⏱️ 20:00 საათზე
📍 კულტურისა და დასვენების პარკში
💪🏻 ერთად ვუგულშემატკივროთ სასურველ კლუბს
29/05/2026
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და მათ მწვრთნელს შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების სპორტსმენებმა ჩემპიონატზე 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო გურჯაანის ძალოსანთა გუნდმა გუნდურ ჩათვლაში III ადგილი დაიკავა.